ანიტას მთელ ქონებას სთავაზობდნენ, მაგრამ სანაცვლოდ სერიოზული ნაბიჯი უნდა გადაედგა

1703

ზოგჯერ ცხოვრება ზურგს გვაქცევს. ვფიქრობთ, რომ ფეხქვეშ მიწა გვეცლება, უსიამოვნებები ერთმანეთს მოსდევს. დღევანდელი ისტორიის გმირიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფიქრობდა, რომ გამოსავალი არ ჰქონდა, მაგრამ უნიკალური შანსი თავისით გამოჩნდა. Paparazzi გიამბობთ გოგონას უჩვეულო ისტორიაზე, რომელმაც უცნაური წინადადება მიიღო.

რთული მდგომარეობა – ანიტა ტიროდა და ვაჟას ვედრებით უყურებდა. „ახლა რა გავაკეთოთ?“ – სლუკუნებდა ქალი. ვაჟამ მხოლოდ ჩაიცინა: „თავად არ იცი? ზრდასრული ქალი ხარ. აი, ფული, საავადმყოფოში წადი და მოაგვარე.“ მოულოდნელობისგან გაოგნდა. როგორ შეუძლია ამის თქმა. ეს ხომ მისი შვილია, მაგრამ ვაჟა მსგავს რამეს არ გრძნობდა. ანიტა მიხვდა, რომ აქ არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა. ფული სახეში ესროლა და სახლში გაიქცა.

ვაჟა რამდენიმე თვის წინ გაიცნო. უზომოდ შეუყვარდა. თავად ვერ შეამჩნია, როგორ გაჩაღდა მათი ურთიერთობა. აი, ტესტმა აჩვენა, რომ ორსულადააა. ათასი რამ გაიფიქრა, რომ ახლახანს ახალი სამსახური იშოვა. მშობლებს უნდა უთხრას, მაგრამ აღფრთოვანებული არ იქნებიან. დედა ყოველთვის ეუბნებოდა, რომ ჯერ კარიერა მოეწყო და შემდეგ გათხოვებაზე ეფიქრა. მას დაოჯახებაც არ ელოდა. მშობლებს დასვენების დღეებში ესტუმრა. მამა თევზს წვავდა. დედა თევზს ვერ იტანდა, ამიტომ მამა ამზადებდა, ხოლო დედა საოჯახო საქმისგან ისვენებდა. ანიტა მაშინ მოვიდა, როცა თევზი თითქმის მზად იყო. თევზის სუნზე ცუდად გახდა და სააბაზანო ოთახში გაიქცა. მშობლები ანერვიულდნენ. ყველაფრის მოყოლა გადაწყვიტა. დედა ჯერ ყვიროდა და კიცხავდა, მაგრამ შვილის ცრემლების დანახვისას გული მოულბა. ძლიერ ჩაეხუტა და უთხრა: „მაპატიე, ძვირფასო, არ იტირო. შენი ნერვიულობა არ შეიძლება. მე და მამა არ მიგატოვებთ, ყოველთვის შენს მხარეს ვიქნებით. ბავშვს ერთად  გავზრდით“.

ახალი პრობლემები – ანიტამ ჯანმრთელი გოგონა გააჩინა. ერთად ცხოვრება დაიწყეს, ასე უფრო მარტივი იყო. მშობლები კარგ ფულს შოულობდნენ, ამიტომ ანიტა სამსახურში გასვლას არ ჩქარობდა. თან ახალგამომცხვარ ბებიას შვილიშვილის ბაღში ნაადრევად მიყვანა არ სურდა. ყველაფერი ჩვეული ტემპით გრძელდებოდა, მაგრამ ერთ დღეს უბედურება ეწვიათ. ანიტას მამა პირდაპირ სამსახურიდან საავადმყოფოში წაიყვანეს. ინსულტი დაემართა. სიარული და ლაპარაკი შეწყვიტა. მათი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა. მამის სამკურნალოდ, ბავშვის მოსავლელად და უბრალოდ საარსებოდ ფული სჭირდებოდათ. მხოლოდ ხელფასი და მოკრძალებული დახმარება არ ყოფნიდათ. ანიტამ სამსახურში გასვლა გადაწყვიტა, როგორც კი ქალიშვილი 1,5 წლის გახდებოდა. ბაღში უნდა მოეწყო და ოფისში დაბრუნებულიყო. მის არ ყოფნაში უფროსი შეიცვალა. იმდენი სანერვიულო ჰქონდა.

