დამარილებული ტანსაცმელი არ ხუნდება და ყვითლდება. გიზიარებთ საიდუმლოს

1304

ინტერნეტ სივრცე სავსეა რჩევებით, თუ როგორ დაზოგოთ ფული ყველასთვის ცნობილი იაფი საშუალებების გამოყენებით. მაგალითად, თუ გსურთ ხაოიანი პირსახოცი დიდხანს რბილი და ფუმფულა დარჩეს, რეცხვისას მარილი დაუმატეთ. უცნაური ხრიკია, მაგრამ ათასობით ადამიანი ირწმუნება, რომ მუშაობს. რამე მუხთლობას ხომ არ შეიცავს? Paparazzi გიამბობთ, ღირს თუ არა მარილის გამოყენება რეცხვისას, ასევე რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

რატომ დავუმატოთ მარილი რეცხვისას – რჩევების უმეტესობა ერთხმად ირწმუნება, რომ მარილი წყალს არბილებს, ნივთების ფერს ინარჩუნებს და არბილებს. ასეა სინამდვილეში? პირველ რიგში, წყლის სიხისტეზე ვისაუბროთ. რბილია წყალი, რომელშიც მარილი თითქმის არაა. შესაბამისად, რაც უფრო მეტი მარილია წყალში, მით უფრო ხისტი ხდება. გამოდის, რომ ფრაზა, მარილი წყალს არბილებს, მითია.

რატომ ფიქრობს ხალხი, რომ მარილის დამატება წყალს არბილებს? როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, პასუხი რეცხვის შედეგში უნდა ვეძებოთ. ითვლება, რომ ხისტ წყალში გარეცხილი თეთრეული უფრო უხეშდება. ნაწილობრივ ასეა, რადგან მარილის მცირე პროცენტი ქსოვილზე რჩება და წყლის გაშრობის შემდეგ კრისტალიზდება. სხვაობა ხელშესახებად დიდი არაა. რომ იგრძნოთ, შედარებისთვის სხვადასხვა რეგიონში რეგულარულად უნდა გარეცხოთ. ერთსა და იმავე ქალაქში წყლის შემადგენლობა ერთნაირია, მაგრამ რეცხვის შედეგი განსხვავდება.

უმეტესად ნივთები ხუნდება არა წყლის, არამედ თავად ქსოვილის მდგომარეობის გამო. ბამბის ბოჭკოები იკვრება, რის გამოც ელასტიურობას კარგავს. ეს გრძელ ხაოიან ქსოვილზე, მაგალითად, პირსახოცზე განსაკუთრებით შესამჩნევია. აქ, მარილი ნამდვილად გვეხმარება! აქცენტი კეთდება არა მარილზე, არამედ მის დანამატზე, უფრო ზუსტად კალიუმის ფეროციანიდზე. ეს საკვები დანამატი რეგისტირებულია კოდით E536. ის ფხვიერი ნივთიერებების შეჯგუგებას ხელს უშლის.

დაფქული მარილი ჰაერიდან ტენიანობას შთანთქავს და ერთ მყარ მასად იქცევა, ხოლო კალიუმის ფეროციანიდი ამ პროცესს ხელს უშლის. ზუსტად ასე დანამატი პირსახოცის რეცხვისას გვეხმარება. გამშრალი ქსოვილი რბილი და ფუმფულა რჩება! კალიუმის ფეროციანიდი თეთრეულის გავლებისას უფრო მეტ ეფექტს იძლევა. სწორედ ამიტომ, გვირჩევენ, რომ მარილი კონდიციონერის განყოფილებას დავუმატოთ. თუ ხელით რეცხავთ, მარილი გავლების დროს გამოიყენეთ. გარეცხილ ნივთებს კარგი სურნელი რომ ჰქონდეს, არომატული ზეთის რამდენიმე წვეთი დაუმატეთ.

კალიუმის ფეროციანიდს სხვა სასარგებლო თვისებაც აქვს. მაგალითად, მას წარმოებაში პიგმენტის მისაღებად და აბრეშუმის შესაღებად იყენებენ. ეს ნივთიერება ქიმიურ რეაქციებს ანელებს და ფერის შენარჩუნებას აუმჯობესებს. ზუსტად ასე კალიუმის ფეროციანიდი გარეცხილი ნივთის ფერს ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, გავლებისას დამატებული მარილი პირსახოცის ხალისიანი ფერებით გვახარებს.

სარეცხ მანქანაში დამატებული მარილი აბრაზიულ მოქმედებას ასრულებს. მარილის კრისტალები გახსნამდე ფხვნილის ნარჩენების აქაფებას ასწრებს, ამასთან პირსახოცს ხეხავს. ოღონდ აბრაზიული ნაწილაკები სარეცხი მანქანის ცვეთას აჩქარებს. გირჩევთ, რომ სარეცხისთვის სპეციალური პლასტმასის ბურთები გამოიყენოთ.

რატომ არის საშიში მარილის გამოყენება რეცხვისას – მარილის უპირატესობებზე უკვე ვისაუბრეთ. დროა, ნაკლოვანებებიც გავიხსენოთ. როგორც ვთქვით, მარილის კრისტალები აბრაზიულია. სანამ წყალში ბოლომდე გაიხსნება, სახეხივით მოქმედებს და თანდათან მანქანის მექანიზმს აზიანებს. მარილი კოროზიას ხელს უწყობს. ავტომობილის მძღოლებს ჰკითხეთ, რამდენად სწრაფად ლპება მანქანა ზამთარში მარილმოყრილ ქუჩაზე გავლის შემდეგ. არ გაგიკვირდეთ, თუ ერთ მშვენიერ დღეს სარეცხი მანქანის დოლურა წითური ლაქებით დაიფარება ან მისი ჯვარედი დაზიანდება.

თუ სარეცხ საშუალებაზე ფულის დაზოგვა გსურთ, მარილი მხოლოდ ხელით რეცხვის დროს გამოიყენეთ. სარეცხი მანქანა ექსპერიმენტების ადგილი არაა. ხალხური საშუალებებით ფხვნილსა და სარეცხ საშუალებაზე ფულის დაზოგვას ნამდვილად შეძლებთ, ოღონდ ძველის შეკეთება ან ახალი მანქანის ყიდვა დანაზოგზე ძვირი დაგიჯდებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს