მე მქვია სერგი. მყავს უმცროსი ძმა ლაშა. რადგან უფროსი ვარ, მშობლებმა ბავშვობიდან მასწავლეს, რომ ძმას ყოველთვის ყველაფერში უნდა დავეხმარო. მითხრეს, რომ ის იყო სუსტი, გულუბრყვილო, პატარა. ყოველთვის ვუჯერებდი ჩემს მშობლებს და მუდმივად ვზრუნავდი ლაშაზე. მაშინაც კი, როცა დავქორწინდი და შვილები მეყოლა.ლაშა კი გამუდმებით სხვადასხვა უსიამოვნებებში ხვდებოდა: ხან ციხეში მოხვდა, ან ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო და მე უნდა მემკურნალა. გამუდმებით მიწევდა ადვოკატის აყვანა და ამანათების მიტანა ციხეში.
- რა უბედურია ჩვენი ლაშა! მას ისეთი კარგი გული აქვს და დახმარება სჭირდება! ხედავ რა ცუდი მეგობრები ჰყავს? შეძლებ უყიდო ძმას ახალი ბინა? – მკითხეს მშობლებმა, როდესაც ის მორიგი პატიმრობიდან უნდა გამოსულიყო.
გამიჭირდა, მაგრამ სესხი ავიღე და ძმისთვის სახლი ვიყიდე, რათა მას ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება ჰქონოდა. იქნებ დაქორწინდეს და შეცვალოს ცხოვრების წესი, მაგრამ ლაშა არ ჩქარობდა ოჯახის შექმნას. ისევ ჩაიდინა ქურდობა და ისევ ციხეში აღმოჩნდა.ასე გადიოდა წლები. ძალიან გამიჭირდა ოჯახის რჩენა, შვილების აღზრდა და ამავდროულად მშობლების და ლაშას დახმარება.
შემდეგ კი ძალიან ცუდად გავხდი და საავადმყოფოში მოვხვდი. გულის შეტევა მქონდა. მშობლები მოვიდნენ ჩემთან და მთხოვეს ანდერძის დაწერა. მითხრეს, ლაშა არ დაივიწყოო. საავადმყოფოში ნოტარიუსის მოსაყვანადაც კი იყვნენ მზად. ეს რომ ჩემმა ექიმმა გაიგო, მშობლებს სთხოვა წასულიყვნენ და მითხრა:
- მისმინე, სერგი, მეც მყავდა ასეთი ძმა. გულის შეტევა მქონდა და ჩემი ძმის ბრალი იყო. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულშია.
- შენს ძმას რა დაემართა? – ვკითხე მე.
ექიმმა განაგრძო:
- არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე! ჩემს ძმას აღარ ველაპარაკები. როდესაც გულის შეტევით საავადმყოფოში მოვხვდი, ჩემს ძმას ნამუსი არ ეყო და გამქურდა, მან ჩემი მანქანა მოიპარა! ამის მერე ჩემს ძმას აღარ ველაპარაკები. უკვე შვიდი წელია არ მინახავს და საერთოდ არ მაინტერესებს როგორ ცხოვრობს. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ოჯახს მეტ ყურადღებას ვაქცევ. ჩემი ძმის პრობლემების გარეშე, ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი და ადვილი გახდა…
ამის შემდეგ ექიმი წავიდა. მე ვიწექი და ვფიქრობდი, რომ ექიმი მართალი იყო.მე არ დავწერე ანდერძი. თუ მოვკვდები, მაშინ ყველაფერი ჩემს შვილებს დარჩებათ. აღარ ვურთიერთობ ლაშასთან, ის ისევ ციხეშია. ჩემი მშობლები ძალიან განაწყენდნენ ჩემზე, მაგრამ არაუშავს – გადავიტან!ბევრად უკეთ ვგრძნობდი თავს და სამსახურში ყველაფერი იკეთ გამომდიოდა. რატომ უნდა ვიყო პასუხისმგებელი ჩემს ძმაზე, რომელიც უკვე 53 წლისაა? ის არის ზრდასრული ადამიანი და თავის ქმედებებზე თავად აგოს პასუხი.
ახლა ჩემთან ყველაფერი კარგადაა. მადლობა ექიმს, რომელმაც არა მარტო განმკურნა, არამედ გონებაც გამინათა. ის ძალიან დამეხმარა ჩემი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.