მე მქვია მარგარიტა. ვმუშაობ მოხუცთა თავშესაფარში მომვლელად, ვზრუნავ მოხუცებზე, რომლებიც ზედმეტი აღმოჩნდნენ ახლობლებისთვის.
ერთ დღეს ჩვენთან მამაკაცი მოვიდა მოხუც ქალთან ერთად. ქალი ყველანაირი ახსნის გარეშე დატოვა. აშკარა იყო, რომ უკვე შეთანხმებული იყო ხელმძღვანელობასთან, მაგრამ დედისთვის არაფერი აუხსნია.მან უბრალოდ ნივთები შემოიტანა ოთახში და წავიდა. ფაქტიურად, გაიქცა. როგორც ჩანს, არ სურდა დედის ცრემლების ნახვა. გვთხოვა, მოგვიანებით აგვეხსნა მისთვის ყველაფერი.
საშინლად არ გვიყვარდა ასეთი განმარტებები! მამაკაცი რომ წავიდა, შვებით ამოვისუნთქეთ, მაგრამ ქალი დარჩა. ქალბატონი მარინა ძალიან კარგი, კეთილი და ტკბილი მოხუცი აღმოჩნდა. ის იყო ჩუმი და მშვიდი.მალევე დავმეგობრდით. ძალიან მენანებოდა, რომ საკუთარმა შვილმა მიატოვა, იმ შვილმა, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა.ქალბატონ მარინას რომ არ მოეწყინა, ხშირად მოვდიოდი მასთან. ის ძალიან ღირსეულად იქცეოდა, არასოდეს გამოთქვამდა პრეტენზიებს და არ აწუხებდა პერსონალს. ხვდებოდა, რომ ჩვენ არაფერში არ ვიყავით დამნაშავე, ისევე როგორც თითონ.
ქალბატონ მარინას ძალიან უყვარდა ბაღში სეირნობა, ასევე უყვარდა საინტერესო ამბების მოყოლა.დარწმუნებული იყო, რომ შვილი გონს მოვიდოდა და აუცილებლად წაიყვანდა სახლში. ჩუმად ვუსმენდი და არაფერს ვეუბნებოდი.თავიდან მისი შვილი ხანდახან მოდიოდა სანახავად, მაგრამ შემდეგ მოუკლო და ბოლოს, საერთოდ შეწყვიტა სტუმრობა.ერთხელ მარინამ მითხრა, რომ ქალიშვილიც ჰყავდა.
”მაგრამ არ მაქვს კარგი ურთიერთობა ქალიშვილთან. რატომღაც, ყოველთვის უფრო მეტად მიყვარდა ვაჟი და მეტ ყურადღებას ვაქცევდი. და ჩემი ქალიშვილი ყოველთვის ბრაზობდა ამის გამო. მერე კატო გათხოვდა და წავიდა. ძალიან იშვიათად მეკონტაქტებოდა. ბოლო ორი წელია ერთმანეთი არ გვინახავს.შემდეგ კი ქალბატონ მარინას დაბადების დღე ჰქონდა. მთელი დღე ფანჯარასთან იჯდა და შვილს ელოდა. მხოლოდ საღამოს მიხვდა, რომ მასთან არავინ მოვიდოდა.
მე პატარა ტორტი გამოვაცხვე და მისალოცად მივედი. ძალიან შეწუხდა და ცრემლიც კი წამოუვიდა.წასვლისას კი უცნობი ქალი დავინახე, რომელიც ქალბატონი მარინას ოთახს ეძებდა.მე მეგონა მისი შვილის ცოლი იყო. მხოლოდ მოგვიანებით გავარკვიე, რომ ეს იყო მარინას ქალიშვილი კატო, რომელიც დედასთან დაბადების დღის მისალოცად მივიდა. ქალმა ახლახანს გაიგო, რომ ძმამ დედა თავშესაფარში დატოვა. ამიტომ მოძებნა და თავისთან წაიყვანა.
ძალიან ბედნიერი ვიყავი მომხდარით. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ ოჯახში ცხოვრება ბევრად უკეთესია, ვიდრე მოხუცთა თავშესაფარში…