ხელოვნება იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანში ემოციები გამოიწვიოს. თუ ადამიანი არაფერს განიცდის, ხელოვნების ნიმუშის ცქერისას, მასში უბრალოდ აზრი არ დევს.
დღეს ვისაუბრებთ მხატვარ იგალია ოზერის ნაშრომებზე. ეს ხელოვანი ხატავს დაუჯერებლად რეალისტურ ქალის პორტრეტებს. მისი დიდებული ტექნიკა მაყურებლის დამსახურებულ აღტაცებას იწვევს.
ნიუ-იორკელი მხატვარი ისრაელში დაიბადა. მის ფოტოებში ძალიან დიდი რაოდენობით ჰიპერრეალიზმია. ტილოებს ყურადღებით უნდა დააკვირდეთ, რომ ნახოთ, თუ რა ფაქიზად გამოკვეთა ნაკვთები მხატვარმა ფუნჯით, და რომ ფოტოაპარატით არ გადაუღია.
იგალ ოზერი ყველაზე უფრო ცნობილია ახალგაზრდა ქალების კინემატოგრაფული პორტრეტებით. მისი ნახატები უკვე მრავალ ქვეყანაში გამოიფინა.
ჰიპერრეალიზმი – ესაა ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც საყოველთაოდ სადაო გახდა. ერთნი გულწრფელად აღიარებენ ფერწერის ოსტატურობას, მეორენი კი ვერ ხვდებიან, რატომ უნდა იწვალოს ადამიანმა იმის დასახატავად, რასაც ფოტოაპარატიც აღბეჭდავს.
იგალის ნაშრომებს გულგრილად ვერ ჩაუვლით, რამდენადაც მის მიერ დახატული პორტრეტები მეტისმეტად კარგია!
ბოლო 20 წლის განმავლობაში, იგალ ოზერი ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში. მისი შემოქმედება შეიძლება ჰიპერრეალიზმის ისტორიაში სახარბიელოდ ჩავთვალოთ, რამდენადაც ჯერ არავის შეძლებია ადამიანის ასეთი სიზუსტით გადატანა ტილოებზე. გარდა ამისა, პორტრეტებზე დაკვირვების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელია თუნდაც ერთი გარღვევის პოვნა, რაც გაფიქრებინებთ, რომ ეს “ფოტოები” ნახატია.
იგალი უმეტესად ქალებს ხატავს: თავიდან უღებს ფოტოებს ბუნების ფონზე, არედაქტირებს ფოტოშოპში, ხოლო შემდეგ ხატავს ზეთოვანი საღებავებით. ოსტატის შთაგონების წყაროდ იქცა პრერაფაელიტების, XIX საუკუნის ინგლისელი მხატვრების ესთეტიკა.
მისი ნახატები არაერთხელ გამოიფინა ისრაელში, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. ზოგიერთი მათგანი მუზეუმების კოლექციებშიც კი შევიდა. მაგალითად, მისი ტილო ინახება ვენის ალბერტინის მუზეუმში, ნიუ-იორკის ებრაულ მუზეუმში და ა.შ.
ქალების დახატვით, ავტორი ცდილობს, შეაღწიოს თავისი გმირების შინაგან სამყაროში, დაიჭიროს უწვრილესი ზღვარი ახალგაზრდობასა და სიმწიფეს შორის.
ოზერის აზრით, რომანტიკა და თავისუფლება – ეს ის ორი ძალაა, რომელიც ძალადობას მშვიდობას დაუპირისპირებს. მისი ნახატები ჰიმნია, მიძღვნილი სილამაზისადმი, ყოველდღიური ცხოვრების სიუხეშის გამოკვეთილი ანტითეზა.