ბავშვი ბაღში წასვლაზე ისტერიულად უარს ამბობდა, მაგრამ დედა საბავშვო დაწესებულებაში შეიჭრა

0
12338

რა გავაკეთოთ, თუ ბავშვს ბაღში წასვლა არ სურს? ლეას თერაპევტის სიტყვები გაახსენდა: „3 წლისას რთული პერიოდი იწყება. უბრალოდ უნდა გაუძლოთ“. მაშინვე ვერ მოიფიქრა, რომ შვილის თითოეულ ქცევას კონკრეტული მიზეზი აქვს და ბაღში წასვლის სურვილის უქონლობასაც სერიოზული საფუძველი აქვს. შვილის ქცევა არ იცვლებოდა, ამიტომ დედამ სიტუაციის გარკვევა გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ მიზეზი ბავშვში არაა. როგორ დასრულდა ეს ჭკუის სასწავლებელი ისტორია, Paparazzi–ის სტატიაში გაიგებთ.

ბავშვს ბაღში წასვლა არ სურს – „ახლახანს ჩემი შვილი 3 წლის გახდა. როცა 2,5 წლის იყო, კერძო საბავშვო ბაღში შევიყვანე. უნდა მემუშავა, სხვა გზა არ იყო. დიტოს ბაღში მოწონდა, არ ჭირვეულობდა და ზოგჯერ წამოსვლაც არ სურდა. ახლახანს ყველაფერი შეიცვალა. შვილმა დილის ისტერიკების მოწყობა დაიწყო. ბაღში წასვლაზე კატეგორიულად უარს ამბობდა. მიზეზი ვერ გავარკვიე, უბრალოდ ტიროდა და მთხოვდა, რომ სახლში დავეტოვებინე. პირველად ოჯახის ექიმთან დაკავშირება გავიფიქრე. იქნებ რა ხდება?

ექიმმა ბავშვი გასინჯა, ყველაფერი გამომკითხა. ფიზიკურად კარგად იყო. „3 წლისას ბავშვის ცხოვრებაში რთული პერიოდი იწყება. უბრალოდ უნდა გაუძლოთ“ – ექიმმა მხოლოდ ეს მითხრა. როგორც სულელმა დავუჯერე და ბაღში მისი წაყვანა გავაგრძელე. ყოველი დილა ორივესთვის ტანჯვა იყო. ვხედავდი, რომ დიტო უკეთ არ ხდებოდა. გადავწყვიტე აღმზრდელთან გასაუბრება და გარკვევა, როგორ იქცევა ჩემი შვილი ბაღში.

ბავშვის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვანია – აღმზრდელი მარწმუნებდა, რომ დიტო ნორმალურად იქცევა. თითქოს ცვლილებები ვერ შეამჩნია. ამან არ დამამშვიდა. გადავწყვიტე ბაღში მოულოდნელად მივსულიყავი და მენახა, რა ხდებოდა სადილის დროს. ალბათ, დედის გულმა მიგრძნო, რომ ასე უნდა მოვიქცე, ან უბრალოდ დამთხვევაა. ნანახმა შოკში ჩამაგდო. მშობლებს დღისით ბაღში ყოფნა საერთოდ ეკრძალებათ. შემიძლია მოვიდე და ბავშვი წავიყვანო, მაგრამ სათამაშო ოთახში ან სასადილოში შესვლა არ შეიძლება. ამაზე არასდროს ვკამათობდი, რადგან თავად არ მსურდა, რომ შვილის გვერდით ვინმე უცხოს ევლო. მაგრამ მოვედი და სასადილოსკენ თავდაჯერებულად გავწიე. ოთახი დერეფნისგან დიდი მინის კედლით გამოყოფილია. ბავშვებს შორის ჩემი ბიჭი ადვილად ვიპოვე. მაგიდასთან ხელებგადაჯვარედინებული იჯდა. უცნობი აღმზრდელი დიტოს უყვიროდა და საჭმლის ძალით ჭმევას ცდილობდა.

ცხადია, რომ ბავშვს ჭამა არ სურდა, მაგრამ ეს ქალი არ ჩერდებოდა. ჩემს შვილს ძველებურად უყვიროდა, ის მხოლოდ ტიროდა. ამ მომენტში ვერ მოვითმინე და ოთახში შევვარდი. „რატომ უყვირი ჩემს შვილს და ძალით აჭმევ? ხომ გითხრა, რომ მაძღარია!“ – ხმამაღლა ვიყვირე. დიტოს ხელი მოვკიდე და მისი დამშვიდება დავიწყე. გაუხარდა, რომ მოვედი. ჩემს ნახვას არ ელოდა.

ამას აღმზრდელებთან სერიოზული საუბარი მოჰყვა. პირველ რიგში, არ მესმოდა, რატომ აჭმევდა ჩემს შვილს უცხო ადამიანი. ასე არ უნდა იყოს. მეორეც, რატომ აიძულებდნენ ჩემს შვილს ჭამას და უყვიროდნენ! ბავშვს ბაღში წასვლის სურვილი უმიზეზოდ არ უქრება. ახლა ყველაფერი დალაგდა. ჩვენი აღმზრდელი დიდხანს ბოდიშებს იხდიდა და დამპირდა, რომ სიტუაციას გააკონტროლებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იმ უსიამოვნო ადამიანის მიმართ პირველი საჩივარი არ იყო. შედეგად, გაათავისუფლეს. ჩემი შვილი ბაღში ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. რა კარგია!“

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – ბავშვის ნებისმიერ ნეგატიურ რეაქციას მიზეზი აქვს. თუ მოულოდნელად ბაღში წასვლაზე უარს ამბობს, ეს პრობლემა უნდა მოაგვაროთ. აღმზრდელი ბავშვის პირად საზღვრებს და სურვილებს პატივს უნდა სცემდეს. ძალადობა ნორმალური არაა.