-დედა, რა ვქნა ახლა? კოტე ალბათ მიმატოვებს! ექიმმა ხომ მითხრა, შვილები არასდროს მეყოლება, უნაყოფო ვარ! – ვუთხარი დედაჩემს.25 წლის ვიყავი. უბრალოდ შოკში იყო, როცა გავიგე, რომ შვილები არასდროს მეყოლებოდა. როგორ ვუთხრა კოტეს ამის შესახებ?! მე ხომ შვილისგან სიტყვას “დედა” ვერასდროს გავიგებ!მე და ჩემი მეუღლე შეხმატკბილებული ვცხოვრობდით და ვოცნებობდით მშობლები გავმხდარიყავით, მაგრამ ვერ დავორსულდი. ასე გავიდა სამი წელი.
და აი, ერთ დღეს, როდესაც კოტე სამსახურში წავიდა, დედაჩემს დავურეკე და ვთხოვე, ჩემთან ერთად წამოსულიყო კლინიკაში, რადგან ძალიან მეშინოდა მარტო წასვლა.ექიმმა გასინჯვისა და ანალიზების ჩატარების შემდეგ ცუდი ამბავი მითხრა: -ბოდიში, მაგრამ შვილები არასოდეს გეყოლება.რა თქმა უნდა, ამ ექიმს არ ვენდე და სხვა კლინიკაში წავედი, მერე სხვა ექიმებსაც მივმართე, მაგრამ ყველამ იგივე დიაგნოზი დამისვა. დედამ მითხრა:
-ნუ ტირი, შვილო! ექიმების დიაგნოზი შორს არის საბოლოო განაჩენისაგან. მე ვიბრძოლებ შენთან ერთად!გავაგრძელე ქმართან ერთად ცხოვრება, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თანდათან უცხოები ვხდებოდით და ვშორდებოდით ერთმანეთს. კოტე თავს მაჩვენებდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო და ვუყვარდი, მაგრამ ვხედავდი, როგორ აწუხებდა ის, რომ შვილები არ გვყავდა.
დედა კი გამუდმებით მამშვიდებდა, მაიმედებდა და ცდილობდა სასოწარკვეთილებას არ მოვეცვი. ვცდილობდი. მაგრამ ყოველ დღე უფრო და უფრო მიჭირდა სასწაულის დაჯერება.შემდეგ გადავწყვიტე უბრალოდ მეცხოვრა. დაე ყველაფერი ყოფილიყო ისე, როგორც იქნებოდა. გადავწყვიტე აღარ მეტანჯა და დავმტკბარიყავი ცხოვრებით.მე და კოტე სამოგზაუროდ წავედით. ძალიან კარგად ვიყავით ერთად. ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი და ყველაფერი უბრალოდ მშვენიერი იყო.აღარ ვტიროდი, უბრალოდ ვცხოვრობდი და მიყვარდა ჩემი ქმარი. საოცრება მოხდა და ჩვენ სამნი დავბრუნდით მოგზაურობიდან. ეს ჩვენთვის სრული შოკი იყო.
რვა თვის შემდეგ ბიჭი შემეძინა, სამი წლის შემდეგ კი ქალიშვილი. მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერები ვართ. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ექიმებს შეუძლიათ შეცდომები დაუშვან და ცხოვრებაში საბოლოო განაჩენი არ არსებობს.”