ბაღში პრობლემები არ შექმნია. ბავშვი მაშინვე მიიღეს, მაგრამ ძალიან პატარა იყო და ხშირად ავად ხდებოდა. ანიტას დედამ სამსახურიდან წამოსვლა და სახლში ქმრის და შვილიშვილის მოვლა გადაწყვიტა. ანიტას გული ეკუმშებოდა იმის გაფიქრებაზეც, რომ ავადმყოფი შვილის სახლში დატოვება უწევდა, მაგრამ ესმოდა, რომ ახლა ოჯახის მთავარი მარჩენალი იყო.

სამსახურში ეფექტურად დაბრუნდა. ახალ უფროსს თავისი უნარები მაშინვე აჩვენა. კვარტალური ანგარიშის ჩაბარების დრო მოვიდა. რაღაც არ ემთხვეოდა, მაგრამ ვერავინ ხვდებოდა, სად იყო შეცდომა. ანიტა გვიან საღამომდე ოფისში იჯდა, რომ ყველაფერი დაესრულებინა. როგორც იქნა შეცდომა იპოვა. ყველაფერი დაასრულა და სახლში წავიდა. ფეხით მიდიოდა და ჩქარობდა. მის გვერდით ახალი უფროსის ავტომობილი გაჩერდა. „დაჯექით, წაგიყვანთ“. ანიტა დაჯდა და უფროსმა საუბარი გააგრძელა: „რატომ ხართ აქ ასე გვიანობამდე? სამსახურიდან მოდიხართ? ხომ მოგეცით უფლება, რომ ნაკლები გემუშავათ“.

ანიტამ უამბო, რომ ანგარიში დაასრულა. მან შეაქო და გაუხარდა, რომ შეცდომა იპოვეს. მანქანა მისი სახლის წინ გაჩერდა. ქალს გადასვლა სურდა, მაგრამ კარი დაბლოკილი აღმოჩნდა. ოდნავ შეიშმუშნა და მანქანიდან გაშვება სთხოვა. მამუკა არ ჩქარობდა. მძიმედ ამოისუნთქა და უთხრა: „ანიტა, თქვენთან საქმიანი წინადადება მაქვს“. ანიტამ მამუკას ეჭვის თვალით შეხედა. „ვიცი, რომ ახლა რთული პერიოდი გაქვთ. პატარა შვილი გყავთ. კოლეგები ამბობენ, რომ მამაც სერიოზულად ავადაა. იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ყალბი ცოლი გახდეთ. ჩემთან საცხოვრებლად გადმოხვალთ, თქვენს შვილს ვიშვილებ. სანაცვლოდ ფულს მიიღებთ. ქორწინება ნამდვილი არ იქნება, ჩვენს შორის არაფერი მოხდება, გპირდებით“ – გააგრძელა მამაკაცმა.

ასეთმა შეთავაზებამ გააოგნა. „მაგრამ ეს რაში გჭირდებათ, რატომ მე?“. მამუკამ აუხსნა, რომ ბიზნესისთვის ღირსეული ოჯახის ქონა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ გამოუვიდა. თავის წარუმატებელ ქორწინებაზე, ღალატსა და ტყუილზე გულწრფელად უამბო, ასევე იმაზე, რომ შვილების ყოლა არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, შვილიანი ქალი სჭირდება.

რთული ვითარება და წარმატებული გარიგება – იმ საღამოს არაფერი უპასუხა, მაგრამ კაცის გულწრფელობა მოეწონა. სახლში მივიდა. დედა სამზარეულოში ღამის შუქზე იჯდა. ანიტამ პირველად შეამჩნია, როგორ დაბერდა დედა ბოლო წლებში. მხიარული ქალისგან თითქმის არაფერი იყო დარჩენილი. იჯდა და ითვლიდა, რამდენი იყო საჭირო მამის წამლებზე. როგორც ჩანს, ხარჯი ბიუჯეტს აღემატებოდა. მამას ახლა რეაბილიტაცია სჭირდება, შემდეგ გვიანი იქნება. ამ წამს მიხვდა, რომ უფროსთან გარიგება მისი ერთადერთი ვარიანტი იყო.

