გამოცდილი დიასახლისი არასოდეს ისარგებლებს სწრაფი რეცხვის რეჟიმით და აი, რატომ:

0
1577

სარეცხი მანქანაში სწრაფ რეცხვას ორჯერ ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე სრული რეცხვის ციკლს. ზოგიერთ სარეცხ მანქანას აქვს ღილაკი, რომელიც მიუთითებს სწრაფ რეცხვაზე. თუ დააჭერთ მას, ნებისმიერი რეცხვის რეჟიმი შეიძლება დაჩქარდეს. ეს რეჟიმი შექმნილია იმ ტანსაცმლისა და ნივთების გასარეცხად, რასაც ყოველდღე ვიცვლით: მაისურები, წინდები, საცვლები…სწრაფი რეცხვა საკმარისია ტანსაცმლის გავლებისთვის, მაგრამ არ არის შესაფერისი ყველა მიზნისთვის. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით, რა ნაკლი აქვს ყოველდღიურ სწრაფ რეცხვას და რა არ უნდა გარეცხოთ ამ რეჟიმში.

სწრაფი რეცხვა

რეცხვის ნებისმიერ ციკლს, რომელიც გრძელდება 45 წუთზე ნაკლებ დროში, ეწოდება სწრაფი რეცხვის ციკლი. სხვადასხვა სარეცხი მანქანაში ამ რეჟიმს შეიძლება ერქვას “ექსპრეს რეცხვა”, “სწრაფი რეცხვა”, “დაჩქარებული რეცხვა”. რეცხვის ტემპერატურა ამ რეჟიმში არის 30 ან 40 გრადუსი. შესაბამისად, ამ ტემპერატურაზე ძლიერ დაბინძურებული ნივთები კარგად არ გაირეცხება. და თუ რეცხავთ კაფსულებით და არა ფხვნილით, მაშინ ამ ტემპერატურაზე ის არც გაიხსნება.15 წუთიანი რეცხვის ციკლით შეგიძლიათ განაახლოთ თეთრეული, მაისურები, რომლებზეც არ არის ლაქები და არ აქვს უსიამოვნო სუნი. ყველაზე ხშირად გამოიყენება სწრაფი 30 წუთიანი რეცხვის ციკლი, რადგან ჭუჭყი კარგად შორდება ნახევარ საათში. სწრაფი რეცხვა შეგიძლიათ გაუშვათ, თუ ცოტა რამ არის გასარეცხი, რადგან ეს რეჟიმი განკუთვნილია არასრული დატვირთვისთვის. თუ დოლურა დატვირთულია, მაშინ ამ რეჟიმში რეცხვის ხარისხი არადამაკმაყოფილებელი იქნება.

რა ნივთების გარეცხვა არ შეიძლება სწრაფად – პირსახოცები და თეთრეული არ ირეცხება დაბალ ტემპერატურაზე. მტვრის ტკიპებისა და ბაქტერიების მოსაშორებლად ისინი 60 გრადუს ტემპერატურაზე უნდა გარეცხოთ. პირსახოცები ჩვეულებრივ უნდა გაირეცხოს სხვა ნივთებისგან განცალკევებით, რადგან ისინი შთანთქავენ უსიამოვნო სუნს. ეს უსიამოვნო სუნი შეიძლება გაჩნდეს მაშინაც, თუ პირსახოცებს სარეცხ მანქანაში 30 ან 40 გრადუს ტემპერატურაზე გარეცხავთ.მანქანაში სწრაფი რეცხვის რეჟიმით, წყლის გაცხელების დრო მცირდება, ამიტომ ტემპერატურა არ აღემატება 40 გრადუსს. ეს ტემპერატურა ხელსაყრელი გარემოა ბაქტერიებისა და ობის გასაჩენად. თუ თქვენ რეგულარულად რეცხავთ ტანსაცმელს დაბალ ტემპერატურაზე, გაატარეთ მანქანას რეცხვის ციკლი 60-90 გრადუსზე ორ კვირაში ერთხელ მაინც, რათა გაიწმინდოს და თავიდან აიცილოთ ობის წარმოქმნა.

სწრაფი რეცხვის რეჟიმი ინტენსიური რეჟიმია. ამ რეჟიმში პირსახოცების რეცხვამ შეიძლება დააზიანოს მანქანა. პირსახოცი სწრაფად შთანთქავს ტენს და სწრაფი რეცხვის რეჟიმში მანქანას აღარ აქვს დრო, რომ თანაბრად გადაანაწილოს პირსახოცები დოლურაზე. შედეგად, პირსახოცები იქცევა მძიმე ბურთულად, რომელიც აზიანებს სარეცხი მანქანის დოლურას.დელიკატური, თხელი ნივთები, შალის ტანსაცმელი არ უნდა გაირეცხოს სწრაფი რეცხვის რეჟიმში. ამისთვის მანქანას აქვს სხვა რეჟიმები: „დელიკატური რეცხვა“, „მატყლი“ და ა. შ. გარეცხეთ ტანსაცმელი ფერისა და ქსოვილის ტიპის მიხედვით. გახსოვდეთ, რომ სარეცხი ფხვნილი სწრაფი რეცხვისთვის საჭიროა 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე ჩვეულებრივი რეჟიმის დროს.

რჩევა რედაქციისგან: იმისათვის, რომ სწრაფი რეცხვის რეჟიმში ნივთები უკეთ გაირეცხოს,  განაცალკევეთ მსუბუქად დაბინძურებული ნივთები ძალიან ჭუჭყიანი სარეცხისგან. ლაქებზე ნივთებს წაუსვით სარეცხი საპონი, ან 20 წუთის განმავლობაში ჩაალბეთ ფხვნილიან წყალში. ვინაიდან სარეცხი ფხვნილი  ცივ წყალში არ იხსნება, უმჯობესია გამოიყენოთ თხევადი სარეცხი საშუალება. თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ ელექტროენერგია და ნივთები ხარისხიანად ორჯერ უფრო სწრაფად გაირეცხება.

თქვენ ხშირად იყენებთ რეცხვის სწრაფ რეჟიმს? იცოდით ამ ნიუანსების შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.