ღია გრუნტში ყაბაყი აუცილებლად უნდა გამოკვებოთ, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ მცენარე უკვე გაიზარდა. თუ თვლით, რომ ასეთ ბოსტნეულს მხარდაჭერა არ სჭირდება, ცდებით. Paparazzi გიამბობთ, რომელი სასუქით სჯობს ყაბაყის გამოკვება.
ყაბაყის გამოკვება ღია გრუნტში – აგვისტოს ყაბაყი დროზე ადრე არ ჩამოწეროთ. თუ საჭირო სასუქებს დროულად მიაწოდებთ, მის გემოსა და ზომაზე ეფექტურ გავლენას მოახდენთ. კარგი მოსავლით აცივებამდე გაგახარებთ. გარდა ამისა, ყაბაყი ძალიან პრეტენზიული კულტურა არაა. მასზე როგორც ორგანული და მინერალური სასუქი დადებითად მოქმედებს.
ნატურალური სასუქი – მორწყვა ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია სასუქის მისაწოდებლად. მცენარე სითხეს იწოვს, რაც სასარგებლო ვიტამინების და მიკროელემენტების სწრაფად ათვისებაში ეხმარება. რა თქმა უნდა, გირჩევთ, რომ ყაბაყის სარწყავ წყალს ხის ნაცარი დაუმატოთ. ეს ცნობილი ნატურალური სასუქია, რომელიც ნამდვილად მუშაობს. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ხის ნაცარი უნდა გამოიყენოთ. წინასწარ აუცილებლად გაცერით. ნაგვის ან რაღაც მსგავსის დაწვის შემდეგ დარჩენილი ნაცარი ბოსტნეულის სასუქად არ გამოგადგებათ. 1 კგ გაცრილი ხის ნაცარი მოამზადეთ. 1 ვედრო სუფთა და თბილ წყალში გააზავეთ. ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ ყაბაყი ფესვებთან ფრთხილად მორწყეთ. ნაცრით გამოკვების შემდეგ ბოსტნეული 1 კვირით სხვა სასუქისა თუ სასარგებლო ნივთიერებისგან დაასვენეთ.
სასარგებლო ნარჩენები – თუ ქათამს ან ძროხას ზრდით, ეს ორმაგად კარგია. ცხოველები არა მხოლოდ რძეს და კვერცხს იძლევიან, არამედ ბოსტნეულის სასარგებლო ნაკელს. შეაგროვეთ და 1 ვედრო წყალში გააზავეთ, შემდეგ ყაბაყი და ნებისმიერი სხვა ბოსტნეული გამოკვებეთ. გაითვალისწინეთ, რომ ნაკელში ბევრი ნაგავი არ უნდა იყოს. ყაბაყის კვლებში ეს არ გვჭირდება.
ყაბაყის გამოკვება შინაურული სასუქით – ბორის მჟავა დაგეხმარებათ, რომ ნაყოფის გემო და გარეგნობა გააუმჯობესოთ. ზემოთ მოცემულ ნატურალურ სასუქებს იდეალურად ეთავსება. ნაცრით ან ნაკელის კოქტეილით გამოკვებიდან ერთი კვირის შემდეგ ამ მჟავის ხსნარით დაამუშავეთ. 1 ვედრო წყალზე 10 გ ბორის მჟავა საკმარისია. კარგად აურიეთ და ყაბაყი პულვერიზატორით დანამეთ.
ყაბაყის გამოკვება მინიმალური ხარჯით შესაძლებელია. გამოცდილი მებოსტნე ნაცარს ან ნაკელს საერთოდ უფასოდ იღებს, ხოლო ბორის მჟავა ძვირი არ ღირს. ეს სასუქები გაზრდილი ყაბაყისთვის საკმარისია. ასე ნაყოფი უფრო გემრიელი და გარეგნულად უკეთესი გახდება.