მოგესალმებით! პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ახალგაზრდა ქალბატონი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს და მკითხველის აზრი აინტერესებს.მე ვიქტორია მქვია. მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობა მაქვს ჩემს ნათესავებთან.როდესაც დახმარება სჭირდებათ, ნებისმიერ დროს მირეკავენ. მაგალითად, შიძლება დამირეკონ, რათა გაჭედილი მანქანის გამოყვანაში დავეხმარო, რათა წავიყვანო იქ, სადაც მათ სჭირდებათ მისვლა და ასე შემდეგ.
და როცა მე ვურეკავ ერთ-ერთ მათგანს, ან ტელეფონს არ პასუხობენ, ან მეუბნებიან, რომ არ სცალიათ.მაგრამ, როცა ერთ-ერთ მათგანს სჭირდება დახმარება, მე სასწრაფოდ უნდა დავეხმარო. აი, მაგალითად, ბიძაჩემმა მანქანის ყიდვა გადაწყვიტა და მაშინვე დამირეკა და დაიწყო:
– ჩვენ ხომ ნათესავები ვართ! შენ კი ფულის პრობლემა არ გაქვს! დამეხმარე! შენთვის ხომ რთული არ არის!ფული მართლაც მაქვს, რადგან საკუთარი ბიზნესი მაქვს. მაგრამ, ამ ბოლო დროს ჩემს ნათესავებს აღარ ვეხმარები და აი რატომ.ზუსტად ვიცი, რომ თუ რაიმე უბედურება მოხდება, ჩემი ყველა ნათესავი მიმატოვებს. და აი, რატომ ვარ ამაში დარწმუნებული.
ერთი წლის წინ საშინელი დაავადება დამიდგინეს: კიბო. პანიკაში ვიყავი. ძალიან ვნერვიულობდი ჩემი შვილის გამო. საქმე ისაა, რომ შვილს მარტო ვზრდი. ჩემმა ქმარმა მაშინ მიგვატოვა, როდესაც ანტონი დაიბადა.და აი, გავიგე ჩემი სასიკვდილო ავადმყოფობის შესახებ. რა თქმა უნდა, სასწრაფოდ ჩემს ძმას მივმართე დახმარებისთვის.
– ნიკა, ძალიან მძიმე დაავადება მაქვს. დიდი ალბათობით ვერ გადავრჩები. მე მაქვს ფული და ამ ფულს მთლიანად შენ მოგცემ. უბრალოდ, ანტონი შენთან წაიყვანე და როგორც შენი საკუთარი შვილი ისე გაზარდე!ჩემს ძმას შევეცოდე, მამშვიდებდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი დამირეკა და მითხრა:
– მე და ჩემმა მეუღლემ ამ ყველაფერზე ვილაპარაკეთ. მაპატიე, მაგრამ ანტონის ჩვენთან სახლში წაყვანას ვერ შევძლებთ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შენ ჯერ ცოცხალი ხარ, მისთვის კარგი ბავშვთა სახლი მოძებნე.უბრალოდ შოკში ვიყავი: საკუთარი ძმისგან ასეთ ღალატს არ ველოდი.შემდეგ, ჩემს სხვა ნათესავებსაც დავუკავშირდი, მაგრამ ყველამ უარი თქვა ჩემი შვილის გაზრდაზე.
რამდენიმე რთული ოპერაცია გადავიტანე, ჯერ-ჯერობით დაავადებამ უკან დაიხია.ვიმედოვნებ, რომ კიდევ რამდენიმე წელს მაინც ვიცოცხლებ.როგორ იქცევიან ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი ნათესავები? ისინი, ძველებურად დადიან ჩემთან სტუმრად. სინდისი ყოფნით, რომ ფული მომთხოვონ. ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა.ასე, როგორ შეიძლება??? ჩემმა ძმამ ხომ, საერთოდ, 50 000 მთხოვა ვალად: სახლის ყიდვა უნდა.
– მართალია, ჯერ ვერ გაგისტუმრებ ამ ვალს, მაგრამ ძალიან ვეცდებიო!ჩემს ძმას ფული არ მივეცი.მოკლედ, აი ასეთი სიტუაცია მაქვს ჩემს ნათესავებთან. ჩვენი კომუნიკაცია მინიმუმამდე დავიყვანე. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ისინი არასდროს დამეხმარებიან და მე მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ვიქონიო…