კიტრის სწრაფად მომზადებული მწნილი ყველა სუფრაზე უნდა იდოს ზაფხულში. ბოსტნეული იმდენად გემრიელი და ხრაშუნა გამოდის, რომ უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. საკმარისია დამარინადება მხოლოდ 2 დღის განმავლობაში. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში რეცეპტს შემოგთავაზებთ.
კიტრის მარინადი
რატომ უნდა მოათავსოთ კიტრი მარინადში ზუსტად 2 დღის განმავლობაში? ეს არის საშუალო დრო, იმისთვის კიტრი დამწნილდეს და ხმამაღლა იხრაშუნოს. მოგინდათ კიტრის მწნილი? მაშინ შეუდექით საქმეს და უკვე 2 დღის შემდეგ მას სიამოვნებით ჩაახრამუნებთ.
ინგრედიენტები
- 1 კგ. კიტრი
- 1 ს/კ მარილი
- 1 თავი ნიორი
- წითელი წიწაკა
- კამა
- ოხრახუში
- ბაზილიკი
მომზადების წესი
- ამ რეცეპტის უპირატესობა ის არის, რომ კიტრი მარინადდება საკუთარ წვენში და არა მარილწყალში. იმისათვის, რომ პროცესი წარმატებული იყოს, აირჩიეთ პატარა ზომის კიტრი. თუ ის ახალი მოკრეფილია, გაუკეთეთ ათიოდე ნაჩხვლეტი კბილის ჩხირით, თუ კიტრი არ არის ახალი, ჯერ რამდენიმე საათის განმავლობაში მოათავსეთ ცივ წყალში, შემდეგ კი დაჩხვლიტეთ.
- ნიორი და მწვანილი კარგად გარეცხეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად. ბაზილიკის გამოყენება შესაძლებელია სურვილისამებრ. თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ აიღოთ ალუბლის ან მოცხარის რამდენიმე ფოთოლი.
- მწვანილი და ნიორი ჩადეთ პაკეტის ბოლოში, შემდეგ მოათავსეთ კიტრი. ზემოდან მოაყარეთ წიწაკა, მარილი და სხვა სანელებლები. ნაზად შეანჯღრიეთ პაკეტი ისე, რომ ყველაფერი საფუძვლიანად შეერიოს. შედეთ ეს ყველაფერი მაცივარში 2 დღით.
კიტრის მარინადი მინერალური წყლით
ინგრედიენტები
- 1 კგ. კიტრი
- 1 ლიტრი მინერალური წყალი
- 2 ს/კ მარილი
- 4 კბილი ნიორი
- კამა
- ოხრახუში
მომზადების წესი
- მინერალურმა წყალმა უნდა დააჩქაროს კიტრის დამწნილების პროცესი. ეს აადვილებს მარილის შეღწევას ბოსტნეულში და ხდის უფრო ხრაშუნას. ჯობია შეარჩიოთ პატარა კიტრები და ორივე მხრიდან მოაჭრათ წვერები.
- ნიორი დაჭერით თხელ ნაჭრებად, მწვანილი – რაც შეიძლება წვრილად. ჭურჭლის ძირში ჩაყარეთ ნიორი და მწვანილი, ზემოდან კი მოათავსეთ კიტრი.
- თუ კიტრი ბევრია, მაშინ ფენებად მოაყარეთ მწვანილი და ნიორი. შემდეგ მინერალურ წყალში გახსენით მარილი და დაასხით კიტრს. მნიშვნელოვანია, რომ სითხე მთლიანად ფარავდეს ბოსტნეულს. კონტეინერი კიტრით შედგით მაცივარში 2 დღით.
ასეთი ხერხით მომზადებული კიტრის მარინადი არაფრით ჩამოუვარდება თავის სერიოზულ კონკურენტებსაც კი. ის გამოდის ხრაშუნა და მკვრივი, შესანიშნავად ავსებს საზაფხულო კერძებს. მაგალითად, ახალ კარტოფილს, ან ცხელი მწვადს. აუცილებლად სცადეთ ამ რეცეპტებიდან ერთი მაინც და თავად დარწმუნდებით ამაში. გელოდებით შედეგებით კომენტარებში!