პანტელეიმონ მკურნალმა 9 აგვისტოს ბევრი სასწაული მოგვიმზადა

0
155

დიდმოწამე პანტელეიმონი დიდი მკურნალი იყო. ღვთის მიერ ბოძებული ნიჭი გაჭირვებულების უანგაროდ დახმარების საშუალებას აძლევდა. მისივე წყალობით ხალხში ქრისტეს რწმენას ავრცელებდა. პანტელეიმონს ბევრი სასწაულებრივი ამბავი უკავშირდება. მართლმადიდებელი ქრისტიანები 9 აგვისტოს მის ხსოვნას ეკლესიაში პატივს მიაგებენ. Paparazzi გიამბობთ, რა ტრადიციები და ნიშნები უკავშირდება ამ დღეს.

დიდმოწამე პანტელეიმონი – მისი ცხოვრება ჩვეულებრივი არ იყო. მამა წარმართი იყო, დედა – ქრისტიანი. თავიდან დედა თავისი რელიგიის მიხედვით ზრდიდა. ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა დედა გარდაიცვალა. მაშინ მისი აღზრდა მამამ დაიწყო და ბავშვი წარმართულ სკოლაში გააგზავნა. მალე ახალგაზრდა პანტელეიმონმა მედიცინის შესწავლა დაიწყო, პარალელურად ქრისტიანობის შესახებ მეტ ინფორმაციას ეცნობოდა. იესო ქრისტე ირწმუნა, როცა გველით დაკბენილი ბავშვის გადასარჩენად დახმარება შესთხოვა. ბიჭი გადარჩა, ხოლო მკურნალმა მონათვლა გადაწყვიტა.

წმინდანმა ხალხის და პატიმრების უსასყიდლოდ მკურნალობა დაიწყო. ეს იმპერატორ მაქსიმიანეს არ მოეწონა. მაშინ პანტელეიმონმა რწმენის დასაცავად გამოცდა შესთავაზა. გამოცდის არსი მძიმედ დაავადებული ადამიანის განკურნება იყო. წარმართმა ქურუმებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს. მკურნალმა დახმარებისთვის ქრისტეს მიმართა და ავადმყოფი განკურნა. მომხდარის შემდეგ ბევრმა ადამიანმა ქრისტე ირწმუნა. იმპერატორი განრისხებული იყო და პანტელეიმონის ყველა მეთოდით წამება ბრძანა. არცერთმა მათგანმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. მაშიმ მაქსიმიანემ წმინდანისთვის თავის მოკვეთა გადაწყვიტა. პანტელეიმონმა ლოცვა დაიწყო. ხმამ ზეციდან ცათა სასუფეველში მოუხმო. მაშინ მკურნალმა ჯარისკაცებს უთხრა, რომ ბრძანების შესრულება შეიძლებოდა. მას თავი მოკვეთეს და მისგან რძე წამოვიდა. წმინდანის სხეული ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ არ დაიწვა. ქრისტიანებმა მიცვალებული მიწას მიაბარეს.

დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღე – იმ დღიდან მართლამდიდებლურ ეკლესიაში პანტელეიმონს დიდ მკურნალად და მეომრების მფარველად მოიხსენიებენ. იულიუსის კალენდრით ხსენების დღე 27 ივლისი იყო, ხოლო ჩვენი კალენდრით 9 აგვისტო. ამ დღეს მრევლი ეკლესიაში მიდის და წმინდანს ლოცვით მიმართავს. ჯანმრთელობას და მძიმე უსიამოვნებისგან განკურნებას სთხოვს.

  • ტროპარი: ღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
  • კონდაკი: მიმსგავსებულ იქმენ ყოვლად მოწყალისა, და მოიღე მადლი კურნებათა ღვაწლით შემოსილო მოწამეო ქრისტეს ღვთისაო, ლოცვითა შენითა სულთა ჩვენთა სენნი განჰკურნენ და განდევნენ ეშმაკის საცთურნი ჩვენგან, რომელნი ვღაღადებთ: გვაცხოვნენ ჩვენ, უფალო.

უძველესი დროიდან პანტელეიმონ მკურნალის ხსენების დღეს სამკურნალო ბალახებს აგროვებდნენ და ლოცულობდნენ. ასევე კენკრას აგროვებდნენ, რომ მათგან ზამთრისთვის სასარგებლო მურაბა გაეკეთებინათ. გადმოცემით, 9 აგვისტოს ხალხი კვლებიდან კომბოსტოს თავებს იღებდნენ და მისგან ნოყიერ პეროგს ამზადებდნენ. ბოსტნეული ძალას აძლევდათ და ჯანმრთელობას აძლიერებდა. გარდა ამისა, ქრისტიანებს სწამდათ, რომ ამ დღეს დაბადებულ ბავშვს ისეთივე სამკურნალო შესაძლებლობები ექნებოდა, როგორიც პანტელეიმონს ჰქონდა.

დიდმოწამე პანტელეიმონი: აკრძალვები ხსენების დღეს – მისი ხსენების დღეს ბევრი შეზღუდვა უკავშირდება. მაგალითად, სოფელში მუშაობა აკრძალული იყო. ხალხს ეშინოდა, რომ პანტელეიმონი გაბრაზდებოდა და სოფელს გადაწვავდა. ხორბალთან და პურთან ნებისმიერი მუშაობა აკრძალული იყო. საერთოდ, ყველას მინდორში გასვლის ეშინოდა. არა მხოლოდ მინდორი, არამედ ადამიანიც შეიძლება დაზიანებულიყო. 9 აგვისტოს პურის გამოცხობა არ შეიძლება. თუ ამ დღეს სეირნობისას ბევრ მწერს შეხვდებით, გამოდის, სიცივე ახლოვდება. კიდევ ერთი ნიშანი ამბობს, რომ დილის უხვი ნამი თბილი შემოდგომის ნიშანია. თუ კომბოსტოს თავი ძლიერ დახვეულია, შემოდგომა ცივი და წვიმიანი იქნება.

ლოცვა დიდმოწამე პანტელეიმონის მიმართ – 9 აგვისტოს ეკლესიაში აუცილებლად წადით. დიდმოწამე პანტელეიმონის ხსოვნას პატივი მიაგეთ და ჯანმრთელობისთვის და სამკურნალოდ ლოცვა წაიკითხეთ.

„ჰოი, მკურნალო უვერცხლოო და ჩვენთა სალმობათა შემტყვებარო, წმიდაო დიდმოწამეო პანტელეიმონ, ლოცვითა შენითა მსწრაფლშეწევნადითა განაბრწყინვე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი. მღვდელთა და დიაკონთა ღმრთისმსახურებისა სიყვარული მოჰმადლე, სამონაზნოთა წესთა მაცხოვნებელი მღვიძარებაი მოანიჭე და ყოველთა მართლმადიდებელთა ცხოველსმყოფელისა სიყვარულისა ბჭენი განუხვენ, რაითა სულიერსა სიმრთელესა კვალადგებულნი და ღმრთისა სასუფეველსა შეწყნარებულნი ჩვენცა შენ თანა ვადიდებდეთ არარაისაგან კაცთა არსად მომყვანებელსა ღმერთსა, რომლისა არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“

დაე, უფალმა დაგიცვათ!