ჩვენი შვილი უკვე ზრდასრული ადამიანია. მან და მისმა მეუღლემ ჩვენი შანტაჟი დაიწყეს. ჩვენ უნდა გამოგვესყიდა ჩვენი შვილის წილი ჩვენივე ბინაში. ამის გამო საშინელი ჩხუბი გვქონდა…
მე და ჩემს მეუღლეს ყოველთვის გვიკვირდა, რომ არიან მშობლები, რომლებიც შვილებს საერთოდ არ ეხმარებიან. მე და ჩემი ქმარი ვფიქრობდით, რომ ეს არასწორი იყო. შვილების უნდა დავეხმაროთ, რა თქმა უნდა ჩვენი შესაძლებლობებისა ფარგლებში.მე და ჩემს მეუღლეს ორი შვილი გვყავს. ჩვენ დავეხმარეთ მათ კარგი განათლების მიღებაში. მერე კარგი ქორწილებიც გადავუხადეთ და მიუხედავად იმია, რომ ორივეს საკუთარი ოჯახი აქვს, ხშირად ვეხმარებით. ვფიქრობთ, რომ ეს სწორია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს საკმარისი არ იყო!ცოტა ხნის წინ ჩემი შვილი და მისი მეუღლე მოვიდნენ ჩვენთან და ძალიან უსიამოვნო თემა წამოჭრეს. ოთარმა თქვა:
- რადგან ამ ბინაში არის ჩემი წილი, მინდა გავყიდო, რადგან არ გვაქვს საკმარისი თანხა ახალი ბინის შესაძენად! მყიდველიც ვიპოვეთ. ის მზადაა იყიდოს ჩემგან ჩემი წილი.
- რას ლაპარაკობ, შვილო! როგორ გავყიდოთ! როგორ ვიცხოვროთ ერთ ბინაში უცნობებთან? რა სისულელეა?
- დედა, ყველაფერი კარგად იქნება! იყავით ისე, როგორც მეზობლები ცხოვრობენ და ეს არის. ჩვენ უნდა ვიყიდოთ უფრო დიდი ბინა!
- კარგი, თუ გსურთ თქვენი წილის გაყიდვა – გაყიდეთ. ჩვენ არ შეგიშლით ხელს. უბრალოდ ნება მოგვეცით მოგვყიდოთ ეს ნაწილი ისევ ჩვენ! მე მოვიწვევ რეალტორს და ის შეაფასებს სახლს.
ვაჟი და რძალი დამთანხმდნენ:
- ძალიან კარგი, მშვენიერი გადაწყვეტილებაა!ჩვენი ბინა არ არის დიდი და მდებარეობს ძალიან ძველ კორპუსში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ არც თუ ისე ძვირად შეფასდა და წილიც ცოტა გამოვიდა. ყველაფერი მალევე გავაფორმეთ და თანხა შვილს მივეცით.ოთარი უსიამოვნოდ გაკვირვებული იყო, როცა თავისი ფული მიიღო, ანა საერთოდ შოკში ჩავარდა. მან ჯერ ქმარს მოუწყო სკანდალი, შემდეგ კი ჩემთან მოვიდა.
- როგორ არ გრცხვენიათ, ქალბატონო ირინა! ასე ცოტა თანხა გვეკუთვნოდა ბინიდან?
- მან მიიღო იმდენი, რამდენადაც რეალტორმა შეაფასა ბინის მისი ნაწილი.
- ეს შენი საკუთარი შვილია! მეტი უნდა გადაგეხადათ! მოსიყვარულე მშობლები საერთოდ, მთლიანდ დაგვიტოვებდნენ ამ ბინას! მაგრამ შენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ!
- ანა, შენ უკვე საკმაოდ გათავხედდი! ჩვენ ყოველთვის გეხმარებოდით! წადი სახლში და უთხარი ჩვენს შვილს, რომ ბოდიში მოგვიხადოს თქვენი ამაზრზენი საქციელის გამო! მანამდე კი აღარ გაგვეკაროთ!
- ჩვენ თვითონაც არ გვინდა თქვენი ნახვა და მოსმენა! – მომაძახა რძალმა.
ანა წავიდა და კარები გაიჯახუნა.
მე და ჩემი ქმარი შოკში ვიყავით. თურმე ანას და ოლეგს ეგონათ, რომ ქალაქის გარეუბანში ვიყიდდით პატარა ბინას და ამ ბინას მთლიანად მივცემდით.რატომ უნდა გაგვეკეთებინა ეს? რატომ უნდა ვიცხოვროთ სიბერეში ცუდ პირობებში? რატომ უნდა შევიცვალოთ საცხოვრებელი? ჩვენ ხომ მიჩვეულები ვართ ჩვენს სახლს?
კარგი, რძლისგან არ მიკვირს, მაგრამ როგორ შეეძლო ჩვენს შვილს ამის გაკეთება? ჩვენ ხომ ის სულ სხვანაირად გავზარდეთ?