ტრიქოლოგი განმარტავს, რატომ არ შეიძლება პირველი ჭაღარა თმის ამოძრობა

451

ისეთ რთულ დროში ვცხოვრობთ, რომ კითხვა „რატომ ვჭაღარავდები? რიტორიკული გახდა. არ დაგავიწყდეთ, რომ მუდმივი სტრესის გარდა გაჭაღარავების სხვა მიზეზებიც არსებობს. ყველა ახალგაზრდა ჭაღარა თმას ვერ ეგუება. თავში ათასი ვარიანტი იბადება: შეღებვა ან ჭაღარა თმის ამოძრობა. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. Paparazzi გიამბობთ, როგორ ებრძოლოთ საძულველ ჭაღარას და რა არის მისი გაჩენის მიზეზი.

რატომ ჭაღარავდება თმა – ნაადრევი ჭაღარის გაჩენაში გენეტიკა დიდ როლს თამაშობს. თუმცა ეს ყოველთვის ასე არაა. თუ თქვენს მშობლებს და ბებია–ბაბუებს ჭაღარა 30 წლამდე არ გასჩენიათ, თქვენ კი, ეს პრობლემა უკვე გაქვთ, სპეციალისტს მიმართეთ. დიდი ალბათობით, მიზეზი უფრო სერიოზულია.

ნაადრევი ჭაღარის გაჩენის მიზეზები

  1. ერთ–ერთი მიზეზი B12 ვიტამინის და ფერიტინის დეფიციტია. ექიმს ეწვიეთ და შესაბამისი ანალიზები გაიკეთეთ, რომ პრობლემა გამოავლინოთ. დიდი ალბათობით, დეფიციტის შევსებით ჩვეული თმის ფერის დაბრუნებას შეძლებთ.
  2. თმა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გამო შეიძლება გაჭაღარავდეს. პიგმენტის აღდგენა შესაძლებელია, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებთ.
  3. კიდევ ერთი მიზეზი ორგანიზმში სპილენძის დეფიციტია. ყველაზე მეტი რაოდენობით გვხვდება ღვიძლში, კაკაოს ფხვნილში, ხორცში, პარკოსანში, მთელ მარცვლეულში, თესლში, კაკალში, წიწიბურაში, ჭვავის პურში, ავოკადოში, ჭარხალსა და ზღვის პროდუქტებში.
  4. ნაადრევი ჭაღარის ყველაზე თვალსაჩინო მიზეზი სტრესია. ამ პროცესებს შორის კავშირის დასადგენად ვირთხებზე ექსპერიმენტებიც ჩაატარეს. არსებობს დიდი ალბათობა, რომ მსგავსი რეაქცია ადამიანებშიც ხდება.

რატომ არ შეიძლება ჭაღარა თმის ამოძრობა – ნორმალური ცხოვრების პირობებში ჭაღარა არა უადრეს 35 წლის ასაკში ჩნდება. მამაკაცებს ეს პრობლემა ხშირად საერთოდ არ აწუხებთ. აი, ქალები ყველა შესაძლო მეთოდს ეძებენ, რომ ჭაღარა თმა მოიშორონ. ზრდასრული ქალები ჭაღარას საღებავით ღებავენ. რა გააკეთონ ახალგაზრდებმა ნაადრევი ჭაღარის შემთხვევაში? პრობლემის რადიკალურად მოგვარება გვსურს, მაგრამ პინცეტის ხელში დაჭერა არავითარ შემთხვევაში შეიძლება.

თუ თმას განზრახ ამოიძრობთ, ეს თმის ფოლიკულების დაზიანებას გამოიწვევს. უფრო მეტიც, ამ პროცესის დროს კანში ინფექცია შეიძლება განავითაროთ და შედეგად მელოტი ადგილები მიიღოთ. კეროვანი სიმელოტე უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე რამდენიმე ჭაღარა თმა. როგორც სტილისტები, ასევე ტრიქოლები გვაფრთხილებენ, რომ ჭაღარა თმის ამოძრობა არ შეიძლება. სიტყვაზე, ტრიქოლოგს უნდა მიმართოთ, თუ ჭაღარა თმა გაწუხებთ. ის საჭირო ანალიზებს დაგინიშნავთ და მიგანიშნებთ, რა გააკეთოთ კონკრეტულ შემთხვევაში. თუ ასაკობრივი ან გენეტიკური პრობლემაა, ჭაღარა სპეციალური საღებავით თამამად შეღებეთ. დამოუკიდებლად არ გააკეთოთ. გამოცდილ სტილისტს დახმარებისთვის მიმართეთ. ასე თქვენი ვარცხნილობა ახალი ფერებით ათამაშდება!

რედაქციის რჩევა – თუ მხოლოდ რამდენიმე ღერი ჭაღარა თმა გაქვთ, არ იდარდოთ! მათ დასამალად მთელი თმის შეღებვა არ ღირს. რამდენიმე ხრიკი გამოიყენეთ, რომ მოღალატე თმა დამალოთ. შეგახსენებთ, რომ პრობლემის შედეგებთან ბრძოლა უფრო რთულია, ვიდრე მისი პრევენცია. ამ შემთხვევაში გირჩევთ, რომ ცხოვრების წესს თვალყური ადევნოთ. ვგულისხმობთ სწორ კვებას, წყლის ბალანსს, სპორტს და ძილის რეჟიმს. ხშირად ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, არადა ეს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე გავლენას ახდენს. სანამ ზოგიერთ ქალს საკუთარი ჭაღარის რცხვენია და მის დამალვას ცდილობს, სხვები ჭაღარას გარეგნობის ხიბლად მიიჩნევენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს