პომიდვრის პასტის დიდი მოცულობის ყიდვა უფრო ხელსაყრელია, მაგრამ თუ იშვიათად იყენებთ, მაცივარშიც კი გაფუჭდება. არსებობს რამდენიმე პატარა ხრიკი, რომლის წყალობითაც შეგიძლიათ ტომატის პასტის გახსნილი ქილა თვეების განმავლობაში შეინახოთ.პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ ტომატის პასტის შენახვის ყველაზე ეფექტურ გზებს, მაგრამ სანამ მათ შესწავლაზე გადახვალთ, გახსოვდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა: ქილიდან ტომატის პასტა სუფთა, მშრალი კოვზით უნდა ამოიღოთ. რაც უფრო ნაკლებად იქნება ის შეხებაში სხვა პროდუქტებთან, მით უფრო დიდხანს შეინახება!
ტომატის პასტა ქილებში
ჩვეულებრივი მდოგვი ხელს უწყობს ტომატის პასტის შენახვას და რაც უფრო ცხარე იქნება, მით უკეთესია. უბრალოდ წაუსვით მდოგვი სახურავის შიდა მხარეს და მჭიდროდ დახურეთ ქილა. მდოგვის თესლი ბუნებრივი ანტისეპტიკი და კონსერვანტია. სხვათა შორის, ცხარე სანელებლების უმეტესობას იგივე თვისებები აქვს. სწორედ ამიტომ, ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნებში, საკვებში სანელებლები ჭარბობს.მდოგვის შეცვლა შეგიძლიათ სააფთიაქო მდოგვის საფენით. ამოჭერეით ქილის ზომის წრე და ჩადეთ სახურავში. ხოლო თუ სახლში მდოგვის ფხვნილი გაქვთ, მაშინ მსუბუქად მოაყარეთ თავზე ტომატ-პასტას.
ტომატის პასტის შესანახად კიდევ ერთი პოპულარული ხერხია მცენარეულ ზეთის მოსხმა. სუფთა კოვზით ფრთხილად გაასწორეთ ქილაში დარჩენილი ტომატი, რათა ზედაპირი მაქსიმალურად თანაბარი გახდეს. შემდეგ ზემოდან დაასხით რამდენიმე კოვზი მცენარეული ზეთი ისე, რომ მთლიანად დაფაროს.ზეთი ხელს უშლის ჰაერის შეღწევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ობი აღარ გაჩნდება და თქვენი ტომატის პასტა დიდხანს შეინახება.თუ ხელთ არ გაქვთ მცენარეული ზეთი, დაასხით პასტის ზედაპირზე ერთი ჩაის კოვზი ძმარი. ისიც კონსერვანტია და ტომატი შეინახება რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს მეთოდი არ არის შესაფერისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. ტომატის პასტა თვითონ არის საკმაოდ მჟავე, ძმარი კი მის მჟავიანობას კიდევ უფრო გაზრდის.
ტომატის პასტის შესანახად კიდევ ერთი შესანიშნავი გზაა მისი გაყინვა. გადაიტანეთ ის პარკში, თანაბრად გადაანაწილეთ და შედეთ საყინულეში.ტომატის პირდაპირ ქილაში გაყინვა არ შეიძლება, რადგან გაყინული მასიდან საჭირო ნაწილის მოცილება გაგიჭირდებათ. შეფუთვაში მოთავსებული ტომატი გაყინვამდე გაყავით დანიშნულ ნაწილებად.ასევე, გაყინვამდე შეგიძლიათ ტომატ-პასტა ცალკე პარკებში დააფასოოთ. გამოიყენეთ პატარა პარკები, ან პატარა პაკეტები zip შესაკრავით და თუ გაქვთ ზედმეტად ყინულის ფორმები, გამოიყენეთ ტომატის გასაყინად.
ამ ხრიკებით, შეგიძლიათ შეინახოთ გახსნილი ტომატი თვეების განმავლობაში. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ პერიოდულად შეიხედოთ მაცივარში და შეამოწმოთ საკვების უსაფრთხოება. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.