მე მქვია ნატა, ვარ 50 წლის. მთელი ცხოვრება ბავშვზე ვოცნებობდი, მაგრამ დაორსულება მხოლოდ 50 წლის ასაკში მოვახერხე. ახლა კი აბორტის გაკეთებას ვაპირებ. რატომ?უბრალოდ, არ მინდა ჩემმა მეგობრებმა, ნაცნობებმა, კოლეგებმა და ექიმებმაც კი დამცინონ. ბოლოს და ბოლოს, ამ ასაკში უკვე ბებიები ხდებიან.ბავშვზე და იმაზე, რომ ოდესმე დედა გავხდები, ყოველთვის ვოცნებობდი. 22 წლის ასაკში გავთხოვდი. ჩემი ქმარიც ნატრობდა შვილს, მაგრამ თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე ვერ ვორსულდებოდი.
მე და ჩემი მეუღლე ბევრ ექიმთან ვიყავით, ვიმკურნალეთ, დავდიოდით ეკლესიაში, მაგრამ არაფერმა გვიშველა.შემდეგ გადავწყვიტეთ ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება. რამდენიმე მცდელობა გვქონდა, ბევრი ფულიც დავხარჯეთ.ხელოვნური განაყოფიერების ბოლო მცდელობა გვქონდა, როდესაც 40 წლის ვიყავი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. შემდეგ მე და ჩემი ქმარი შევეგუეთ ხვედრს, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ბედი არ იყო მშობლები გავმხდარიყავით.
ამის შემდეგ მე და ჩემმა ქმარმა დავიწყეთ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრება. ბევრი მეგობარი გვყავს, ბევრს ვმოგზაურობდით და ვმუშაობდით. ბავშვების გარდა ყველაფერი გვქონდა.შემდეგ კი მოულოდნელად დავორსულდი. გინეკოლოგმა, რომელიც წლების განმავლობაში ჩემი მეგობარი და ძალიან ახლობელი ადამიანი გახდა, მითხრა:
– ეს შენი შანსია! შენ მთელი გულით გინდოდა დედა გამხდარიყავი! ახლა კი გაქვს ასეთი შესაძლებლობა. შენ ჯანმრთელი ხარ, შენი ქმარიც მხნედ არის. ფინანსურად არ გიჭირს, გაქვს ბინაც და მანქანაც. თქვენს შვილს არაფერი გაუჭირდება. რა გითხრა ქმარმა, როცა გაიგო, რომ აბორტის გაკეთება გინდოდა?
„მე არ მითქვამს, რომ ორსულად ვარ. ჩვენ უკვე დავხურეთ ეგ საკითხი. ჩემი ქმარი 58 წლისაა. რა ბავშვზე შეიძლება ვისაუბროთ ამ ასაკში? სამწუხაროა, რომ აქამდე ვერ მოვახერხეთ. ეს სულ მცირე ხუთი წლის წინ რომ მომხდარიყო, მაშინ აუცილებლად გავაჩენდი შვილს. ახლა კი აღარ მინდა ამის გაკეთება. გვიანია!”
ჩემი გინეკოლოგი არ მეთანხმება. ის ამბობს, რომ არ ვიფიქრო იმაზე, თუ რას იტყვის ხალხი და უნდა ვეცადო გავხდე დედა, გავხდე ბედნიერი.მაგრამ მე აღარ მინდა გარისკვა. ჩემთვის საზოგადოებრივი აზრი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ახალგაზრდობაში ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული და შემეძლო სისულელეების გაკეთება. ახლა კი არ მინდა ასეთი ბებერი დედა ვიყო. არ მინდა ჩემი შვილის ბებიად ჩამთვალონ…