ალუბლის ნაყენს ვამზადებ ივლისში, საახალწლო დღესასწაულების წინ კი ვხსნი ქილას და ვეფლობი ზაფხულის არომატებში.

0
522

მოვიდა ალუბლის სეზონი, რაც ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მოამზადოთ არა მხოლოდ ბანალური დესერტები, არამედ რაღაც უნიკალურიც. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ უკრაინული სასმელის დამზადებას ალუბლისგან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ალუბლის კონიაკის.უკრაინულ სოფლებში ამ სასმელს ვიშნიაკს უწოდებენ. იგი მზადდება საკმაოდ მარტივად, მაგრამ გემო არანაირად არ ჩამოუვარდება მაღაზიაში შეძენილ ძვირადღირებულ ნაყენებს.

ალუბლის ნაყენი

ალუბლის ნაყენის მომზადება შესაძლებელია სხვადასხვა ჯიშის ალუბლისგან. ამ რეცეპტში გამოყენებული იქნება “მორელის” ჯიში. ნაყოფი სრულად მწიფდება ივნისის ბოლოს. თუმცა, მოსავლის აღება ახლაც შეიძლება.

ინგრედიენტები

  • 2-2,5 კგ. ალუბალი
  • 400 გრ შაქარი
  • 40 გრადუსიანი სპირტიანი სასმელი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. პირველ რიგში გადაარჩიეთ ახლად დაკრეფილი ალუბალი. მოაცილეთ ყველა დამპალი, დაზიანებული ხილი, ყუნწები და ფოთლებ. არ ღირს კურკების გამოცლა, რადგან ისინი სასმელის გემოს არ აფუჭებენ, პირიქით, უფრო კეთილშობილს ხდიან.ასევე, ალუბალი არ საჭიროებს გარეცხვას. მიკროორგანიზმები, რომლებიც ფარავს მის ზედაპირს, არის ბუნებრივი დუღილის პროცესის საფუძველი. თუმცა, ეს ეხება მხოლოდ თქვენს ბაღში დაკრეფილის შემთხვევაში. თუ იყიდით ბაზარში, აუცილებლად გარეცხეთ.
  2. ალუბალი მოათავსეთ 3 ლიტრიან ქილაში, თითოეულ ფენას მოაყარეთ შაქარი. ამ ეტაპზე დაგჭირდებათ 200 გრ. დარწმუნდით, რომ თითოეული ალუბალი შაქრით არის დაფარული. ამისათვის ქილა დროდადრო შეირხიეთ.
  3. დადგით ალუბლიანი ქილა იზოლირებულ ადგილას, სადაც ჰაერის ტემპერატურა იქნება დაახლოებით 20-25 გრადუსი. 4-5 დღის შემდეგ ნაყოფი ქილაში ცოტათი ჩაიწევს და ზედაპირზე ქაფი წარმოიქმნება. ეს კარგი დუღილის კიდევ ერთი ნიშანია. 2 დღეში ერთხელ ალუბლის ქილა შეიძლება შეარხიეთ ხოლმე.
  4.  1-2 კვირის შემდეგ (იმის მიხედვით, თუ როდის შეწყვეტს ალუბალი დუღილს) დროა დავიწყოთ გაწურვა. მოათავსეთ ქილის შიგთავსი ღრმა თასში და დაიწყეთ ალუბლის მთელი წვენის გამოწურვა. უმჯობესია ამის გაკეთება ხელით.
  5. შემდეგ მიღებული წვენი გაწურეთ დოლბანდის რამდენიმე ფენაში. არ შეგეშინდეთ, რომ სასმელი ამ ეტაპზე მღვრიე იქნება. მომავალში ფერი შეიცვლება.
  6. მიღებული სითხე ჩაასხით ქილაში, რომელშიც მოხდება დუღილი. არავითარ შემთხვევაში არ გაფილტროთ, რადგან ძირში დარჩეს უნდა მიკროორგანიზმები, რომლებიც საჭიროა შემდგომი დუღილისთვის.

მომზადების სხვა ეტაპები

  1. შემდეგ დაამატეთ ქილაში შაქარი. თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ რაოდენობა გემოვნებით, მაგრამ გირჩევთ დაამატოთ კიდევ 200 გრ პროდუქტი. შაქარი საჭიროა არა მხოლოდ ალუბლის გემოს გასაუმჯობესებლად, ის ასევე დაეხმარება სასმელს „თამაშის“ გაგრძელებაში.
  2. ქილას ჩამოაცვით რეზინის ხელთათმანი, გააკეთეთ პატარა ხვრელი ერთ-ერთ თითში. ამ ხვრელის წყალობით ჰაერი არ შეაღწევს შუშაში, მაგრამ  საშუალებას მისცემს დუღილის დროს წარმოქმნილი ნახშირორჟანგის გამოსვლას.
  3. დადგით ქილა თბილ ადგილას. დუღილის დრო შეიძლება გაგრძელდეს 1-დან 2 თვემდე. როცა დასრულდება, სითხე ქილიდან ფრთხილად გადაწურეთ, რომ ნალექი სასმელში არ მოხვდეს. შემდეგ დაამატეთ მას სპირტიანი სასმელი გემოვნებით. ჩვეულებრივ, საკმარისია 300 მლ. არაყი 10-11 ლიტრი წვენისთვის.
  4. ჩაასხით სასმელი სუფთა ქილაში, ხელახლა დააფარეთ ხელთათმანი, გაუკეთეთ ნახვრეტები და დადგით გრილ ადგილას. იდეალურია სარდაფი. ალუბლის ნაყენი შეიძლება ცოტა უფრო მეტი ხანი დუღდეს – ეს ნორმალურია.

რჩევა რედაქციისგან: მზა ვიშნიაკის შენახვა შესაძლებელია ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. და იმედი მაქვს, მოგეწონათ რეცეპტი. კარგი იქნება, თუ კომენტარებში მოგვიყვებით თქვენს გამოცდილებაზე ლიქიორების დამზადებაში!