შოკოლადის ტორტი “დეპრესია”, რომელიც ძალიან პოპულარული იყო ამერიკაში 1930-იან წლებში

273

რას ფიქრობთ ტორტის მომზადებაზე კვერცხისა და კარაქის გარეშე? რა მოხდება, თუ არ არის რძე? როგორც შეიძლება მოამზადო ღირსეული დესერტი ამ ძირითადი ინგრედიენტების გარეშე? დიდი დეპრესიის დროს ამერიკელებმა ბევრი რამ  მოიფიქრეს და დღეს პაპარაცის რედაქციას სურს გაგიზიაროთ იმ ნამცხვრების უჩვეულო რეცეპტები, რომელიც იმ რთულ წლებში დასავლელს დიასახლისებს ძალიან დაეხმარა.

ტორტი კვერცხის და კარაქის გარეშე – ის წლები მართლაც რთული იყო. 1929 წელს საფონდო ბირჟის კრახით დაიწყო ეკონომიკური კრიზისი და გაგრძელდა 10 წლის განმავლობაში. ინდუსტრიული წარმოების დონემ მრავალი წლის განმავლობაში უკან დაიხია, მოსახლეობის დიდი პროცენტი უმუშევარი დარჩა, ბევრი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო.მიუხედავად ამისა, ზოგი მაინც ცდილობდა შეენარჩუნებინა სახე და რაც შეიძლება ახლოს ეცხოვრა ძველ ცხოვრების წესთან. ოჯახების უმეტესობა კი გადავიდა მეურნეობის სრულიად ახალ დონეზე.რა თქმა უნდა, ამან კულინარიაზეც იმოქმედა, მით უმეტეს, რომ ბევრი პროდუქტის გაცემა შეზღუდული იყო. ცხობის დროს ხშირად იყენებდნენ კულინარიულ ცხიმს, ის იყო როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური წარმოშობის. ამ რეცეპტში შეგიძლიათ შეცვალოთ მარგარინით ან მცენარეული ზეთით.

ინგრედიენტები

  • 400 გრ. შაქარი
  • 480 მლ. მაგარი ყავა, წყალი, ან ვაშლის წვენი
  • 120 მლ. კულინარიული ცხიმი
  • 290 გრ. მუქი ფერის ქიშმიში, ან წვრილად დაჭრილი შავი ქლიავის ჩირი
  • 1 საშუალო ზომის ვაშლი
  • 250 გრ. ფქვილი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 1 ჩ/კ სურნელოვანი პილპილი
  • 1 ჩ/კ მიხაკი
  • 1 ჩ/კ მუსკატის კაკალი
  • 110 გრ. ნიგოზი, ან ნუში

მომზადების წესი

  1. საშუალო ზომის ქვაბში აადუღეთ ყავა, შაქარი, მარგარინი ან მცენარეული ზეთი, ქიშმიში და დაჭრილი ვაშლი 10 წუთის განმავლობაში. დროდადრო ურიეთ. შემდეგ გააგრილეთ ნარევი კიდევ 10 წუთის განმავლობაში.
  2. დიდ თასში აურიეთ ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი, ყველა სანელებელი და თხილეული თქვენი სურვილით. გაცივებული შაქრიანი ნარევი ჩაასხით მშრალ ინგრედიენტებში. აურიეთ კარგად.
  3. დაასხით ცომი ცხიმწასმულ ფორმაში 33 x 23 x 5 სმ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-დან 30 წუთის განმავლობაში, სანამ ტორტის ცენტრი არ გამყარდება.
  4. მზა და უკვე გაცივებული კერძი დაჭრით პატარა კვადრატებად.ეს რეცეპტი გამოგადგებათ მაშინ, როცა სახლში ინგრედიენტების ნაკლებობაა!ასე მივიღეთ უბრალო ნამცხვარი კვერცხისა და კარაქის გარეშე. ის კარგად ინახება და გაყინვაც კი შეიძლება.

მოგეწონათ ეს რეცეპტი? ველოდებით თქვენს აზრს ქვემოთ, კომენტარებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს