“ადრე თუ გვიან, ყველა ადამიანი დგება იმ ტკივილის წინაშე, როცა მისი საყვარელი ადამიანი კვდება. ის ამ დროს სიცარიელეს გრძნობს. სული ტკივა. ჩემთანაც ასე მოხდა და ეს გრძელდება ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში …
მე 23 წლის ვარ, მქვია მარგარიტა. მე და ჩემი უფროსი ძმა კოსტა ყოველთვის დიდი მეგობრები ვიყავით. ის ყოველთვის მიცავდა, როცა ავად ვიყავი მივლიდა, ზღაპრებს მიკითხავდა და სასაცილო ამბებს მიყვებოდა, მამხიარულებდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ არ მეტირა და რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელებულიყავი.
ჩემი მშობლები ძალიან ბევრს მუშაობდნენ და შესაბამისად, ჩემი ძმა იყო ჩართული ჩემს აღზრდაში. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.როდესაც 14 წლის ვიყავი, კოსტა ჯარში უნდა წასულიყო. დამშვიდობების წინა ღამეს ძმამ გადაწყვიტა მეგობრებთან ერთად გასეირნება. ბოლოს და ბოლოს, ის მათ ორი წლის განმავლობაში ვეღარ ნახავდა. მე არ მინდოდა მისი გაშვება. ჩავეხუტე და ვთხოვე არ წასულიყო. და კოსტამ გაიღიმა და თქვა:
- – კარგი რა, დაკო, ნუ ტირი! მალე მოვალ. ჯარიდან რომ დავბრუნდები, ერთად წავიდეთ ზღვაზე! ამას გპირდები!როგორ ვნანობ, რომ არ შევაჩერე და არ დავარწმუნე სახლში დარჩენილიყო! შუაღამისას ჩემი ძმის მეგობარი მოვიდა ჩვენთან.
- -ვწუხვარ, რომ ცუდი ამბავი უნდა გითხრათ. კოსტას ავარია მოუვიდა. ის ახლა საავადმყოფოშია… მძიმე მდგომარეობაში…ჩავალაგეთ და სასწრაფოდ წავედით საავადმყოფოში. ჩემს ძმას რამდენიმე საათიანი ოპერაცია გაუკეთდა.
შემდეგ ექიმი გამოვიდა და თქვა:
- -ვწუხვარ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ… მაგრამ ვერ გადავარჩინეთ. ძალიან მძიმე დაზიანებები ჰქონდა.
- – ესე არ შეიძლება! როგორი ექიმები ხართ თქვენ?! – ვიყვირე სასოწარკვეთილმა.დაკრძალვის ცერემონიალი ძალიან რთული იყო. უამრავი ხალხი მოვიდა. ყველას ძალიან უყვარდა ჩემი ძმა. დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს მანქანით წაიყვანეს. მამაც ძალიან მძიმედ გადაიტანა კოსტას სიკვდილი. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს რეალურად ხდებოდა.ამბობენ, რომ დრო ყველაფრის მკურნალია, მაგრამ ყოველი დღე ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ძმის გარეშე ცხოვრებას თავიდან ვსწავლობ, ძალიან მიჭირს…
გადის წლები. ნელ-ნელა ტკივილი იკლებს. ჩემს ძმას სიზმარში ხშირად ვხედავ. ყოველთვის მიღიმის, ხელს მკიდებს და მიდის. ის ჩემთვის მფარველი ანგელოზივითაა, რომელიც ყოველთვის აქ არის. ის ყოველთვის მიცავს უბედურებისგან და სიზმარში მაფრთხილებს საშიშროების შესახებ…”