იმავე საღამოს დედას ყველაფერი უამბო. დედა დიდხანს უარზე იყო, სთხოვდა, რომ საკუთარი თავი მსხვერპლად არ გაეღო, მაგრამ ანიტამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. რთული მდგომარეობა გამოსავალს არ უტოვებს. ასე ოჯახისთვის უკეთესი იქნება. ამ გზის დასაწყისში მხარი დაუჭირეს, ახლა მათ ვერ მიატოვებს. მეორე დღეს მამუკას დაელაპარაკა. მალე იქორწინეს. გოგონამ სამსახური მიატოვა და გულმოდგინე დიასახლისი გახდა, რომ საზოგადოების თვალში კარგად გამოჩენილიყო. შეთანხმდნენ, რომ ეს ორი წელი გაგრძელდებოდა და ამის შემდეგ გოგონა გათავისუფლდებოდა. ანა, ანიტას ქალიშვილი, იშვილა და განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი იყო. ჟურნალისტები ამ ისტორიას რამდენიმე თვე განიხილავდნენ. ანიტამ მდიდარი კაცის ცოლის როლი მოირგო. მასთან ერთად მიღებებზე დადიოდა, პარტნიორებთან თავაზიანობას იჩენდა. ფულის მიღებისთანავე მამის რეაბილიტაცია გადაიხადა. მისი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. რთული მდგომარეობა უკან დარჩა. ანიტა მიღებულ გადაწყვეტილებაზე აღარ ფიქრობდა. ეს ერთადერთი ვარიანტი იყო.

ბედნიერი დასასრული – მათი ყალბი ოჯახის შექმნიდან 1 წელი გავიდა. მშვიდად ცხოვრობდნენ. ანიტას ქმრის აღარ ეშინოდა და მას უფროსივით აღარ ექცეოდა. გრძნობდა, რომ მოწონდა კიდეც, მაგრამ ცრუ იმედების მოშორებას ცდილობდა. ერთ–ერთ საღამოს მამუკას საქმიანი პარტნიორის რესტორნის გახსნის ბანკეტზე იმყოფებოდნენ. ერთი ჩვეულებრივი წვეულება იყო. სანამ არ გაიგონა ნაცნობი ხმა, რომელიც ეძახდა. ვაჟა დაინახა. გული შეეკუმშა. „ანიტა, ეს შენ ხარ? რამდენი წელი გავიდა. ეს ვინაა?“– ჰკითხა ვაჟამ. მამუკამ შეამჩნია, რომ ცოლი გაფერმკრთალდა და ინიციატივა აიღო. „ანიტას მეუღლე ვარ. გვაპატიეთ, მაგრამ უკვე წასვლას ვაპირებდით“.

პასუხს არ დაელოდა, ცოლი მანქანაში ჩასვა და სასწრაფოდ წავიდა. რამდენიმე კვარტალის შემდეგ ჰკითხა: „კარგად ხარ? ვინ იყო?“. ანიტამ ყველაფერი უამბო, რაც მოხდა. ატირდა, როცა უამბობდა, რომ ვაჟა ბავშვის მოსაშორებლად ფულს სთავაზობდა. მამუკამ მოულოდნელად აკოცა. ანიტა ამას არ ელოდა, მაგრამ უპასუხა, რადგან თავადაც ეს სურდა. თავი უკან გადაწია და თვალებში ჩახედა: „მაპატიე, შენი შეშინება არ მინდოდა. უბრალოდ შენთან თავს კარგად ვგრძნობ. არა მხოლოდ შენი უფროსი, არამედ საყრდენი და მფარველი მინდა გავხდე. მოდი, ნამდვილად ერთად ვიყოთ“. ანიტას გაეღიმა: „არადა მითხარი, რომ ნამდვილი ოჯახი არ გვეყოლებოდა.“

კარგია, როცა ამბავი ბედნიერად სრულდება. ეს თანამედროვე ზღაპარს ჰგავს. რთული მდგომარეობის მიუხედავად ყველაფრის შეცვლის შანსი გამოჩნდა. ზოგჯერ რეალურ ცხოვრებაშიც ასე ხდება. მხოლოდ უკეთესის რწმენა არ უნდა დაკაგოთ და არ დანებდეთ. რას ფიქრობთ ამაზე?