ტროტუარის ან ბაღის ბილიკებს შორის ბალახი მფლობელს შეიძლება ძლიერ აწუხებდეს. ყოველდღე თითოეული ბალახის ამოსაძრობად ძალა აღარ გვაქვს. შეიძლება ამ პროცესის მოდერნიზება? რა თქმა უნდა, დიახ. Paparazzi გიზიარებთ რამდენიმე მეთოდს, რომელთა დახმარებით პრობლემას მოაგვარებთ.
ბალახი ფილებს შორის – აუცილებლად გაითვალისწინეთ, ბაღის ბილიკის დაგების რომელ ეტაპზე უნდა ებრძოლოთ სარეველებს. თუ დამცავის გაკეთება ჯერ კიდევ შესაძლებელია, გამოიყენეთ. სანამ ტროტუარი შენდება და ფილები ჯერ დაგებული არაა, სარეველებზე იზრუნეთ. განსაკუთრებით კარგია, თუ ტროტუარს გეოტექსტილით დაფარავთ. ის სარეველებს ცხოვრებას გაურთულებს და მის გაზრდას მინიმუმამდე შეამცირებს. სამშენებლო ხსნარს სპეციალური ჰერბიციდიც დაუმატეთ, რომ უფრო საიმედო შედეგი მიიღოთ.
ეკოლოგიური საზრუნავი – ფილებს შორის ბალახს სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ ებრძოლოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩვენს პატარა ძმებზე უნდა იზრუნოთ. ტროტუარის ფილებზე აგრესიული ქიმიური საშუალების წასმით მათი თათები სერიოზულად დაზიანდება. როგორ მოვიქცეთ? დროებით ცხოველების იზოლირება მოახდინეთ, რომ დამუშავებულ ბილიკზე წვდომა არ ჰქონდეს. თუ ასეთი ვარიანტი მიუღებელია, პრინციპით „იაფად და გაბრაზებით“ იმოქმედეთ. სარეველების მოშორებაში მდუღარე წყალი დაგეხმარებათ. ახალგაზრდა მცენარეების წინააღმდეგ განსაკუთრებით კარგია. ბალახი ცოტა ხანში გახმება და ტროტუარიდან მარტივად მოიშორებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ სარეველები კვლავ გაიზრდება. ცხელი წყალი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და უფასო საშუალებაა არასასურველ მცენარეულობასთან საბრძოლველად.
დიდი ცეცხლი – კიდევ ერთი ეფექტური ინოვაცია არსებობს. ასე მფლობელი გამართული და ლამაზი ზურგის შენარჩუნებას შეძლებს. გაზონისსაკრეჭს არ ვგულისხმობთ. სპეციალური ბაღის სანთურა დაგჭირდებათ. ასეთი მოწყობილობა პატარა გაზის ბალონზე მაგრდება. სანთურის გრძელი ბოლო სარეველებს წამებში უმკლავდება. შეიძლება ითქვას, რომ ცხოველებისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიური მეთოდია. გაითვალისწინეთ, რომ სანთურა სხვადასხვა სახის არსებობს. მათ შეიძლება შესაცვლელი გაზის ბალონი ან ახლომახლო როზეტი დასჭირდეს. ეს ამოცანას ართულებს, თუ დიდი ფართობი სარეველებისგან უნდა გაწმინდოთ. უდავოდ, ფილებს შორის ბალახი დაიწვება, მაგრამ რამდენ ფულს დახარჯავთ გაზის ბალონის გამოცვლაზე?
ჩვეულებრივი მარილი – სარეველების მოსაშორებლად ამ მეთოდის გამოყენება სარისკოა. ფილების ზედა ფენა შეიძლება დაიშალოს, თუ სპეციალური საშუალების კონცენტრაციას დაარღვევთ. ნარევი ფილებს შორის ღარებში ფრთხილად უნდა ჩაასხათ და არც ერთი გრამით გვერდზე. სხვა შემთხვევაში, შეიძლება დაზიანდეს. სერიოზული ხსნარის მოსამზადებლად 9%–იანი ძმარი, წყალი, მარილი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაგჭირდებათ. წყალი და ძმარი 3:1 თანაფარდობით აურიეთ. სითხის მოცულობა დასამუშავებელი ფართობის მიხედვით გამოთვალეთ. მაგალითად, პატარა ნაკვეთზე 300 მლ წყალი და 100 მლ ძმარი საკმარისია. ამ კოქტეილს 1 სუფრის კოვზი მარილი და 1 ჩაის კოვზი ჭურჭლის სარეცხი გელი დაუმატეთ. ზოგიერთი წყარო რჩევას იძლევა, რომ საშუალება პულვერიზატორით შეასხუროთ. გირჩევთ, რომ ფილების დაზიანების რისკის შესამცირებლად ბაღის პატარა წურწურა გამოიყენოთ. თითოეულ ღარში ფრთხილად ჩაასხით, ხელნაკეთი საშუალება თანაბრად გადაანაწილეთ.
უსაფრთხოების ტექნიკა – სარეველების საწინააღმდეგო შინაურული ნარევის შემადგენლობაში ძმარი შედის, ამიტომ გირჩევთ, რომ ღამით მორწყათ. ღამით ძმრის უსიამოვნო სუნი მთლიანად გაქრება. ამ დროს ცხოველები დამუშავებულ ბილიკზე არ გაიყვანოთ. 1–2 დღეში ბაღის ბილიკი გადარეცხეთ. ასე ფილებს შორის გამხმარ ბალახს მოიშორებთ, მასთან ერთად აგრესიული საშუალების ნარჩენებსაც.