„ის – ჩვეულებრივი ბავშვია“. დედა მიხვდა, რომ მის გოგოს დაუნის სინდრომი ჰქონდა

1202

დიდი ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა და ეს მხოლოდ გაგონილი არ მაქვს. ჩემი მეგობარი სწორედ ასეთი ოჯახიდანაა, თუმცა ყველაზე მხიარული ადამიანია, ვინც კი ოდესმე მინახავს.

ოჯახის სარჩენად ბევრი მუშაობა უწევს, მაგრამ ბავშვები დიდი მადლიერებით პასუხობენ და მამას პრობლემებით არ ავსებენ, ერთმანეთს ეხმარებიან. დღეს სწორედ ასეთ ოჯახზე გიამბობთ.

დარწმუნებული არ ვარ, რომ ბევრ წყვილს ხუთი ბავშვის ყოლა სურს.

ალბათ ძალიან რთულია სამსახურს, სახლის საქმეებს და ოთხ ბავშვს გაუმკლავდე. წარმოიდგინეთ, როგორია გაიგოთ, რომ მეხუთე ბავშვი გეყოლებათ? ემოციები ერთმანეთში ირეოდა.

მახსოვს, მეანი კეტლინი როგორ მესაუბრებოდა და მითხრა, რომ როგორც ღმერთი ინებებს. ასე რომ, ეს გზა კვლავ გავიარე. ვნერვიულობდი, როცა ახლობლებს კიდევ ერთი ბავშვის ყოლაზე ვეუბნებოდი, თუმცა ყველა იმდენად გახარებული იყო, რომ თავს უკეთ ვგრძნობდი.

ეს მეხუთე ბავშვი იყო, ამიტომ ნებისმიერ სამსახურზე ვთანხმდებოდი, რომ მშობიარობისთვის მზად ვყოფილიყავი. ჩემი მეუღლე და ბავშვები მხარს მიჭერდნენ.

ჯერ კიდევ არ ვიცოდი გოგო მეყოლებოდა თუ ბიჭი, ამიტომ იმაზე ვფიქრობდი კედლების ცისფრად თუ ვარდისფრად გადაღებვა მომიწევდა. ორსულობა ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, მაგრამ თითქოს ნემსებზე ვიჯექი.

როცა ორსულობა დასასრულს უახლოვდებოდა, ბავშვის სუნთქვას ვგრძნობდი. ეს ძალიან უცნაური იყო, რადგან გულისცემას ან მუცელში დარტყმას არ ჰგავდა. იმის გათვალისწინებით, თუ ბავშვი უკვე რამდენჯერ ვატარე, ვხდებოდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო.

ერთ მშვენიერ დღეს, ორსულობის 39-ე კვირას შინაურული საქმეებით დაკავებული ვიყავი და მოულოდნელად ცუდად გავხდი. აბაზანამდე ძლივს მივაღწიე.

ეს მოხდა, ბავშვი სხვების დახმარების გარეშე თავად გავაჩინე. ასეთ მშობიარობაზე ვოცნებობდი, მაგრამ როცა ბავშვის სახეს შევხედე, შევკრთი…ჩემ შვილს დაუნის სინდრომი აქვს.

შემდეგ ქვემოთ დავხედე და გავაცნობიერე, რომ ეს გოგონაა. სინდრომის შესახებ წამიერად დამავიწყდა. კიდევ ერთი გოგონას ყოლით ბედნიერებით მეცხრე ცაზე ვიყავი.

თუმცა მორიგი რამდენიმე დღე ძალიან ვნერვიულობდი, როცა გოგონას ვაკვირდებოდი. ის ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. მისი არათანაბარი სუნთქვა ძალიან მანერვიულებდა. ადამეუსი სხვა ახალშობილებისგან გამოირჩეოდა.

როცა გოგონა შესამოწმებლად საავადმყოფოში წავიყვანეთ, ჩემი მეანი უჩვეულოდ ანერვიულებული იყო. გამოკვლევების და ანალიზების ჩაბარების შემდეგ მითხრეს, რომ პატარას დაუნის სინდრომი ჰქონდა. შიში გამართლდა, მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო. მთელი გულით მიყვარდა და მივიღე ისეთი, როგორიც არის.

ასევე ჩემ გოგოს გულის დაავადება აღმოუჩინეს. ახლა გულის ოპერაციისთვის ვემზადებით, რომელიც ექიმებმა უახლოესი მომავლისთვის დაგეგმეს.

ჩვენი ადამეუსი ყველაზე ჩვეულებრივი ბავშვია: ის ტირის, როცა სველია, ძუძუთი გამოკვებას ითხოვს, იღიმის და ხელებს იშვერს. გვჯერა, რომ ღმერთმა ასე უბრალოდ არ მოგვცა. ჩვენი გოგონა ოჯახის სრულყოფილი წევრი გახდა და მისი დიაგნოზი არ გვადარდებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს