ხავერდას ყოველ წელს ვთესავ. ყვავილის სამკურნალო თვისებები და გამოყენების მეთოდები

498

ხავერდა ერთი შეხედვით უბრალო კლუმბს ხელოვნების ნიმუშად აქცევს. ჯადოსნური ყვავილი თვალს დიდი ხნით ახარებს. ივნისიდან პირველ ყინვამდე ყვავილობს. ხავერდა არა მხოლოდ ლამაზი ყვავილია. მას ხალხურ მედიცინაში აქტიურად იყენებენ. მისი დახმარებით სხვადასხვა უსიამოვნების განკურნება და ორგანიზმის გაძლიერება შეიძლება. Paparazzi ამის შესახებ დეტალურად გიამბობთ.

სახლის ხავერდა – ხავერდა ჩვენთან შორეული მექსიკიდან ამერიკის აღმოჩენის შემდეგ შემოვიდა. საოცარი მცენარე ბევრ სასარგებლო თვისებას აერთიანებს. არა მხოლოდ ხალხურ მედიცინაში, არამედ კოსმეტოლოგიასა და კულინარიაში გამოიყენება. გამოცდილი მებოსტნეები ყვავილს კვლებში რგავენ, რომ მოსავალი მავნებლებისგან დაიცვან.ხალხურ მედიცინაში ყვავილის წყლის ნაყენი გამოიყენება როგორც შარდმდენი, ოფლმდენი ან ანტიჰელმინთური საშუალება. ხავერდის ჩაის დიარეის და კუჭის კოლიკის დროს სვამენ. მექსიკელი ინდიელები ხავერდის ნაყენს მეძუძურ დედებში ლაქტაციის გასაძლიერებლად და რევმატიდული ტკივილის შესამცირებლად იყენებენ. ინდოეთში ხავერდის ახალდაწურული ფოთლების წვენით ეგზემას მკურნალობდნენ.

საინტერესოა, რომ თანამედროვე მეცნიერება ხავერდის სამკურნალო თვისებებს არ უარყოფს. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ყვავილს ტკივილის შემცირება, ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება და იმუნიტეტის გაძლიერება შეუძლია.ამ ყვავილიდან ნაყენი და ფიტოჩაი შეგიძლიათ დაამზადოთ. მაგალითად, თუ მხედველობის პრობლემები გაქვთ, გამაძლიერებელი სასმელი შეგიძლიათ მოამზადოთ. ამისთვის 500 მლ მდუღარე წყალი 1 ჩ/კ მწვანე ჩაის და 2 ხავერდის ყვავილს დაასხით. ასევე 3 ყვავილი გულყვითელა, 2 ფოთოლი ჭინჭარი, 1 ახალი ფოთოლი მიწავაშლა და 2 ტოტი პიტნა დაუმატეთ. 30 წუთით გააჩერეთ. წყალში გაზავებული სასმელი მთელი დღის განმავლობაში დალიეთ. გარდა ამისა, სითხე თვალის გასაწმენდად შესაფერისია.შაქრიანი დიაბეტის საწყის სტადიაზე კუჭქვეშა ჯირკვლის მდგომარეობაზე დადებითი მოქმედებით სისხლში შაქრის რაოდენობის შემცირება შეუძლია. ხავერდის ნაყენი ღვიძლის გაჯანსაღებას ხელს უწყობს.

ხავერდის გამოყენების მეთოდები – თუ მხედველობის გაუმჯობესება გსურთ, ხავერდი უბრალოდ შეჭამეთ. დღეში 3 პატარა ყვავილი საკმარისია. პროფილაქტიკისთვის 1 თვე საკმარისია. მცენარე მხედველობაზე ძლიერ გავლენას ახდენს, რადგან მასში კაროტინოიდი ლუთეინი შედის, რომელიც კატარაქტის განვითარების რისკს ამცირებს. ეს ნივთიერება ნარინჯისფერ ბოსტნეულში, ისპანახში, ნიახურში, პარკოსანსა და სხვა პროდუქტშიც გვხდება.თუ მოდუნება და დაძაბულობის მოხსნა გსურთ, ხავერდის ნახარშით აბაზანა მიიღეთ. მცენარეს დამამშვიდებელი თვისებები აქვს. სტრესის და შფოთვის დროს შესანიშნავი საშუალებაა.

მისი ყვავილი ინჰალაციისთვის შესაფერისია. სუნთქვას გაგიმარტივებთ. 5 ყვავილით ჩაი მოადუღეთ. ჩაიდანი პირსახოცში შეფუთეთ და 5 წუთით გააჩერეთ. სითხე ღრმა თასში ჩაასხით და ყვავილის ორთქლი პირსახოცის ქვეშ ისუნთქეთ. 5-7 წუთი საკმარისია, რომ შვება იგრძნოთ.ყვავილი არა მხოლოდ ნედლი, არამედ ხმელიც გამოსადეგია. ხმელი ყვავილი ჩაის დაუმატეთ და სხვადასხვა უსიამოვნების დროს პროფილაქტიკისთვის დალიეთ. მაგალითად, ჩვენთან ყვავილს ახმობენ და ფქვავენ, ნარევს იმერულ ზაფრანას უწოდებენ. სა სანელებელი ქართულ სამზარეულოში შეუცვლელია. ხმელი სუნელის შემადგენლობაში შედის. საცივსა და ხარჩოს აუცილებლად უმატებენ.

თუ ბუნებაში დასვენებას გეგმავთ და კოღოსი გეშინიათ, კოცონში რამდენიმე ხავერდის ყვავილი ჩააგდეთ. ყვავილი დაიწვება და გამოყოფს განსაკუთრებულ არომატს, რომელიც საძულველ მწერს მოგაშორებთ.შეგიმჩნევიათ, რომ სახლის კვერცხს გაჯერებული ყვითელი ფერი აქვს? მსგავსი ფერის მისაღებად ქათმის საკვებს ხავერდას უმატებენ. რამდენიმე ახალი ყვავილის ფურცელი წითელი ბორშის ფერს და არომატს აუმჯობესებს. სცადეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს