საშემოდგომო ნიორი: როდის დავთესოთ უხვი მოსავლის მისაღებად

5909

კარგი საშემოდგომო ნიორი ნებისმიერ სამზარეულოში ნამდვილი მხსნელი და კარგი განწყობის გარანტიაა. უპრეტენზიო კულტურის გაზრდას ნებისმიერი მებოსტნე შეძლებს. Paparazzi გიამბობთ, როდის დათესოთ საშემოდგომო ნიორი 2022 წელს, რომ უხვი მოსავალი მიიღოთ. გიზიარებთ პატარა ხრიკებს დიდი თავების მისაღებად.

საშემოდგომო ნიორი – ჩრდილოეთ რეგიონებში საშემოდგომო ნივრის დათესვა სექტემბერში იწყება, ხოლო სამხრეთში – ნოემბრის დასაწყისში. თითოეული რეგიონისთვის დარგვის დრო განსხვავებულია. თუ ამინდით ხელმძღვანელობთ, სტაბილურ აცივებამდე 2-3 კვირით ადრე დათესეთ. ხალხური რწმენის მიხედვით, საშემოდგომო ნიორი სვეტიცხოვლობამდე (14 ოქტომბერი) უნდა დაითესოს. ამ დღეებში დათესილი სურნელოვანი ბოსტნეული მეტ მოსავალს მოგცემთ. სპეციალისტები გირჩევთ, რომ საშემოდგომო ნიორი კლებად მთვარეზე დათესოთ, როცა ღამის მანათობელი ნაყოფიერ ზოდიაქოს ნიშნებს გადის.

მთვარის კალენდრის მიხედვით, 2022 წელს საშემოდგომო ნივრის დასათესად საუკეთესო დღეებია: 6, 9, 13–15, 18–20, 29–30 სექტემბერი; 1–3, 7–8, 11–12, 16–17, 23–24, 26–30 ოქტომბერი; 3–4, 12–14, 20–23, 25–27 ნოემბერი; 1, 5–6, 9–11, 17–22, 24, 27 დეკემბერი. აკრძალული დღეები დასათესად: 7, 8, 10, 26 სექტემბერი; 4–6, 9, 25 ოქტომბერი; 8, 24, 28–29 ნოემბერი; 8, 23, 25–26 დეკემბერი.

უკეთესია, თუ კვლებში ნივრის დათესვამდე იზრდებოდა პომიდორი, კიტრი, პარკოსანი. ნივრის კარგი წინამობერდია ნაადრევი კომბოსტო, ყაბაყი და გოგრა. ამ შემთხვევაში ნივრისთვის ნიადაგი ორგანული სასუქით მაქსიმალურად გაჯერებული იქნება. იქ, სადაც ადრე კარტოფილი ან ხახვი იზრდებოდა, ნივრის დათესვა არ შეიძლება. ეს განპირობებულია იმით, რომ ამ კულტურებს შორის უსიამოვნებების „გაცვლის“ მაღალი რისკი არსებობს. საშემოდგომო ნიორი არ დათესოთ იმ ადგილებში, რომელიც წელს ნაკელით გაამდიდრეთ.თქვენს ნაკვეთზე ყველაზე ნაყოფიერი ადგილი ნორმალური ან დაბალი მჟავიანობით იპოვეთ. კვლები მზიან მხარეს გააკეთეთ, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. თავად კვლები დათესვამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე მოამზადეთ, რომ მიწა დაჯდეს.

დასარგავი მასალა სათანადოდ გადაარჩიეთ. ნივრის თავები მსხვილი და მკვრივი უნდა იყოს, დაზიანების გარეშე. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო კარგი და მსხვილია კბილი, მით უფრო მსხვილი გაიზრდება ნიორი. კბილებს უკეთესად გასაფესვიანებლად ძირი აუცილებლად მოაჭერით. მიწაში 10-12 სმ დისტანციაზე ხვრელები გააკეთეთ. დარგვის სიღრმე ნივრის კბილის სიმაღლეზე 3-ჯერ მეტი უნდა იყოს. ეს დაახლოებით 8-10 სანტიმეტრია. დარგვისას ნიორზე ხელის მოჭერა ან დატრიალება არ შეიძლება, რადგან ასე შეიძლება დააზიანოთ.ნივრის კბილებს ზემოდან მიწა მოაყარეთ, მაგრამ არ ჩატკეპნოთ. დათესვის შემდეგ ზემოდან ბალახით შეგიძლიათ დაფაროთ. მულჩისთვის მდოგვის დათესვა კარგი ვარიანტია, რომელიც გაზაფხულამდე უნდა დატოვოთ. ასე ნიორი არ გაიყინება და ტენიანობა არ აორთქლდება. ყოველწლიურად დასარგავი მასალის განახლება არ დაგავიწყდეთ. ამისთვის ნიორი თესლი უნდა ამოიღოთ და თესლიდან გაზრდილი ნიორი დათესოთ.

საშემოდგომო ნიორი კარგია, მაგრამ საშემოდგომო ხახვის, კამის დათესვასაც გირჩევთ. ზოგიერთი ყვავილიც შეგიძლიათ გაზარდოთ. მაგალითად, ლავანდა, დელფინიუმი და ფხიჯა, ასევე ტიტა. ერთწლიანი და ორწლიანი მცენარეების დათესვაც შეიძლება, მაგრამ ნერგებზე უფრო პატარა გაიზრდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს