უძლიერესი სავედრებელი ლოცვა, რომელიც რთულ წუთებში უნდა წაიკითხოთ

35396

თითოეულ ადამიანს ცხოვრებაში აქვს მომენტი, როცა მაღალი ძალების დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. ამ დროს უფალს მხარდაჭერისთვის მივმართავთ. ამაში სავედრებელი ლოცვა დაგეხმარებათ. გამოუვალ სიტუაციაში შეუცვლელი დამხმარე გახდება. წაიკითხეთ და ნახეთ, რა მოხდება მალე. Paparazzi გთავაზობთ ლოცვის ტექსტს, რომელიც რთულ წუთებში გიშველით.

უძლიერი ლოცვა დახმარების სათხოვნელად – არის სიტუაციები, როცა ხელს ვიქნევთ და სასოწარკვეთილს მხოლოდ ტირილი გვინდა. ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არაა და წინსვლა საჭირო არაა. ლოცვა სწორედ ამ მომენტებისთვის არსებობს, რომ არ დანებდეთ და უფლის მხარდაჭერა მოიპოვოთ. უფლის დახმარებით ნებისმიერ დაბრკოლებას გაუმკლავდებით. მთავარია, გულწრფელად ილოცოთ და სიტყვები გულიდან წარმოთქვათ.

„მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი. მაკურთხე უფალო და შემწე მეყავ მე, ცოდვილს, აღსრულებასა ზედა ამის საქმისასა სადიდებელად შენდა. უფალო, იესუ ქრისტე, ძეო მხოლოდშობილო დაუსაბამოისა მამისაო, შენ სთქუ ყოვლადწმიდითა ბაგითა შენითა: ვითარმედ გარეშე ჩემსა არცა ერთი რაჲ ძალგიძსთ. უფალო ჩემო, უფალო, რწმენით მომიცავს გულსა და სულსა შინა ჩემსა შენ მიერ თქმული, შეუვრდები სახიერებასა შენსა: შემეწიე მე ცოდვილს, რათა საქმეჲ ესე, ჩემ მიერ დაწყებული განვასრულო შენ მიერ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათათა, ამინ.“

ლოცვა დღითი-დღე სათქმელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ წმ. ფილარეტ მოსკოველი მიტროპოლიტისა: „უფალო, არა ვუწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი არს ჩემდა სახმარ. გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის, ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა. მამაო! მეც მონასა შენსა – რაიცა არცაღა მე ვუწყი რაი ვითხოვო. არა თავს ვიდებ კადნიერებასა თხოვად ჯვარისა, გინა ნუგეშინისცემისა. მხოლოდღა წარდგომილ-ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს. ხედავ შენ საჭიროებასა ჩემსა, რომელსა მე ვერ ვხედავ! ხედვიდე და იქმოდე ჩემთანა მოწყალებისაებრ შენისა! მომწყლავდე და განმკურნებდე მე, დამცემდე და აღმადგინებდე. ვჰკრთი და უსიტყველ ვიქმნები წინაშე წმიდისა ნებისა შენისა და მიუწვდომელისა განგებულებისა შენისა. თავსა თვისსა მსხვერპლად შენდა შემოვსწირავ. მიგენებები შენ. არარაი მაქუს სურვილი, გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი. მასწავე მე ლოცვაი შენი – თვით შენ ილოცვიდე თავსა შორის ჩემსა. ამინ.“

სასოწარკვეთილების მომენტში თვალები დახუჭეთ, მთელი ტვირთი მოიშორეთ და გული მადლით აივსეთ. ლოცვა რწმენით წაიკითხეთ. ამის შემდეგ სულისა და სხეულისა ძალით ავსებას იგრძნობთ. უფალი თქვენს ლოცვას შეისმენს და დაგეხმარებათ. მხოლოდ წრფელი და სუფთა ზრახვებით უნდა მიმართოთ. ლოცვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ წაიკითხოთ. ძლიერი ლოცვაა, ამიტომ ბოროტად არ გამოიყენოთ. უფალი ხომ ჯადოსნური ჯოხი არაა, რომელიც ნებისმიერ ახირებას შეასრულებს. პრობლემების მოგვარების შემდეგ ეკლესიაში წასვლა არ დაგავიწყდეთ. უფალს მადლობა გადაუხადეთ, რომ დახმარების ხელი გამოგიწოდათ. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენც სხვებს უნდა დაეხმაროთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს