ჰოლანდიელებმა ძველი ფოტოები ამოთხარეს. ომისშემდგომმა კადრებმა მსოფლიო აღაშფოთა

0
109

ომმა უამრავი საშინელება მოიტანა, რაც სწრაფად ვერ დაგვავიწყდება. მართალია, ადამიანებს ცუდის დავიწყებაც კი შეუძლიათ, მაგრამ ფირები ინახავს კაცობრიობის მთელ ტკივილსა და ტანჯვას.

ცნობილი მარია ოსტრიის (Maria Austria) ყველაზე პოპულარულ ფოტოებს შორისაა მარია კალასიც, რომელიც უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე გამოდიოდა, აგრეთვე, ბალერინების, კლოუნებისა და მხატვრების ფოტოები.

ეს ფოტოები საერთოდ არ ასახავს იმ საშინელებებს, რისი გადატანაც მარიას მოუხდა ნაცისტებისგან დამალვისას, რადგან იგი ევროპელი ებრაელი გახლდათ.

ფოტოგრაფი 1915 წელს დაიბადა კარლსბადში, თუმცა 1937 წელს ქალაქი ნაცისტებმა დაიკავეს და ქალმა ნიდერლანდებში გაქცევა გადაწყვიტა. თუმცა, მარია იქაც ვერ გრძნობდა თავს უსაფრთხოდ. სულ რაღაც 3 წლის შემდეგ, გერმანელებმა დაიკავეს ჰოლანდიაც და მისი ქმარი ვესტერბორკის სატრანზიტო ბანაკში გაუშვეს. მარიამ გაქცევა მოახერხა.

მებრძოლი ოსტრია ყოველდღე ეწინააღმდეგებოდა ოკუპანტებს. იგი მუშაობდა კურიერად და ყალბი დოკუმენტები მიჰქონდა თავის თანამოაზრეებთან ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ომის შემდეგ, მარიამ, თავის მეორე ქმართან – ჰენკ იონკერთან ერთად, დააარსა საკუთარი ფოტოსააგენტო და მალე XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ სპეციალისტად იქცა ავანგარდული მიმდინარეობის კუთხით.

თუმცა, სამყარომ მარია ოსტრიის – ომის ტყვე ებრაელების ფოტოგრაფის – სხვა მხარეც გაიცნო. იგი ფოტოებს უღებდა ტყვეებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბანაკებიდან გაათავისუფლეს.

მარიას ნივთებს შორის აღმოაჩინეს 800-ფოტოიანი ნაკრები, რომელშიც ნაცისტურ დანაშაულებათა შედეგებია ასახული. სწორედ ეს გახდა გამოფენა “Maria Austria, Living for Photography“-ის ორგანიზების მიზეზი.

გამოფენის ორგანიზატორი ხსნის, რომ ოსტრია მალავდა თავის ებრაულ წარმომავლობას. მისი სახალხო კომერციული საქმიანობა სავსე იყო სიცოცხლითა და ხალისით.

თუმცა, როგორც ადამიანი, რომელმაც ჰოლოკოსტის დროს თავისი ოჯახის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, მარია დაინტერესებული იყო იმით, რომ ფოტოებზე აღებეჭდა ნაცისტების მიერ დევნილი ებრაელები.

“გასული ასწლეულის 40-იან წლებში, ნიდერლანდებში ბევრი ებრაელი გადასახლდა. საზოგადოებას ეჩვენებოდა, რომ იგი სწრაფად ასიმილირდა და მოერგო ახალ ქვეყანას. გამოდის, რომ ეს ასე არ ყოფილა. ადამიანებს ძველი ჭრილობები აწუხებდათ, მათ ეშინოდათ იმ ომისა და საშინელებების შესახებ საუბარი, რომლებიც გამოიარეს. ეს გასაგებიცაა ასეთი არქივების წყალობით.” – დაუმატა გამოფენის ორგანიზატორმა, ვან ვერკმა.

ოსტრიას ომმა დედა და ძმა წაართა. მის ანაბრად დარჩა მისი 3 დისშვილი, რომელთა მშობლებიც დაიღუპნენ. ჰელი ოსტრეიხერი, ერთ-ერთი მათგანი, იხსენებს, რომ დეიდა უსიტყვო და დაძაბული იყო. მას უყვარდა ებრაული კულტურა და თავისი ხალხის წარმომადგენლებთან კავშირს არ წყვეტდა.

ფოტოგრაფმა შეძლო 1944-45 წლებში ნაცისტების მიერ გაძარცვული ამსტერდამის აღბეჭდვა ფოტოებზე. მარიას უზარმაზარი არქივი აღბეჭდავს ისტორიას 1975 წლამდე – ამ წელს მარია გარდაიცვალა.

არქივი, ასევე, სპეციალისტებს იმის დადგენაშიც დაეხმარა, რომ მარია ახლოს იცნობდა ანა ფრანკს, რომელიც საკ.ბანაკში დაიღუპა. მან ანას ოთახის ფოტოებიც კი გაუგზავნა ბროდვეის პიესის რეჟისორს, რათა მას შეძლებოდა ისტორიაში გათვითცნობიერება და ზოგიერთი სცენის უკეთ დადგმა.

1954 წელლს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოინდომა ამსტერდამის ცენტრში მდგარი ძველი, ნახევრადდანგრეული შენობის დანგრევა. მარია ოსტრიის ფოტოებმა დაარწმუნა იგი, რომ ეს შენობა ისტორიული მემკვიდრეობაა, რომელიც აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ.

ესაა ისტორია ქალისა, რომელმაც გაუძლო ბედისწერის ყველა დარტყმას; ქალისა, რომელმაც საკუთარ ხალხზე იზრუნა და თავის შემოქმედებაში გამოხატა მთელი ტკივილი, რომელსაც იგი განიცდიდა.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი