სამფერა ია 33 დაავადებას კურნავს. განსაკუთრებით ეფექტურია ფილტვების და ბრონქების დაავადების, ძლიერი ხველის სამკურნალოდ

756

სამფერა ია ხშირად მოთხოვნადი მცენარეა. ის საბავშვო პრაქტიკაში სურდოს, ხველის, ასთმის და ალერგიის დროს კარგად გამოიყენება. ზრდასრულებს რევმატიზმის, ართროზის, პოდაგრის, ცისტიტის, თირკმლებში კენჭების, ათეროსკლეროზის, სისხლდენის, დერმატიტის და ფსორიაზის დროს ეხმარება. ხშირად მარტივ ნაკრებში გამოიყენება. ვთქვათ, ადამიანს კისრის, მკერდის ან წელის ნაწილში მალთა შუა დისკის დეგენერაციული ცვლილებები აქვს, ამ დროს შემდეგ ნაკრებს ვამზადებთ:

სპონდილოზი. დეფორმირებული სპონდილოზის დროს სამფერა ია, ლობიოს ღეროები, სიმინდის ფუჩეჩი, დათვისკენკრა და არყის კვირტები თანაბარი რაოდენობით აიღეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 20 წუთით დააყენეთ. 2-3 ს/კ ნაყენი დღეში 2-3-ჯერ დალიეთ. არ იჩქაროთ, დოზა არ გაზარდოთ. მკურნალობა ხანგრძლივ პერიოდზეა გათვლილი (მაგალითად, მთელი ზამთარი). ეფექტს გააძლიერებთ, თუ დღეში 3-ჯერ წყლის მარწყვა ბალახის ნაყენს დალევთ და ხერხემალზე 3-4 კვირის მორიგეობით ანგელოზას და წითელი მოცვის ნაყენებს შეიზელთ. ამ დროს წყლის მარწყვა ბალახის დალევა გააგრძელეთ.

ოსტეოქონდროზი. ზუსტად ისეთივე მკურნალობა, როგორც სპონდილოზის დროს.

გლუმერულონეფრიტი. მზადდება ნარევი: ია, ბარისპირა და ოფის კვირტები თანაბარი პროპორციით აიღეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ და ¼ ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. მკურნალობა ხანგრძლივ პერიოდზე გრძელდება, რადგან თირკმლის ქსოვილების კაპილარები დაზიანებულია, სადაც სისხლი იწმინდება და შარდი იქმნება. ერთ თვიანი კურსის შემდეგ შეგიძლიათ სხვა მკურნალობის მეთოდი გამოიყენოთ და შემდეგ კვლავ ამ მეთოდს დაუბრუნდეთ.

კრაუროზი (საშოს ქავილი ვულვარის ატროფიით, ჩვეულებრივ ხანდაზმულ ქალებს აქვთ). ნაკრებში შედის: 2 ნაწილი ია, 2 ნაწილი ორკბილა, 1 ნაწილი ქრისტესისხლა, არყის ფოთლები და შავი მოცხარის ფოთლები. 2 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. დღეში 2-3 ჭიქა ნაყენი დაგჭირდებათ, აქედან 100 მლ დალიეთ, დანარჩენი კი თბილი ფორმით შეისხურეთ. სასურველია საშო დღეში 2-ჯერ, 2 თვის განმავლობაში გამოირეცხოთ. ამით მკურნალობის კურსი სრულდება.

ფსორიაზი. მისი პროგრესირება რომ შეაფერხოთ, დაქუცმაცებული ქრისტესისხლა და სამფერა ია თანაბარი მოცულობით აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ნახევარი საათით დააყენეთ, გადაწურეთ და მთელი დღის განმავლობაში ყლუპებად დალიეთ. ამავდროულად ქრისტესისხლას ნახარშით ცხელი აბაზანა მიიღეთ.

პნევმონია. 2 ს/კ დაქუცმაცებულ ია თერმოსში ჩაყარეთ, 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ღამით გააჩერეთ, დილით გადაწურეთ და 100 მლ ნაყენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ასე სრულ გამოჯანმრთელებამდე. ყოველდღე ახალი ნაყენი მოამზადეთ.

არითმიის, გულისცემის დარღვევა. ეს შეიძლება გულის კუნთების დაავადების, ნევროზის, ალკოჰოლის და ნიკოტინით მოწამვლის შედეგი იყო. 20 გრ სამფერა იას 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 1-2 საათით დააყენეთ, 100 მლ დღეში 2-ჯერ დალიეთ.

ბრონქიტი. 1 ს/კ იას ბალახს 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით, 15-20 წუთით მდუღარე წყლის ორთქლზე გააჩერეთ, 1 საათში გადაწურეთ და 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ.

უკუჩვენება

ანტიალერგიული საშუალება შეიძლება თავად ალერგიული გახდეს, თუ ხანგრძლივი დროით მიიღებთ და დოზას გადააჭარბებთ. თუ ქავილი, გამონაყარი და კანის სხვა ალერგიული რეაქცია გექნებათ, დღიური დოზა 3-4 დღეზე გადაანაწილეთ. თუ ეს არ დაგეხმარებათ, მკურნალობა შეწყვიტეთ. ცალკეულ შემთხვევაში სამფერა ია გლუმერულონეფრიტის დროს უკუჩვენებულია, მაგრამ ბარისპირასა და ოფის კვირტებთან ერთად კარგ შედეგს იძლევა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს