სელფის გადაღება გიყვართ? ფსიქიატრებს თქვენთვის ცუდი ამბავი აქვთ

779

სელფებს ხშირად იღებთ? ალბათ გყავთ მეგობრები, რომლებიც ინსტაგრამში ყოველდღიურ ამბავს ყველაზე შესაძლო კაფე-ბარში, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ მოედნებზე გადაღებული ახალი სელფებით ავსებენ.

როგორ ფიქრობთ, დღეში რამდენჯერმე საკუთარი თავის გადაღება და სოციალურ ქსელში გამოქვეყნება ნორმალურია?

თუ ფოტო-ავტოპორტრეტების ისტორიას გადავხედავთ, ეს 1900-იან წლებში გადაგვიყვანს, როცა პირველი პორტატული ფოტოკამერა გამოჩნდა. მაშინ ადამიანები სარკის წინ დგებოდნენ და საკუთარ თავს სურათებს უღებდნენ. თუმცა ეს ისეთი პოპულარული არ იყო, როგორც ახლაა.

2000-იან წლებში სელფიმ ახალი სიცოცხლე შეიძინა, როცა ახალგაზრდობა სოციალურ ქსელებს მასობრივად გაეცნო და სურათების გაცვლა დაიწყეს. თუმცა სელფი კულტად 2012 წელს გახდა. იმ დროიდან სელფებს მხოლოდ ზარმაცები არ იღებენ.

ამასთან ტრენდი თანდათანობით საზოგადოების შეშფოთების მიზეზი ხდება. მხოლოდ 2015 წელს ათეულობით ადამიანის სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა. ადამიანები ხიდებზე, სარკინიგზო ბილიკებზე, შენობების სახურავებსა და საჭესთან ყოფნის დროს სურათების გადაღებისას იღუპებოდნენ.

თუმცა ეს ყველაფერი არაა. სელფიმანიის მიმართ სერიოზული შეშფოთება ფსიქიატრებმა გამოხატეს. კვლევა რამდენიმე წელი გრძელდებოდა. შედეგად ფსიქიატრიულმა ასოციაციამ სელფი ფსიქიკურ აშლილობად აღიარა.

ამ აშლილობას სელფიტისტი უწოდეს და აკვიატებულ მდგომარეობას მიაკუთვნეს. ფსიქიატრების განმარტებით, საკუთარი თავის გადაღების და ფოტოების სოციალურ ქსელში გაზიარების სურვილით ადამიანები თვითშეფასების გაზრდას და სიახლოვის დეფიციტის შევსებას ცდილობენ.

ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია ასეთი აშლილობის სამ დონეს გამოყოფს:

ზომიერი: დღეში რამდენჯერმე სელფის გადაღება სოციალურ ქსელში გამოქვეყნების გარეშე.

მწვავე: დღეში რამდენიმე სურათის გადაღება და აუცილებლად სოციალურ ქსელებში გამოქვეყნება.

ქრონიკული: მთელი დღის მანძილზე სურათების გადაღების და სოციალურ ქსელში დღეში რამდენჯერმე გამოქვეყნების უკონტროლო სურვილი.

უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ ფსიქიატრებმა დაადგინეს, რომ სპორტულ დარბაზში ან სირბილის დროს სელფის რეგულარული გადაღება სერიოზული ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ნარცისტული პიროვნების აშლილობა ეწოდება.

მოთამაშეები თავის დამოკიდებულებას არ აღიარებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში თამაშებით შეპყრობა დაავადებად აღიარეს. ახლა ფსიქიატრებმა სელფამდე მიაღწიეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს