ვუთხარი, რომ ხელისმოწერის გარეშე მასთან ვერ ვიცხოვრებდი და მან მიმატოვა…

0
1454

„მამაკაცმა მიმატოვა და ვერასოდეს გამოიცნობთ რატომ!” – ასეთი რამ მოგვწერა ჩვენმა მკითხველმა ანიტამ. მიზეზი ნამდვილად არ არის ბანალური, მაგრამ ეს ამბავს უფრო საინტერესოს ხდის. რა მოხდა ქალის ცხოვრებაში წაიკითხავთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.

საყვარელმა მამაკაცმა მიმატოვა

უკვე წელიწადზე მეტია, რაც ანდროს ვხვდები. უფრო სწორად, ვხვდებოდი, რადგან ახლა ჩვენს ურთიერთობას ძნელია ეწოდოს სრულყოფილი. თავიდან მეგონა, რომ ჩემი ოცნების მამაკაცი გავიცანი.საჩუქრები, ზრუნვა, სასიამოვნო დროსტარება. მის გვერდით თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ანდროსთან ერთად შესაძლებელი იყო საუბარი ყველაფერზე, ის ძალიან კეთილი და მეგობრული ადამიანია.

ჩვენი ურთიერთობის დასაწყისშივე ვთქვი, რომ ქორწინების გარეშე მამაკაცთან ერთ ჭერქვეშ არ ვიცხოვრებდი. ეს ჩემი მთავარი პირობა იყო. არ მინდა ასეთი ურთიერთობა. მაშინ ანდრეიმ მითხრა, რომ ის ეთანხმებოდა ჩემს არჩევანს და არაფერი ჰქონდა ამის საწინააღმდეგო. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთის სახლებში, ღამეებს ვატარებდით. ჩემთვის ეს ნორმალურია. მაგრამ ერთად ცხოვრება მეუღლეობის გარეშე სისულელე და უპასუხისმგებლობა მგონია.დაახლოებით ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე ვისაუბრეთ. ამ ხნის განმავლობაში არც ერთი უსიამოვნება არ გვქონია. ყველაფერი საათის მექანიზმივით იყო აწყობილი, თითქოს ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილი. სულის სიღრმეში მეგონა, რომ ოდესმე აუცილებლად გავხდებოდი მისი ცოლი. გულწრფელად მიყვარდა და იმავეს ვგრძნობდი მისგანაც.

გამოუვალი მდგომარეობა – მაგრამ რამდენიმე კვირის წინ მან რომანტიკულ ვახშამზე დამპატიჟა. ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთა და საღამოს ბოლოს თქვა: „საყვარელო, იქნებ ერთად გადავიდეთ საცხოვრებლად? შეგვიძლია ჩემთან ვიცხოვროთ, შეგვიძლია ვიქირაოთ ახალი სახლი. შენთვის ყველაფრისთვის მზად ვარ!”მე მაშინვე ვუთხარი, რომ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა და სანამ თითზე ბეჭედი არ მექნებოდა, მასთან არ ვიცხოვრებდი. უკანონო ქორწინება სისულელეა, ფიქცია. მხოლოდ თავქარიან და უპასუხისმგებლო ადამიანებს არ აღელვებთ ეს! ამას ცხოვრებაში არასდროს გავაკეთებ! საღამოს დარჩენილი ნაწილი ჩუმად გავატარეთ და თავს უხერხულად ვგრძნობდი. ჩვენ ხომ პატარა ბავშვები აღარ ვართ. წელს 30-ის ვხდები, ის 32-ის.რამდენიმე დღის შემდეგ მე და ანდრო ერთმანეთს შევხვდით, შემდეგ სახლში გამაცილა და მითხრა, რომ არ იყო მზად სერიოზული ურთიერთობისა და ქორწინებისთვის.

ამის შემდეგ ჩემმა საქმრომ უბრალოდ მიმატოვა. მეორე დღეს კურიერით გამომიგზავნა ჩემი ნივთები, რაც მის სახლში იყო და მომწერა: ”დრო მჭირდება. მოდი, ცოტა ხნით შევაჩეროთ ჩვენი ურთიერთობა, მაპატიე.”ძნელია სიტყვებით გადმოსცე, თუ როგორი შოკირებული ვიყავი. ახლა კი ვფიქრობ, რომ არ მჭირდება ასეთი ქმარი! დაე, ეძებოს სულელი გოგოები, რომლებიც მზად იქნებიან შესწირონ ღირსება მისი კაპრიზებს. მე კი არ მინდა ასე!”

რას გვასწავლის ეს ამბავი – ჩვენ გვესმის მთავარი გმირის პოზიციის. ანიტას მხოლოდ გათხოვება არ სურს. იგი ფიქრობს, რომ პასპორტში შტამპი გარკვეულ გარანტიას აძლევს სტაბილურობის.თუმცა, არ გვესმის, როგორ შეიძლება დაქორწინდე ადამიანზე, ვისთანაც ქორწილამდე ცხოვრების გაზიარების შანსი არ გქონდა. როგორ შეიძლება მიხვდეს ქალი, რომ ეს კონკრეტული მამაკაცი მისთვის შესაფერისია? მართლაც, რომანტიკულ ურთიერთობაში ის შეიძლება იყოს იდეალური პარტნიორი, მაგრამ თანაცხოვრების დროს სულ სხვა ადამიანი გახდეს. როგორ შევამოწმოთ ეს?

თქვენ რას ფიქრობთ მთავარი გმირის პოზიციაზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.