მივირთმევ სალათებს პირდაპირ სამუშაო ადგილზე, რათა შვებულებამდე წონაში მოვიკლო.

130

სამზადისი ზაფხულისთვის წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაიწყოთ. მაშინაც კი, თუ ფანჯრის მიღმა ივლისი მძვინვარებს. ამ საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი მარტივი რამ: თქვენი დიეტა უნდა იყოს დაბალანსებული და მხოლოდ ბოსტნეულის მსუბუქი სალათი ვერ გიშველით.ცხოვრებაში ბევრჯერ დავიკელი და მოვიმატე წონა. ეს დაიწყო მოზარდობის ასაკში. უამრავი რეკომენდაცია არსებობს წონის დაკლებასთან დაკავშირებით და დღეს პაპარაცის ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს შეგახსენებთ, ხოლო სტატიის ბოლოს გაგიზიარებთ დიეტური სალათის რეცეპტს.

მსუბუქი დიეტური სალათი

თუ გსურთ დაიკლოთ ეს ზედმეტი კილოგრამები, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ რამდენიმე ფუნდამენტური წესი: პირველი – ნუ იფიქრებთ, რომ სრული აკრძალვები და შეზღუდვები სწორი გამოსავალია. პირიქით, დიდი ალბათობით ეს გამოიწვევს ამოვარდნებს და უარეს შემთხვევაში მიიღებთ კვებით დარღვევას.

მეორე – უნდა გახსოვდეთ, რომ ძველ ფორმაში დაბრუნება რთული ეტაპია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწორი კვება, არამედ სპორტის გარკვეული სახეობით მაინც დაკავება, ყოველდღიური რუტინისა და წყლის ბალანსის დაცვა, საკმარისი ძილი.როგორც ხედავთ, რეკომენდაციები მარტივია. თუმცა, ბევრი მაინც ფიქრობს, რომ მხოლოდ კვებითაც შეიძლება გადაიჭრას ჭარბი წონის პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, თუ მკაცრად დაიცავთ კალორიების რაოდენობას, მაგრამ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე სხეულის მდგომარეობაზე, განსაკუთრებით კი კანზე.ოდესღაც ასე გამოვიმუშავე სტრიები, რომლითაც ახლა ვერაფერს მოვუხერხებ გარდა მექანიკური ჩარევისა.

სწორი რაციონი – თუ გსურთ წონაში დაკლება, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ, გააანალიზეთ რას ჭამთ. არსებობს საკვების გარკვეული ჯგუფები, რომელზეც უმჯობესია ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვათ, გარკვეული საკვების მიღება შეიძლება ხანდახან და არის საკვები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თქვენს ყოველდღიურ რაციონში.საკვებ რაციონში არ უნდა იყოს შემწვარი, შებოლილი, ტკბილეული და ცომეული. მოერიდეთ ძლიერ და გაზიან სასმელებს. ოდესმე შეგიმოწმებიათ რამდენად კალორიულია ლუდი?

ასევე, კერძებს არ დაუმატოთ მაიონეზი, კეტჩუპი და სხვა სახის სოუსები სუპერმარკეტებიდან. გაუშვით ყველა სახის ფასტფუდი და სნეკები ხანგრძლივ შვებულებაში. უარი თქვით ტკბილეულზე განუსაზღვრელი ვადით.დიეტის ძირითადი შემადგენელი, თუ თქვენ არ ხართ ვეგეტარიანელი ან ვეგანი, უნდა იყოს ისეთი საკვები, როგორიცაა ქათამი, ინდაური, საქონლის ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები. ამ სიაში ასევე შედის მარცვლეული, ლობიო, სოკო, ბოსტნეული, ხილი, კენკრა და მწვანილი. მისასალმებელია ხაჭო, კეფირი, კვერცხი და თაფლი.და გახსოვდეთ ოქროს წესი: საკვები უნდა იყოს დაბალანსებული. ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები ყველა თეფშზე უნდა იყოს! საუბარია ნელ და არა სწრაფ ნახშირწყლებზე. ის გვჭირდება იმისთვის, რომ სხეულს ჰქონდეს ენერგია.

ბოსტნეულის სალათა – მსუბუქი ბოსტნეულის სალათა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს თქვენი დიეტის საფუძველი. ის მხოლოდ სასარგებლო დამატებაა ძირითად კვებაზე. თუმცა, ნებისმიერი სალათი შეიძლება გარდაქმნათ მასში ცილის და ცხიმის წყაროს დამატებით. მაგალითად, მოხარშული ქათამი ან თევზი, ავოკადო, თხილი ან რომელიმე მცენარის თესლი.

ინგრედიენტები

  • 250 გრ. ორაგულის ფილე
  • 1 გრეიფუტი
  • 0,5 ავოკადო
  • 4 ფურცელი სალათი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • მარილი, შავი პილპილი, კოჭა გემოვნებით

მომზადების წესი

  1. ვამზადებთ სალათს 2 პორციაზე. ორაგულის ფილეს  მოაყარეთ მარილი  და წაუსვით დაფქული ჯანჯაფილი. თევზი შეწვით ზეითუნის ზეთში, ან მის გარეშე სპეციალურ ტაფაზე. საკმარისია 5 წუთი თითოეული მხარისთვის.
  2. ავოკადო დაჭრით კუბებად და მოასხით ლიმონის წვენი. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტი არ გაშავდეს. სალათის ფოთოლი ხელებით დახიეთ, გრეიფუტი გაასუფთავეთ და დაჭერით.
  3. მზა თევზი დაჭერით პატარა ნაჭრებად. შეურიეთ ავოკადოს, გრეიფუტს და სალათის ფოთლებს. მოასხით ზეითუნის ზეთი და წიწაკა. მზადაა!

ეს სალათი შესანიშნავია როგორც მთავარი კერძი. ის არა მხოლოდ მსუყეა, არამედ წარმოუდგენლად გემრიელი და ჯანსაღი.თქვენ როგორ ებრძვით ზედმეტ კილოგრამებს? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს