მე მქვია ნანა. გათხოვილი ვარ და დედამთილთან ერთად ვცხოვრობ.ქორწილის შემდეგ თავის ოროთახიან ბინაში ცხოვრება შემოგვთავაზა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავთანხმდით, რადგან ნაქირავები საცხოვრებლის ფული არ გვქონდა.ვიფიქრეთ, რომ უფრო მეტს ვიმუშავებდით, მერე კი ბინას ვიქირავებდით. ხუთი წელია უკვე, რაც ერთად ვცხოვრობთ.ძალიან კარგად ვარ დედამთილთან. ის მშვენიერი ქალია, მეხმარება სამზარეულოში, ერთად ვამზადებთ, ვალაგებთ, სასეირნოდაც კი ერთად დავდივართ. ის ძალიან კეთილი და სათნო კარგია.
დედამთილს კარგი შემოსავალი აქვს, ამას დამატებული პენსიაც, ფულს რაციონალურად ხარჯავს. ცდილობს შეიძინოს პროდუქცია ფასდაკლებით, ზოგჯერ ვადაგასულიც. ყიდულობს მხოლოდ იაფ წამლებს და ბაზარშიც კი ფეხით დადის, რომ ზედმეტი ფული არ დახარჯოს. კიდევ კარგი ბაზარი არც ისე შორს არის და დედამთილს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.ერთ დღეს მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ აღგვენიშნა ჩვენი ერთობლივი ცხოვრების ხუთი წელი.
ჩვენი ხელფასები არც თუ ისე მაღალია, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ მეგობრები და ახლობლები დაგვეპატიჟებინა.დედამთილის ბინა სარემონტოა, გავაკეთეთ კოსმეტიკური რემონტი. მე და ჩემს მეუღლეს გვინდოდა გვეყიდა ახალი ავეჯი სამზარეულოსთვის, მგრამ ფული არ გვეყო ამისთვის.ამიტომ სტუმრებს ვთხოვეთ, რომ საჩუქრების მაგივრად ფული ეჩუქებინათ. ყველა დათანხმდა. დადგა დღესასწაულის დღე. ყველა სტუმარმა მოგვცა ფული, კარგად გავერთეთ. ძალიან გვიხაროდა, მაგრამ დედამთილმა ფული არ მოგვცა. როცა ყველა სტუმარი წავიდა, ღიმილით ვუთხარი, რომ კონვერტის მოცემა დაავიწყდა.მან კი მითხრა, რომ საერთოდ არ აპირებდა ფულის მოცემას.
- თქვენ ჩემთან ცხოვრობთ და მე დაგეხმარებით ყველაფერში! ვამზადებ, ვასუფთავებ. ასე რომ, ჩემი დახმარება ჩემი საჩუქარია თქვენთვის!
- ძალიან კარგია, რომ გვეხმარები, უღრმესი მადლობა. უბრალოდ ჩვენ გვინდა ვიყიდოთ ავეჯი თქვენი სამზარეულოსთვის!
- არ ვარ ვალდებული ფული მოგცეთ! – შებრუნდა და წავიდა.
არადა ძალიან ვცდილობდი ხოლმე მესიამოვნებინა, ხშირად ვუცხობდი საყვარელ ნამცხვარს. როცა მისი მეგობრები მოდიოდნენ, სუფრას ვუწყობდი და ვმასპიძლობდი.როცა ავად იყო, ყოველთვის ვუვლიდი, კომუნალურ გადასახადებს თავად ვიხდით. არასდროს ვეკამათებოდი. მან კი ასე უკმეხად მიპასუხა! ახლა ავეჯისთვის თანხა აღარ გვყოფნის.ამის შესახებ ჩემს ქმარს ვუთხარი და მან მითხრა:
– არ ინერვიულო! რაღაცას მოვახერხებთ!მართლაც, ორი თვის შემდეგ შევძელით საჭირო თანხის დაგროვება და შევიძინეთ სასურველი ავეჯი. ახლა ძალიან სასიამოვნოა სამზარეულოში შესვლა. დედამთილს ისე ვეკონტაქტები, როგორც ადრე. თითქოს არაფერი მომხდარა.
თუმცა, წყენა გულში მაინც დამრჩა…