ბებია მუდმივად სიმულირებს შეტევებს. მე და დედა მაშინვე მივდივართ ხოლმე, რადგან გვეშინია მართლა არ ჭირდეს რამე.

438

მე მქვია ლიკა. მყავს მოხუცი ბებია. ის მარტო ცხოვრობს და აღმოაჩინა თავისებური გასართობი: ჯერ მე მირეკავს, მერე დედაჩემს და ტირის, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობს და კვდება.მე და დედა სასწრაფოდ გავრბივართ ხოლმე სანახავად. ნახევარი საათის შემდეგ კი ბებია უცებ გამოჯანმრთელდება და ჩაის მოსატანად მიდის.ჩვენ უკვე ძალიან დავიღალეთ ამით. მაგრამ ყოველთვის მივდივართ: გვეშინია, რომ უცებ სიმართლე აღმოჩნდეს და მართლა ცუდად იქნება.

ბებიას კი ალბათ აკლია ყურადღება, მოწყენილია. ამიტომ მირეკავს და გვეუბნება, რომ ცუდად არის.ეს რომ პირველად მოხდა, შაბათს, დილის ხუთ საათზე, ბებიასთან გიჟებივით გავვარდით. მას კი უბრალოდ ოდნავ მაღალი წნევა ჰქონდა.სასწრაფოს გამოძახება გვინდოდა, მაგრამ ბებიამ უარი თქვა და ფაქტიურად ნახევარ საათში თავი უკეთ იგრძნო. შემდეგ მიგვიპატიჟა ჩაის დასალევად წარმოუდგენლად გემრიელი ნამცხვრებთან ერთად, რომელიც გუშინ უყიდია. მაგრამ ისე ვინერვიულეთ, აღარაფერი გვინდოდა. მივხვდით, რომ ბებია უბრალოდ მოწყენილი იყო და აკლდა კომუნიკაცია.

ის გვირეკავს სამუშაო დღეებში, საღამოს და დილით ადრე. ჩივის, რომ თავს ცუდად გრძნობს, ძლივს გასაგონად ლაპარაკობს.მე და დედა ყველაფერს გვერდზე ვდებთ და ბებოსთან მივიჩქარით. გვინდოდა გამოკვლევაზე წაგვეყვანა, მაგრამ კატეგორიულ უარს ამბობს.ერთხელ მაინც დავურეკეთ ექიმს და სახლში მოვიყვანეთ. მან ბებია გასინჯა და თქვა, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმალურადაა, ასაკის გათვალისწინებით. გვირჩია, უფრო ხშირად მოვინახულოთ, მაგრამ ისედაც ხშირად ვსტუმრობთ და ვნახულობთ.

ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქის მეორე მხარეს. სამსახურის შემდეგ, უბრალოდ, ძალა არ მაქვს მასთან წასასვლელად. აი, შაბათ-კვირას კი ყოველთვის მოვდივართ.დედას სურდა ბებია თავისთან წაეყვანა, მაგრამ ის კატეგორიულ უარს ამბობს ბინის დატოვებაზე. ვცადეთ ბებიასთან სერიოზულად დალაპარაკება, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

ყოველ ჯერზე, როცა ბებია მირეკავს ვხვდები, რომ იგონებს ცუდად ყოფნას, მაგრამ მეშინია, რამე რომ მოუვიდეს არასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს