ცოლ-ქმარი დაღონდა და გადაწყვიტეს ბავშვის აყვანა, როდესაც ბავშვთა სახლში მივიდნენ, შოკში ჩავარდნენ…

8154

ბავშვთა სახლიდან ბავშვის აყვანა სერიოზული ნაბიჯია. ზოგჯერ ადამიანები ამას აკეთებენ დიდი სიკეთის გამო და გრძნობენ, რომ შეუძლიათ სიყვარულის მიცემა სხვა ბავშვისთვის. ხანდახან კი ასეთ ნაბიჯამდე სასოწარკვეთილებას მიჰყავთ, რადგან ყველას არ ეძლევა საკუთარი შვილის გაჩენის შანსი. ასე მოხდა პაპარაცის დღევანდელი ისტორიის გმირებთან. ბავშვის ასაყვანად გადადგმულმა ნაბიჯმა მათი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

ბავშვის აყვანა ბავშვთა სახლიდან

ანა ექიმის კაბინეტიდან გამოვიდა. სათვალავი დაკარგა უკვე იმდენთან იყო. ყველამ ერთი და იგივე უთხრა: „ორსულობის შანსი არ არის, არაფრის გაკეთება არ შეიძლება!” მაქსიმემ ცოლის ცრემლიანი თვალები დაინახა და მიხვდა რაც უთხრეს. ჩუმად წავიდნენ მანქანისკენ. ანა ატირდა და უთხრა: „შეუძლებელია, ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით მშობლები…”ისინი14 წლის განმავლობაში ელოდნენ შვილს. სცადეს მკურნალობის ყველა მეთოდი, ხელოვნური განაყოფიერების გაკეთებაც კი, მაგარამ არაფერი გამოვიდა. მორიგი მცდელობისთვის კი ფული არ ჰქონდათ. მისი ქმარი პოლიციელი იყო, ის კი სკოლის მასწავლებელი. ანა უკვე 37 წლის იყო. ყოველწლიურად, დედობის იმედი ქრებოდა.

ანა სრულიად სასოწარკვეთილი იყო. მაქსიმემ კი გადაწყვიტა განეხილა ის, რაზეც დიდი ხანია ფიქრობდა. საღამოს ცოლის საყვარელი ჩაი მოუმზადა და საუბარი დაიწყო: „ვიცი, რომ ძალიან გინდა და ოცნებობ შვილზე. არანაკლებ მინდა მეც. იქნებ ვცადოთ ხელმისაწვდომი ვარიანტებიდან ბოლო? ავიყვანოთ ბავშვი ბავშვთა სახლიდან!“ანა სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა: ”დიდი ხანი ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ ვერ გავბედე თქმა. მეგონა წინააღმდეგი იქნებოდი“. ქმარმა გაიცინა და ცოლს მოეხვია. შეთანხმდნენ, გაერკვიათ რა იყო საჭირო და ბავშვთა სახლში წასულიყვნენ.

უცნაური გოგონა – ბავშვთა სახლში ძალიან სიმპატიური ქალი დახვდათ – თავშესაფრის დირექტორი. მან ისინი ბავშვებთან წაიყვანა. პატარა ოთახში 20-მდე ბავშვი იყო. ყველა დარბოდა, თამაშობდა, იცინოდა. ანამ შენიშნა, რომ მისი ქმარი დაბნეული, გაფართოებული თვალებით უყურებდა ერთ წერტილს. ჰკითხა, რაში იყო საქმე. მაქსიმემ თვალით ანიშნა: “შეხედე იმ გოგონას!”

ანამ გაიხედა და გაოცდა: წინ მისი პატარა ასლი იდგა. გოგონა 5 წლამდე იყო, ხვეული, მუქი თმით და ღია მწვანე თვალებით. ეს ყველაფერი შეიძლება უბრალო დამთხვევა ყოფილიყო, რომ არა ტუჩის ზემოთ ხალები. ზუსტად იგივენაირი, რაც ანას ჰქონდა. გოგონამაც შეამჩნია ისინი და მიუახლოვდა: „ბავშვის ასარჩევად მოხვედით? შეგიძლიათ ამირჩიოთ?”ანა მიხვდა, რომ ვერ იცოცხლებდა, თუ ამ გოგონას სახლში არ წაიყვანდა. ქმარიც დათანხმდა, თან ცოლს დაჰპირდა, რომ შეეცდებოდა გაერკვია რაიმე გოგონას მშობლების შესახებ, როგორ იყო შესაძლებელი ასეთი მსგავსება. ანამ შვილად აყვანისთვის საბუთების შეგროვება დაიწყო. ქალს სურდა, რაც შეიძლება მალე გაეკეთებინა ეს. მალე მაქსიმემ სახლში მოიტანა ძველი საქაღალდე საბუთებით: „აი პასუხები ჩვენს კითხვებზე!”

ოჯახური საიდუმლო – აღმოჩნდა, რომ ანა ოჯახში ერთადერთი ქალიშვილი არ იყო. მისი დაბადებიდან ორ წელში დედას მეორე ქალიშვილიც ეყოლა, მაგრამ ის ავადმყოფი აღმოჩნდა, ამიტომ გადაწყვიტა მისი ბავშვთა სახლში დატოვება. იმ პერიოდში დედა ალკოჰოლდამოკიდებული იყო და არც კი ახსოვდა, ვინ იყო მამა.ასე რომ, ანამ გაარკვია, რომ მას ჰყავდა და, რომელიც ავადმყოფობის გამო სახლში ჩააბარეს და ამავე მიზეზით, არავის უშვილებია. შემდეგ მის შესახებ ინფორმაცია აღარ იყო, გარდა ამისა, რომ საავადმყოფოს მიმართა ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, გააჩინა ბავშვი, მაგრამ 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა. ასე აღმოჩნდა გოგონა ბავშვთა სახლში. ასე გაიგეს, რომ ეს ბავშვი ანას დისშვილი იყო.ორიოდე თვის შემდეგ ანამ და მაქსიმემ მოაგვარეს საბუთებთან დაკავშირებული ყველა საკითხი და საბოლოოდ შეძლეს თავიანთი პატარა ევას სახლში წაყვანა. შემდეგ მაქსიმემ მოახერხეს გაეგოთ სად დაკრძალეს ევას დედა და სასაფლაოს მოსანახულებლად წავიდნენ. გზად ანას ეღიმებოდა, მუცელზე ნაზად ისმევდა ხელს, რადგან უკვე იცოდა, რომ მალე ევას კიდევ ერთი და ან ძმა ეყოლებოდა.

რედაქციის აზრი: ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ხანდახან ვერც კი წარმოიდგენ ისეთი რამ. საოცარია, რომ სწორედ ბავშვის აყვანის შემდეგ დაორსულდა ქალი. ეს ამბავი კარგად დასრულდა. ვიმედოვნებთ, რომ ოჯახი საბოლოოდ იპოვის თავის ბედნიერებას. თქვენ რას ფიქრობთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს