რჩევები, როგორ გაწმინდოთ ძველი და ჭუჭყიანი პლასტმასის სკამი. ახალივით ანათებს

0
1028

პლასტმასის სკამები ბაღისთვის, ტერასისა თუ აივნისთვის ძალიან კომფორტული ავეჯია. მსუბუქია და ადგილიდან ადგილზე მარტივად შეგიძლიათ გადაიტანოთ, ადვილად იწმინდება და სწრაფად შრება, არ იჟანგება. დროთა განმავლობაში ბაღში დატოვებული პლასტმასის სკამი ძლიერ შეიძლება გაჭუჭყიანდეს, ხოლო ღია ფერის სკამი გაყვითლდეს და ლაქებით დაიფაროს. როგორ გავწმინდოთ პლასტმასი და დავუბრუნოთ სითეთრე? Paparazzi გიზიარებთ გამოცდილ მეთოდებს, რომელთა დახმარებით სკამს წარმატებით გარეცხავთ.

რომელი სარეცხი საშუალებები გამოვიყენოთ პლასტმასის სკამის გასაწმენდად – პლასტმასის სკამების ბიუჯეტური კატეგორია საკმაოდ რბილი და თხელი პლასტმასისგან მზადდება. სწორედ ამიტომ, აბრაზიული ფხვნილის, უხეში ჯაგრისის ან ღრუბლის გამოყენებას არ გირჩევთ. ასე ზედაპირი დაიკაწრება. მხოლოდ ნაზი ხსნარები გამოიყენეთ. მათ მომზადებას სახლში შეძლებთ.

  • ჭურჭლის სარეცხი საშუალება მსუბუქი ჭუჭყისთვის – „ზარმაცებისთვის“ უმარტივესი ვარიანტია. ასევე მათთვის, რომელთა პლასტმასის სკამი თითქმის სუფთაა და მხოლოდ მტვრის მოშორება სჭირდება. ჭურჭლის სარეცხი საშუალება წყალში გახსენით და სკამი რბილი ღრუბლით გახეხეთ.
  • სარეცხი ფხვნილი და სოდა ჩამჯდარი ლაქებისთვის – ეს ვარიანტი ჩამჯდარი ლაქებისთვის გამოგადგებათ. როგორ გავწმინდოთ პლასტმასის სკამი, რომ ნაკაწრები არ დარჩეს? 2 ჭიქა თბილ წყალს 1 ს/კ სარეცხი ფხვნილი და 1 ს/კ სოდა დაუმატეთ და კარგად გახსენით. სკამი გარეცხეთ. თუ ძალიან ჭუჭყიანია, ხსნარი წაუსვით, რამდენიმე საათით გააჩერეთ, შემდეგ ჩამორეცხეთ.
  • ძმრიანი ხსნარი ობისთვის – თუ პლასტმასის სკამზე ტენიანობის გამო ობი გაჩნდა, მის მოსაშორებლად ძმარი გამოიყენეთ. 1 ნაწილ უფერო 9%–იან ძმარს 3 ნაწილი სუფთა წყალი დაუმატეთ. პულვერიზატორში ჩაასხით და ობიან ადგილებს შეასხურეთ. 20-30 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ფხვნილით და სოდით ან ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გაწმინდეთ.

როგორ გავწმინდოთ პლასტმასის სკამი სწორად – სწორად გასაწმენდად მხოლოდ საშუალება მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს. გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, როგორ გაწმინდოთ პლასტმასის სკამი, რომ ეს ორჯერ ან ძალიან დიდხანს არ გააკეთოთ:

  1. ზედა ნაწილიდან დაიწყეთ, რომ მთელი წყალი ქვემოთ დაიწუროს;
  2. ჯერ მოაშორეთ მთელი მტვერი და ჭუჭყი, რომელიც ადვილად შორდება;
  3. შეაფასეთ, სად არის ჩამჯდარი ლაქა და ამ ადგილებისთვის სოდა სარეცხ ფხვნილთან ერთად გამოიყენეთ.
  4. თუ სკამი ბაღში დგას, შლანგით სარეცხი საშუალება კარგად ჩამორეცხეთ.
  5. ფრთხილად იყავით, რომ ჭურჭლის სარეცხმა საშუალებამ ან სარეცხმა ფხვნილმა გაზონზე ან მცენარეზე ნეგატიურად არ იმოქმედოს.
  6. სარეცხი საშუალება ფილაზე ან ბეტონზე ჩამორეცხეთ.
  7. წყალს დაწურვა აცადეთ და სკამი მიკროფიბრის პირსახოცით კარგად გაამშრალეთ. ასე სკამზე წვეთები და ზოლები არ დარჩება.

როგორ მოვაშოროთ პლასტმასის სკამს სიყვითლე – თეთრი პლასტმასის სკამი ხშირად სიყვითლით იფარება, რომელიც უნდა მოიშოროთ. ამ შემთხვევაშიც გამოცდილი რეცეპტი არსებობს. ჟანგბადის მათეთრებელი შეიძინეთ. ის ნაკლებად აგრესიულია, ვიდრე ქლორის მათეთრებელი, ამიტომ დიდხანს მოქმედებს. სამაგიეროდ, გაზონს და მცენარეს არ აზიანებს, კოროზიას არ იწვევს და პლასტმასს არ ჭამს.

  1. ნახევარი ჭიქა ჟანგბადის მათეთრებელი (ფხვნილის სახით იყიდება) 1 ვედრო წყალს დაუმატეთ.
  2. ფხვნილს გახსნა აცადეთ, პერიოდულად აურიეთ.
  3. ღრუბლით ხსნარი ყვითელ ლაქებს და ჭუჭყს წაუსვით.
  4. მინიმუმ 20 წუთით გააჩერეთ. ზოგჯერ უფრო დიდხანს დატოვეთ, სანამ არ გაშრება.
  5. ღრუბლით ლაქებიანი ადგილი კიდევ ერთხელ დაამუშავეთ. რეზინის ხელთათმანები აუცილებლად გაიკეთეთ.
  6. ხსნარი კარგად ჩამორეცხეთ და სკამები მშრალი პირსახოცით ან მიკროფიბრის ქსოვილით გაამშრალეთ.

ამ მეთოდების გამოყენებით პლასტმასის სკამს გარეცხავთ, ჩამჯდარ ლაქებს და სიყვითლეს მარტივად მოაშორებთ. სცადეთ და შედეგს ნახავთ!