მე მქვია ლელა. მე და ჩემმა მეუღლემ ცოტა ხნის წინ ვიყიდეთ ბინა ახალ კორპუსში. ჩვენს კორპუსში წესრიგს იცავდა კონსიერჟი, სახელად ანა, რომელიც ძალიან ყურადღებიანი იყო. მისი გარეშე, ვერავინ შევიდოდა სადარბაზოში.მე და ჩემი მეუღლე ძალიან კარგად ვცხოვრობდით. მან ყველაფერი იცოდა ჩემს შესახებ, მე კი მის ყველა მეგობარს ვიცნობდი.
გავიდა ექვსი თვე და ჩემი ქმარი მივლინებაში გაგზავნეს. სამი დღის შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ მისი საუკეთესო მეგობარი უნდა მოსულიყო ჩვენთან. სოსო ჩვენს ქორწილში მეჯვარე იყო და ძალიან ხშირად გვეხმარებოდა.მას საქმეზე მოუწია ჩვენს ქალაქში ჩამოსვლა. გვიან საღამოს მოვიდა და ანამ მაშინვე ჰკითხა, სად მიდიოდა, რომელ ბინაში.
სოსოს ვუმასპინძლე, მისი ნივთები გავაუთოვე და საძინებელში მოვათავსე. მეორე დილით ის თავის საქმეზე წავიდა, მე კი სამსახურში. ანამ უკმაყოფილო მზერით გამაცილა.სოსომ ყველა საქმე მოაგვარა და რესტორანში დამპატიჟა. შემდეგ კი სახლში დავბრუნდით. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა, ძალიან მატკინა ფეხები და სოსომ ხელი მომკიდა, რომ არ წავქცეულიყავი. ეს იყო აბსოლუტურად მეგობრული ჟესტი. მაგრამ ანამ რომ დაგვინახა, სხვანაირი დასკვნები გამოიტანა.
სოსო მეორე დილით წავიდა და მე ჩემს საფოსტო ყუთში ვიპოვე ანონიმური წერილი, რომელშიც ეწერა, რომ 300 დოლარი კონვერტში ჩამედო და მესამე სართულზე, 12-ე ბინის კართან, ხალიჩის ქვეშ დამეტოვებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი ქმარი გაიგებდა, რომ საყვარელი მყავს.როგორ გამეცინა! კონვერტში ყალბი ფული ჩავდე და კონვერტი მითითებულ ადგილას დავდე. ჩემი მეგობარი მესამე სართულზე ცხოვრობდა. მივედი მასთან და ყველაფერი მოვუყევი. დავიწყეთ თვალთვალი, თუ ვინ მოვიდოდა კონვერტის ასაღებად.
ათი წუთის შემდეგ დავინახე ანა, რომელიც მე-12 ბინის კართან ტრიალებდა.უნდა გენახათ მისი სახე, როცა მიხვდა, რომ ყალბი ფული იდო კონვერტში. მე და ჩემმა მეგობარმა ბევრი ვიცინეთ და სახლში წავედით. მაშინვე ქმარს დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი. მანაც ბევრი იცინა.
როდესაც სახლში დაბრუნდა, მითხრა, რომ ანა შეხვდა შემოსასვლელში და შეატყობინა, რომ მის არყოფნაში საყვარელი მყავდა მოპატიჟებული სახლში.საღამოს მე და ჩემი მეუღლე რესტორანში წავედით. ანას რომ ჩავუარეთ, ძალიან გაბრაზებული თვალებით გვიყურებდა.
ვერაფერი გაიგო და იმის მერე აღარ გველაპარაკება…