ვწევ წარბებს, ტუჩის და თვალის კუთხეებს მაღლა ერთი მარტივი ვარჯიშით, რათა 40 წლის ასაკში 20 წლის გოგოს დავემსგავსო.

624

ყველამ ვიცით, რომ როდესაც ადამიანი თავს კარგად გრძნობს, ის კარგად გამოიყურება. რა თქმა უნდა, ეს წესი პირიქითაც მუშაობს და მოწესრიგებული გარეგნობა გვეხმარება უკეთ ვიგრძნოთ თავი. ფიზიკურად თუ არა, მორალურად მაინც. მიუხედავად იმისა, რომ პროცედურები, უპირველეს ყოვლისა, სილამაზისკენ არის მიმართული, შეუძლია ჯანმრთელობის გაუმჯობესებაც. დღეს პაპარაცის რედაქციას სურს გასწავლოთ, თუ რომელი ვარჯიში დაგეხმარებათ სახის ლიფტინგისთვის და ასევე გამოგადგებათ ზოგადი კეთილდღეობისთვის.დღევანდელი 2 ვარჯიში სულაც არ არის რთული დასამახსოვრებელი და მარტივი გასამეორებელია. მისი შესრულება ნებისმიერ მანდილოსანს შეუძლია, რადგან არ არის საჭირო სპეციალური ინვენტარის ქონა. ამასთან, არ გჭირდებათ ბევრი დრო.

სახის გამამკვრივებელი ვარჯიში – თუ ისევ ფიქრობთ, რომ სახის ვარჯიში არ არის თქვენი საქმიანობა, მაშინ წარმოგიდგენთ მის რამდენიმე უპირატესობას: სახის ვარჯიში ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, კუნთების გაძლიერებას და მათში დაძაბულობის მოხსნას. ეს ზრდის კანის ელასტიურობას და წვრილ ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს ხდის.

ვარჯიში “მარიონეტი” – ამ ვარჯიშისთვის საჭიროა ნიკაპი მაქსიმალურად დაწიოთ ქვემოთ. წარმოიდგენეთ, რომ ჩვენ ხართ სათამაშო, რომელიც ჩამოკიდებულია თოკით. დარჩით ამ პოზიციაზე გარკვეული დროით.რეკომენდებულია ვარჯიშების გაკეთება მთელი დღის განმავლობაში, როცა ეს მოსახერხებელი იქნება, როგორც კი გაგახსენდებათ, მაშინვე გააკეთეთ. ასეთი ვარჯიში ხელს შეუწყობს სახის ფერის გაუმჯობესებას, ოვალის ფორმირებას, ვიზუალურად გასწორდება დახრილი კისერი.

ერთწუთიანი ვარჯიში სახის ლიფტინგისთვის – არსებობს კიდევ ერთი მარტივი ვარჯიში, რომლითაც შეგიძლიათ დაიწყოთ დილა. ეს თანდათანობით მოიყვანს სახის კუნთებს ტონუსში და გაახალგაზრდავებს მას.მოადუნეთ სახის კუნთები, გააღეთ ოდნავ პირი. ორი თითი დაიდეთ შუბლის ძვალზე (ეს არის უბანი წარბების ზემოთ). მსუბუქად დააჭირეთ და ცოტა მაღლა აიწიეთ. კუნთების ამ ვარჯიშს ვაკეთებთ 1 წუთის განმავლობაში.ასეთი მარტივი შეიძლება იყოს ვარჯიში სახის ლიფტინგისთვის. რა თქმა უნდა, დროც ცოტა სჭირდება. ყოველთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ის, რაც საუკეთესოდ იქნება თქვენთვის და დამოკიდებულია თავისუფალი დროის ოდენობასა და შედეგზე, რომლის მიღწევაც გსურთ. წარმატებები!

თქვენ აკეთებთ ხოლმე სახის ვარჯიშებს? გსმენიათ მისი ეფექტურობის შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს