ყველა დილეტანტი შეცდომას უშვებს, როცა მეტალოპლასტმასის ფანჯარა ზამთრის რეჟიმზე გადაყავს

0
760

ჯერ არ აცივებულა, მაგრამ მომზადება უკვე უნდა დაიწყოთ. ოთახის თბოიზოლაციის ბევრი მეთოდი არსებობს. ერთ–ერთი მთავარი მეთოდი ფანჯარაა. თუ სათანადო ზომებს არ მიიღებთ, ფანჯრიდან სითბოს 20% დაიკარგება. ეს არ გჭირდებათ. გიამბობთ, რა არის ფანჯრის ზამთრის რეჟიმი და როგორ დავაყენოთ სწორად. Paparazzi გასწავლით, როგორ შეინარჩუნოთ სითბო სახლში. ზამთრისთვის ერთად მოვემზადოთ!

ფანჯრის ზამთრის რეჟიმი – პირველ რიგში, გავარკვიოთ, რა განსხვავებაა ფანჯრის ზაფხულისა და ზამთრის რეჟიმებს შორის. საქმე ფანჯრის დახურვისა და ნაკერების პირაპირების სიმჭიდროვეს ეხება. სტანდარტულად, ფანჯარა ნეიტრალურ მდგომარეობაშია. ამ რეჟიმში ფანჯრიდან ცოტა ჰაერი გადის. სიტყვაზე, ეს რეჟიმები ყველა პლასტმასის ფანჯარას აქვს. ერთი სქემის მიხედვით ნებისმიერი ფანჯარა შეგიძლიათ მოაწყოთ. გავარკვიოთ, როგორ გავაკეთოთ სწორად.

ფანჯრის დარეგულირება – ამ მარტივი პროცედურისთვის მხოლოდ ექვსწახნაგა გასაღები დაგჭირდებათ. ფანჯარას ყურადღებით დააკვირდით. ყველა ექსცენტრიკი იპოვეთ. ეს პატარა დეტალია ფანჯრის ჩარჩოში, რომელიც ტრიალის ხარჯზე მის მდგომარეობას არეგულირებს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ექსცენტრიკს დაატრიალებთ, ფანჯარა რეზინის ნაკერს უფრო მეტად ან ნაკლებად მჭიდროდ მიეკვრება. ყველა ამ დეტალის მოძიება მნიშვნელოვანია. მათ განსხვავებული რაოდენობა შეიძლება ჰქონდეს. ფანჯარას 4-დან 8–მდე ასეთი დეტალი შეიძლება ჰქონდეს. მთელი ფანჯარა შეამოწმეთ. თუ ყველა ექსცენტრიკი იპოვეთ და საჭირო გასაღები მოარგეთ, მაშინ დარეგულირება დაიწყეთ. ექსცენტრიკზე ნაჭდევს იპოვით. ისე მოატრიალეთ, რომ ნაჭდევი ქუჩის მხარეს იყოს მიმართული. ასე ფანჯარა ნაკერს მჭიდროდ მიეკვრება და გარეთ ნაკლები ჰაერი გავა.

მთელი სიმართლე ფანჯრის ზამთრის რეჟიმის შესახებ – ფანჯრის დარეგულირების ამ მეთოდის შესახებ ბევრმა იცის. წლები ზამთრის და ზაფხულის რეჟიმებზე საუბრობენ. ცოტამ თუ იცის, რომ სინამდვილეში არანაირი ზამთრის და ზაფხულის რეჟიმი არ არსებობს. ეს ინტერნეტის მომხმარებლებმა მოიგონეს და არა ფანჯრების მწარმოებლებმა. მაშინ ამის შესახებ თავიდანვე გვეტყოდნენ. ასეა? ზემოთ აღწერილი მეთოდი ნამდვილად ეფექტურია და მისი გამოყენება შეგიძლიათ, მაგრამ არა ასე რადიკალურად. სისტემა განკუთვნილია იმისთვის, რომ ფანჯრის დახურვის სიმჭიდროვე აუცილებლობის შემთხვევაში დაარეგულიროთ. ზოგჯერ ფანჯრის მონტაჟის შემდეგ ჩარჩოსა და ფანჯარას შორის ღრეჩო რჩება. ამ შემთხვევაში, უბრალოდ უნდა დაარეგულიროთ. რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ასეთი ღრეჩო, განსაკუთრებით ზამთარში არ იყოს.

ფანჯრის დათბუნვა – სინამდვილეში, თუ მეტალოპლასტმასის ფანჯარა სწორად დამონტაჟებულია, დამატებითი დათბუნვა არ სჭირდება. მხოლოდ რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ, რომ უკეთესი ეფექტი მიიღოთ. პირველ რიგში, ფანჯარა რეგულარულად შეამოწმეთ, მტვერი და ჭუჭყი მოაშორეთ და მექანიზმები შეზეთეთ. მეორეც, სიმჭიდროვეს ყურადღება მიაქციეთ და დროულად შეცვალეთ. საგდულების დახურვის სიმჭიდროვე მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაარეგულიროთ.

ეს ყველაფერია, რაც მეტალოპლასტმასის ფანჯრის შესახებ უნდა იცოდეთ. დილეტანტების მთავარი შეცდომა არ დაუშვათ და ნუ დაუჯერებთ ყველაფერს, რასაც ინტერნეტში ნახავთ. ცივი სეზონის დადგომამდე ფანჯრები დეტალურად შეამოწმეთ და სითბოთი ისიამოვნეთ. გათბობის ბატარეების შემოწმება და დამატებითი გათბობის წყაროების მომარაგება არ დაგავიწყდეთ. ცივი ზამთრისთვის წინასწარ მომზადებას გირჩევთ.