ყველა ადამიანს ცხოვრების მიმარ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ეს ნორმალურია. ხშირად ასაკი გავლენას ახდენს იმას, რომ ახალგაზრდობის ძველებური ჟინი დროთა განმავლობაში ქრება. მოხუცები სახლში ჯდომას უპირატესობას ანიჭებენ და საკმაოდ მოსაწყენად ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ უნდა იყოს. ბედნიერებას და სიყვარულს ხომ ასაკი არ აქვს. ისტორია, რომელსაც Paparazzi გიზიარებთ, სწორედ ასეთია. ვიმედოვნებთ, რომ შთაგონებას იპოვით!
დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ – ბებია ნინა საპატიო ასაკის მიუხედავად ცხოვრებისგან ყველაფრის აღებას ცდილობდა. თეატრში და კონცერტებზე დადიოდა, ყოველ პარასკევს მეგობარს სტუმრობდა, მაგრამ თავისთან არ პატიჟებდა. თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობდა. როცა შვილიშვილებმა დაბადების დღეზე ვინილის დამკვრელი აჩუქეს, ბინაში მუსიკის ხმა არ წყდებოდა. მოკლედ, მოხუც ქალს სავსე ცხოვრება ჰქონდა.
რაღაც მომენტში ორგანიზმმა ვერ გაუძლო და საავადმყოფოში მოხვდა. „თქვენს ასაკში ამდენი ხნით ფეხზე დგომა არ შეიძლება. უნდა დაისვენოთ!“ – მკაცრად უთხრა ექიმმა. იმ დღიდან ყველაფერი შეიცვალა. საწოლის ტუმბო მედიკამენტებით გაივსო. ბებია თითქოს გამოცვალეს. მდუმარე და მოწყენილი გახდა. საყვარელი კოსმეტიკა და ლამაზი კაბები დაივიწყა. მთელი დღე იწვა და ჭერს უყურებდა. „შვილებო, დიდი დრო არ მიწერია“ – ამბობდა ბებია მიბნედილი ხმით, როცა ახლობლები სტუმრობდნენ. რა თქმა უნდა, ნათესავები მისი სიტყვებით სერიოზულად შეწუხებულნი იყვნენ. განწყობის ამაღლებას ცდილობდნენ, საყვარელი ტკბილეული და საჩუქრები მოჰქონდათ. ყველაფერი უშედეგო იყო. რაღაც მომენტში საკუთარ თავზე ზრუნვა შეწყვიტა. საშხაპეშიც ძალით შეყავდათ.
პრობლემის სხვა მხრიდან დანახვა – მკურნალი ექიმი მის გამოსაწერად დიდი ხანია მზად იყო, მაგრამ ქალს სახლში წასვლა არ სურდა. აცრემლებული კიდევ რამდენიმე დღე ექთნების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას ითხოვდა. რამე რომ მოხდეს! სიტუაცია არ იცვლებოდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს პალატაში ძველი მეგობარი, ნატალი არ შემოვიდა. „ღმერთო ჩემო! ნინა ეს შენ ხარ? ქუჩაში ვერ გიცნობდი, როგორ გახდი! ჩიტმა მიამბო, რომ იმქვეყნად წასვლას აპირებ. სიმართლეა?“ – იკითხა სტუმარმა. ბებიამ ბუყბუყით უთხრა, რომ ყველაფერი ასე იყო. ნატალი არ ჩერდებოდა: „არა, ეს კარგად მოიფიქრე! ვფიქრობდი, ჩვენ შორის ფეხებს პირველი ვინ გაფშეკს. მითხარი, ასეთი საშინელი გარეგნობით აპირებ ხის სარკოფაგში ჩაწოლას?“
მოხუცმა ცალი წარბი აწია. მეგობარი აგრძელებდა: „არ გრცხვენია! სტუმრები, ძველი ნაცნობები მოვლენ! რას დაინახავენ? ვერავინ დაიჯერებს, რომ შენ წევხარ. იფიქრებენ, რომ გამოგცვალეს! საერთოდ, რა წამალი დევს ტუმბოზე? რაში გჭირდება?“ მოხუცმა უპასუხა, რომ წამლები შვების მოსაგვრელად სჭირდებოდა. პასუხად გაკიცხვა მიიღო: „სულელი ხარ! საკუთარ თავზე უნდა იზრუნო და არა ყველანაირი საზიზღრობა დალიო. სახის ფერს დააკვირდი, ამ საზიზღრობის გამო ასეთი ფერმკრთალი გახდა!“ ნატალიმ მეგობარს სარკეში ჩაახედა. ნინა ბებომ საკუთარ თავს შეხედა და წამოიძახა: „ნატალი, არადა მართალი ხარ!“ ბებია ნინა მაშინვე ადგა და დასაბანად შევიდა. შემდეგ სტუმართან ერთად საავადმყოფოს ეზოში გამოვიდა, რომ სახეზე ფერი დადებოდა.
ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება შეიძლება შეიცვალოს – მეორე დღეს ექიმს უთხრა, რომ იმქვეყნად წასვლა გადაიფიქრა. თითქოს, ჯერ კიდევ ბევრი საქმე აქვს. სახლში მისვლისას სადღესასწაულო ოჯახური შეკრება მოაწყო და ყველა მეგობარი დაპატიჟა. დილით ნატალისთან ერთად ადგილობრივ სილამაზის სალონს ეწვია. „მიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღემდე გალამაზება გადაწყვიტე. ბოლო გზაზე ხომ ხშირად არ მივდივართ“ – ეხუმრებოდა ნატალი. ბებია ნინა მხოლოდ იცინოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ „ამქვეყნად ჯერ კიდევ ბევრი რამ გასაკეთებელი აქვს“.
ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – ცხოვრება არ სრულდება მაშინ, როცა სიბერე იწყება. ეს ისტორია აჩვენებს, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, თუ ბედნიერად ცხოვრება გსურთ. და მაინც, მხოლოდ სურვილი საკმარისი არაა. ყოველდღე უნდა გააკეთოთ ის, რაც ნამდვილ სიხარულს განიჭებს. გვეთანხმებით?