დღეს ტრანსპორტში შემთხვევით მოვისმინე ორი ქალის საუბარი. ერთი ჩიოდა: „ქალიშვილი არაფერში არ მეხმარება, სულ გაზარმაცდა, რა გამოვა მისგან, წარმოდგენა არ მაქვს. თანამოსაუბრემ კი გაოცებულმა უპასუხა: „რას ამბობ, მაია, ის მხოლოდ ათი წლისაა. რა უნდა გაგიკეთოს ბავშვმა?” მაიამ კი დაიწყო ყველაფრის ჩამოთვლა, რის კეთებასაც ბავშვობაში აიძულებდნენ და მე მომინდა საწყალ ქალს ჩავხუტებოდი, რადგან საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონია.ჩემი თავი გამახსენდა, მიყვარდა დედაჩემის დახმარება სამზარეულოში, სიამოვნებით ვჭრიდი სალათებს, მაგრამ არ მიყვარდა დალაგება. განსაკუთრებით არ მომწონდა მტვრის გადაწმენდა. ეხლაც არ ვარ ამ აქტივობის მოყვარული, მაგრამ ამჯერად სხვა გზა არ მაქვს.
ქალიშვილი არ მეხმარება
ისე იმოქმედა ამ ორი ქალბატონის საუბარმა, რომ გადავწყვიტე ეს თემა მეგობრებთან ერთად განმეხილა. საღამოს სამსახურის შემდეგ შევხვდით და დავიწყეთ მსჯელობა. ქეთი ამბობდა, რომ შრომის გარეშე ბავშვი ზარმაცდება და მოუხერხებელი იზრდება. თამარა ამტკიცებდა, რომ დედები ამისთვის არსებობდნენ, რათა ქალიშვილს ყველაფერი ასწავლონ საშინაო საქმეების შესახებ. ქრისტინემ თქვა, რომ საშინაო საქმისთვის მოსამსახურეები არსებობენ. მივხვდი, რომ რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. თქვენც გიწვევთ პაპარაცის დღევანდელ “განხილვაში”.
ქეთი: “რაც უფრო ადრე ისწავლის საქმეს გოგონა, უკეთესი ოჯახი ექნება” – უკვე მერამდენე წელია გერი ჩვენს კისერზე ზის. არ მინდა გარდაცვლილზე აუგის თქმა, მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლებოდა ასეთი ზარმაცი ქალიშვილის გაზრდა. ის არც ოჯახის შექმნას ჩქარობს, ამბობს, რომ ჯერ კარიერას უნდა მიხედოს და არა დასუფთავებას და დაუთოებას. არადა, ასეთია ქალის ბედი – მუშაობაც უნდა შეძლო და სახლში სისუფთავის შენარჩუნება. რა გონია აბა?
თამარა: “დედამ უნდა ასწავლოს ქალიშვილს ყველაფერი” – როცა გავთხოვდი, ძალიან გამიჭირდა, რადგან არაფრის მომზადება არ ვიცოდი. დედაჩემი ყოველთვის მარიდებდა ზედმეტ სამუშაოს. ჩემი ქმარი კი გემრიელი კერძების მოყვარულია და თავიდან გამუდმებით ვურეკავდი ახლობლებს, რომ ესწავლებინათ როგორ გამეკეთებინა კონსერვები, მომემზადებინა გემრიელი ფაფა. ჩემს ქალიშვილს აუცილებლად ვასწავლი ყველაფერს!ქრისტინე: “არ არის საჭირო შვილისთვის იმის სწავლება, რომ ის ვინმეს წინაშე რაღაცით ვალდებულია.”
კარგი დედა ქალიშვილს ბავშვობიდან შთააგონებს, რომ ის საუკეთესოა და მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. ცხოვრების აუცილებელი წესი არ არის – სახლში ფანჯრების წმენდა და დღეში ოთხჯერ საჭმლის კეთება. თქვენ უნდა გახდეთ საინტერესო, ბევრი იკითხოთ, იყოთ წარმატებული – მაშინ ცხოვრება ისე წარიმართება, რომ არ მოგიწევთ მხოლოდ სამზარეულოში ცხოვრება.ვუსმენდი მეგობრებს და ვფიქრობდი, რომ სინამდვილეში ყველაფერში მთავარი ზომიერების გრძნობაა. დიახ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გამოცდილება ქალიშვილს გადასცეთ, მაგრამ რატომ აწუხებთ საჭმლის მომზადებასა და დასუფთავებაზე? ბაბუაჩემი ამბობდა, რომ გოგოებს ბევრი უნდა ეძინოთ, დედაჩემს არ აძლევდა უფლებას არდადეგების დროს ადრე გავეღვიძებინე. ეჰ, რა კარგი დრო იყო…
მიმაჩნია, რომ მშობლის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ბავშვს ბედნიერი ბავშვობა აჩუქოს და არ დაამძიმოს ზრდასრულთა საზრუნავით. ცხოვრება ყოველთვის არ იქნება ადვილი და რთულ მომენტებში წარსულის გახსენება ბედნიერებას მიანიჭებს და გააძლიერებს.როგორ ფიქრობთ, არის თუ არა მნიშვნელოვანი ქალიშვილისთვის მთელი თქვენი უნარების გადაცემა? ველოდები თქვენს მოსაზრებებს კომენტარებში.