შვილებს, რომლებმაც დაივიწყეს დედის იუბილე, ბედი გაკვეთილს ჩაუტარებს.

0
931

არავის სურს სიბერეში მარტო ყოფნა. ალბათ ამიტომაა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ოჯახი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანისთვის და განსაკუთრებული იმედები შვილებსა და შვილიშვილებს უკავშირდება. თუმცა, მოლოდინები ყოველთვის არ ამართლებს.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ 70 წლის ქალის ამბავს, რომელმაც დაბადების თავის დღეზე გააცნობიერა, რომ შვილებმა დაივიწყეს მისი იუბილე. უმადურმა შვილმა მოხუცების პანსიონატში მიიყვანა, დაპირდა, რომ მოინახულებდა ხოლმე, მაგრამ სწრაფად დაავიწყდა დანაპირები.

უმადური შვილი

ანა პავლოვნა საავადმყოფოს სკვერში, სკამზე იჯდა და ცრემლები სდიოდა სახეზე. ამ დღეს იგი 70 წლის გახდა. არც ისე დიდი ხნის წინ საკმაოდ ახალგაზრდა ქალი იყო, ახლა კი ბებიაა, მეოთხმოცე წელშია. არც არავის მიულოცია, მარტო დარჩა თავშესაფარში.

“კი, ჩემმა ოთახის მეზობელმა მომილოცა, ახალგაზრდა მედდამაც, გივიმაც მომიტანა ვაშლი და რამდენიმე კეთილი სიტყვაც მოაყოლა, მაგრამ ეს არ აადვილებს საქმეს. ვაჟს სამი კვირაა არ მოუკითხავს, ქალიშვილი კი უკვე 9 წელია არ უნახავს…”

ქალბატონი ანა მოგონებებში ჩაეფლო. გაახსენდა როგორ გადავიდა ქმართან ერთად ქალაქში საცხოვრებლად, როგორ იყიდეს ახალი მანქანა, როგორ მოუცურდათ გზაზე და როგორ დარჩა მარტო ორ შვილთან ერთად. თავი რომ ერჩინა დამლაგებლად მუშაობდა, იატაკებს რეცხავდა, ბავშვებს არაფერს აკლებდა და იმედი ჰქონდა, რომ როდესაც გაიზრდებოდნენ, ასეთივე ყურადღებიანი და მზრუნველები იქნებოდნენ დედის მიმართ. მაგრამ…კოტე მამის გარეშე გაიზარდა, მოხვდა ცუდ წრეში და კინაღამ ციხეშიც უკრეს თავი. კიდევ კარგი, დედამ ფული იშოვა მის გასათავისუფლებლად. შემდეგ ორი წელი იხდიდა ვალებს.

ჩხუბი ქალიშვილთან – თეა კი… დაქორწინდა, შეეძინა შვილი, მაგრამ ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ქალბატონ ანას წესიერად არც უნახავს შვილიშვილი, რადგან ქალიშვილი იძულებული გახდა სხვა ქვეყანაში გადასულიყო საცხოვრებლად, სადაც სპეციალიზებული სამედიცინო ცენტრი ჰქონდათ. თეას ქმარმა ვერ გაუძლო დიდხანს და მიატოვა ცოლ-შვილი. თეა კი არ დანებდა, მუშაობდა და მკურნალობდა ბავშვს.შემდეგ ის შეხვდა მარტოხელა მამაკაცს, რომლის ქალიშვილსაც მსგავსი დაავადება ჰქონდა. ერთად ცხოვრობდნენ და უვლიდნენ შვილებს, თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად მამაკაცი საავადმყოფოში მოხვდა, სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თეამ დახმარებისთვის დედას მიმართა.ქალიშვილმა იცოდა, რომ დედას მცირე დანაზოგი ჰქონდა. ქალბატონ ანას ქალიშვილის ახალი ქმარი არ ჰყავდა ნანახი და ის მისთვის სრულიად უცხო ადამიანი იყო. თან თანხა უკვე ვაჟისთვის ჰქონდა მიცემული და საბოლოოდ, ქალიშვილისთვის დახმარებაზე უარის თქმა მოუწია. მას შემდეგ თეა აღარ შეხმიანებია…

სად არის ვაჟი – რძალთან ურთიერთობაც არ გამოუვიდა. გოგონა თავიდან მოკრძალებულად იქცეოდა, მაგრამ თანდათან დაიწყო შენიშვნების მიცემა დედამთილისთვის და შეეძლო ეყვირა კიდეც. ვაჟი ჯერ დედას იცავდა, შემდეგ კი ცოლის მხარე დაიკავა.თვენახევრის წინ უმადურმა შვილმა დედა ამ თავშესაფარში მოიყვანა –  ვითომ სამკურნალოდ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ერთხელ ინახულა, შემდეგ კი გაუჩინარდა, არც კი დაურეკავს. ვერც დედა დაუკავშირდა, რადგან ტელეფონი სულ გამორთული ჰქონდა.ქალბატონმა ანამ მწარედ ამოიოხრა, ადგა და პანსიონისკენ წავიდა. უცებ ნაცნობმა ხმამ შეაჩერა, ყურებს არ დაუჯერა! შემობრუნდა და დაინახა, რომ მისკენ ახალგაზრდა ქალი მორბოდა. მაშინვე იცნო, ეს იყო მისი ქალიშვილი…

“დაბადების დღეს გილოცავ დედა! ბოლოსდაბოლოს გიპოვე როგორც იქნა! კოტეს მისამართის მიცემა არ სურდა, მაგრამ მაინც გიპოვე. ვწუხვარ, რომ ამდენი ხანი არ გვილაპარაკია. ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. შენ ჩემთან იცხოვრებ, ახლა დიდი სახლი მაქვს, სადაც ყველასთვის არის საკმარისი ადგილი!”

მინდა დავიჯერო, რომ ეს ამბავი ბედნიერად გაგრძელდა და ქალბატონი ანა თავისი ცხოვრების ბოლო ეტაპს საკუთარ ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად გაატარებს. კარგია, რომ საბოლოოდ თეამ სწორი არჩევანი გააკეთა და დედას შეურიგდა. ახლობლებს ხომ უნდა შეეძლოთ ერთმანეთის პატიება? წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა წაგებული იქნება. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.