სწრაფად მოსამზადებელი პომიდვრის მარინადი, რომელიც ერთ საათში მზად არის კომპანიონობა გაუწიოს სტუმრებს

0
263

რა შეიძლება მოვამზადოთ პომიდვრისგან? მოგეხსენებათ, ყველაფერი გენიალური მარტივია! ამიტომ, ჩვენი არჩევანია სწრაფად მოსამზადებელი პომიდორი ნივრით და მწვანილით.ის მართლაც სწრაფად მზადდება და მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. შემდეგ გემოს მისაღებად 1-2 საათი უნდა დაელოდოთ და მზად არის! რაც შეეხება გემოს: ოჯახის წევრები დიდი სიამოვნებით მიირთმევენ გემოების ამ საოცარ თაიგულს. ყველანაირი გაზვიადების გარეშე – საოცრებაა! პაპარაცის დღევანდელ სტატიაში რეცეპტსაც შემოგთავაზებთ:

პომიდვრის მარინადი

ინგრედიენტები

  • 1 კგ. პომიდორი
  • 1 კონა კამა და ოხრახუში
  • 10-12 კბილი ნიორი
  • ქინძი გემოვნებით
  • 0,5 ს/კ შაქარი
  • 1 ს/კ მარილი
  • შავი პილპილის მარცვლები და წითელი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი

  1. შეარჩიეთ საშუალო ზომის, მწიფე და წვნიანი პომიდორი.
  2. გარეცხეთ და წვრილად დაჭერით მწვანილი. ჩაყარეთ დიდ ჯამში.
  3. გაატარეთ ნიორი პრესში, ან გახეხეთ წვრილად.
  4. შეურიეთ ნიორი დაჭრილ მწვანილს.
  5.  დაუმატეთ შაქარი, მარილი და პილპილი.
  6.  აურიეთ კარგად ეს ყველაფერი, რომ სანელებლები თანაბრად გადანაწილდეს ერთმანეთში.
  7.  ჩაჭერით პომიდვრები ჯვრისებურად ღრმად.
  8.  აიღეთ მყარი პაკეტი, ან ჩადეთ ორი ცალი ერთმანეთში.
  9. ამოავსეთ პომიდვრის თითოეული ნაწილი შიგთავსით.
  10. ჩაალაგეთ პომიდვრები პაკეტში და თავზე მოაყარეთ დარჩენილი შიგთავსი.
  11.  აურიეთ ხელით გარედან, რომ პომიდვრებმა გაუშვას წვენი და კარგად შეერიოს სანელებლები.
  12.  დატოვეთ პომიდვრიანი პაკეტი მაგიდაზე რამდენიმე საათის განმავლობაში. შემდეგ შედგით მაცივარში. შეგიძლიათ მიირთვათ 2 საათის შემდეგ, მაგრამ უფრო გემრიელი იქნება მეორე დღეს.

გემრიელად მიირთვით!ასეთი წესით მომზადებული პომიდორი, ტკბილ-მჟავე მარინადში ხდება რბილი და წარმოუდგენლად გემრიელი. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ის არასოდეს არის საკმარისი. სცადეთ და გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში!