“19 წლის გავთხოვდი. ახლა 30 წლის ვარ. პირველ ქმართან 6 წელი ვცხოვრობდი. შემდეგ კი დავშორდი. მე თავად ვიყავი განქორწინების ინიციატორი. რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ ითვლებოდა, რომ გათხოვილი ვიყავი და ოჯახი მყავდა, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ ილუზია იყო.ქმრის მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით და მათი წესებით მომიწია არსებობა. რასაც გავაკეთებდი, ან ვყიდულობდი ყველაფერს მიწუნებდნენ. შვილის ისე აღზრდის უფლებაც კი არ მომცეს, როგორც მე მიმაჩნდა სწორად.
ქმრის მშობლებმა საერთოდ შეზღუდეს ჩემი თავისუფლება ყველაფერში: არ მქონდა უფლება სადმე წავსულიყავი და მეყიდა ის, რასაც საჭიროდ ჩავთვლიდი. სამწუხაროდ, ჩემი ქმარი არასდროს მიცავდა.ყველაფერს ვეგუებოდი, სანამ დეკრეტული შვებულებიდან არ გამოვედი და სამსახური არ ვიშოვე.სამსახურში სხვადასხვა ადამიანებთან ვურთიერთობდი. ყველასი ძალიან მშურდა: ჰყავდათ ნამდვილი ოჯახები, სადაც ცოლ-ქმარი ერთად წყვეტდნენ ყველაფერს, თუ რას და როდის გააკეთებდნენ, სად წავიდოდნენ.
საშინლად დავიღალე ამ ყველაფრით. დავიწყე ნელ-ნელა ჩემი უფლებების დაცვა. თუმცა, თავიდან არც ისე კარგად გამომდიოდა.მე და ჩემმა ქმარმა უბრალოდ შევწყვიტეთ ერთმანეთის მოსმენა. თანდათან შემძულდა და გადავწყვიტე ამ ურთიერთობის დასრულება. მე თვითონ მოვითხოვე განქორწინება.არ მინდოდა მეცხოვრა კაცთან, რომელსაც პირველ ადგილას არ ჰყავდა დაყენებული ოჯახი. ბევრი ვიკამათეთ და ვიჩხუბეთ. მთელი წელი მეზობლებივით ვცხოვრობდით.
განქორწინების შემდეგ ჩემს მშობლებსაც არ სურდათ ჩემთან ურთიერთობა, რომ აღარაფერი ვთქვათ დახმარებაზე. თვლიდნენ, რომ რაც გავთხოვდი, ქმართან უნდა მეცხოვრა ბოლომდე, მომეთმინა ყველაფერი, თუნდაც ბავშვის გულისთვის. მათ ძალიან უყვარდათ ჩემი პირველი ქმარი. ამბობდნენ, არ ეწევა, არ სვამს, ყველაფერი ეხერხებაო. მათი აზრით, ის იდეალური ქმარი იყო. მაგრამ მე ასე არ ვფიქრობდი.ქმრისგან წამოვედი, ავიღე მხოლოდ პირადი ნივთები და წამოვიყვანე ჩემი შვილი. საერთოდ აღარ მინდოდა რაიმე კავშირი მქონოდა ჩემს ქმართან და მის ოჯახთან.ვიქირავე ბინა. იმ პერიოდში უკვე ვმუშაობდი და ჩვეულებრივად შემეძლო საკუთარი თავისა და ბავშვის რჩენა.
მყავდა მეგობარი მამაკაცი, რომელიც ყველაფერში მეხმარებოდა. წელიწადნახევრის შემდეგ დავქორწინდით და კიდევ ერთი შვილი შემეძინა, ასევე ბიჭი.ჩემი მეორე ქმარი იდეალურია ყველაფერში და მხოლოდ ერთი ნაკლი ჰქონდა – ზოგჯერ დალევა უყვარს. მაგრამ იმდენი დადებითი თვისება აქვს, რომ ძალიან მიყვარს.მამობილი ძალიან კარგად ექცევა ჩემს პირველ შვილს, მის მშობლებთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. მიმიღეს მეც და ჩემი უფროსი ვაჟიც. ისინი მას შვილიშვილად თვლიან.ჩემს უფროს შვილს ბავშვობიდან ალერგია აქვს კატის ბეწვზე.
ზაფხულის არდადეგებზე ჩემი უფროსი ვაჟი მშობლებთან ერთად სოფელში იყო. სანამ ჩამოვიდოდა, ავიყვანეთ პატარა კნუტი და ძალიან შეგვიყვარდა. ჩემი შვილი რომ ჩამოვიდა და ალერგიული ხველა დაეწყო.აქ დაიწყო კოშმარი! დედამ ყვირილი დაიწყო, რომ სწორედ ჩემმა ქმარმა მოიყვანა კნუტი გერის მოსაკლავად! ქმარი ძალიან გაბრაზდა და ახლა კატეგორიულ უარს ამბობს დედაჩემთან ურთიერთობაზე.ძალიან კარგად მესმის ჩემი ქმრის. მაგრამ რა ვქნა? უბრალოდ არ ვიცი როგორ გამოვასწორო სიტუაცია.