3 შვილის გამჭრიახმა დედამ ცივი ზამთრისთვის მომარაგება უკვე დაიწყო

0
357

ყველა იმაზე საუბრობს, რომ წინ რთული ზამთარი გველის და წინასწარ უნდა მოვემზადოთ. სასურველია, უკვე დაიწყოთ. სწორად შეგროვებული ზამთრის მარაგი ცივი სეზონისთვის მომზადებასა და შფოთვის შემცირებაში დაგეხმარებათ. Paparazzi გიამბობთ, რა უნდა მოიმარაგოთ ზამთრის დაწყებამდე.

ზამთრის მარაგი – პირდაპირ გეტყვით, რომ პანიკა და მაღაზიაში ყველაფრის შეძენა არ ღირს. ხშირად ადამიანი მაღაზიაში დაუფიქრებლად ყველაფერს ყიდულობს. ასე მხოლოდ ფულს გაფლანგავთ. თავადაც ბევრჯერ შემიცოდავს. დღემდე მაცივარში დევს პაშტეტი, რომელიც თვეების წინ შევიძინე. პირველი წესი: ხელში მოხვედრილი პროდუქტი არ იყიდოთ, არამედ ოპტიმალური სია შეადგინეთ. განვიხილოთ კატეგორიები.

კვების პროდუქტები – აქ გულმოდგინება საჭირო არაა. ახლა მაღაზიაში ბევრი პროდუქტია და მისი შეძენა ზამთარშიც არ გაგიჭირდებათ. აი, ზოგიერთი პროდუქტი შეიძლება გაძვირდეს. საბითუმო ბაზრობაზე ან მაღაზიაში შეიძინეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და მზესუმზირის ზეთი. ამ პროდუქტებს ხშირად ვიყენებთ, ამიტომ ზედმეტი არ იქნება. ბევრი შეიძინეთ, ასე კარგად დაზოგავთ. მოგვიანებით ნერვიულობა არ მოგიწევთ, რომ სახლში რაღაც არაა. ამ სიაში შედის მარცვლეული, რომელსაც რეგულარულად მიირთმევთ. შენახვის წესი აუცილებლად დაიცავით, რომ ჩრჩილი არ გაჩნდეს. თავად განსაზღვრეთ, მარცვლეულის მომარაგება გჭირდებათ თუ არა.

კონსერვებიც შეგიძლიათ შეიძინოთ. მაგალითად, ხორცის, თევზის და ბოსტნეულის კონსერვი. ეს პროდუქტები დიდხანს ძლებს, არ ფუჭდება. რამდენიმე ნიუანსი არსებობს. პირველ რიგში, შეაფასეთ, რამდენად აქტუალურია თქვენთვის. მეორეც, იყიდეთ მხოლოდ ის კონსერვები, რომლებიც მოგწონთ და შეჭამთ. ზამთრის მარაგი სწორად უნდა შეაგროვოთ. ბევრი ექსპერტი გირჩევთ მშრალი პროდუქტების ყიდვას, რომლებიც დიდხანს ინახება. ასეთია ჩაი, ყავა, ორცხობილა, კანფეტები და ჩირი. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. თავად განსაზღვრეთ, რა დაგჭირდებათ. თუ პროდუქტი ხელმისაწვდომია, მის მომარაგებას აზრი არ აქვს.

მედიკამენტები – საკითხს ინდივიდუალურად მიუდექით. მთელი აფთიაქის შეძენა არ ღირს. წამლებს შეზღუდული ვადა აქვს. ცოტა შეიძინეთ, რომ მოგვიანებით არ გადაყაროთ. წამლების ყუთში რევიზია ჩაატარეთ და თუ აუცილებელია, შემატეთ ტკივილგამაყუჩებელი, კუჭის და გულის წამლები. სურდოს დროს დასალევი წამლები მოიმარაგეთ. სეზონზე გაძვირდება. აქაც ფანატიზმის გარეშე. მოიმარაგეთ წამლები, რომელთაც რეგულარულად სვამთ. წამლების ყუთი შეავსეთ სტერილური ბინტით, ხელთათმანით, იოდით, სპირტით, წყალბადის ზეჟანგით და ბაქტერიციდული პლასტირით. საჭირო ნივთია. სხვა წამლები სიტუაციის მიხედვით შემატეთ.

გათბობა – ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი. სახლის დათბუნვაზე აუცილებლად იზრუნეთ. ფანჯრები ხვრელების არსებობაზე შეამოწმეთ, შემამჭიდროებელი გამოცვალეთ. იგივე კარებს ეხება. გათბობის თბოგადაცემის გაზრდაზე იზრუნეთ. ელექტროსაბანი შეიძინეთ, თუ შესაძლებელია.

გარდერობი შეამოწმეთ. თუ აუცილებელია თბილი პიჟაკი, თერმოთეთრეული, შალის წინდები და სვიტერი შემატეთ. სახლში შეიძლება გრილოდეს, ამიტომ ტანსაცმლით უნდა გათბეთ. რამდენიმე თბილი საბანი ან პლედი ზედმეტი არაა. მომარაგება თამამად დაიწყეთ.

ეს ყველაფერია, რაც მომავალი ზამთრისთვის დაგჭირდებათ. სია თქვენი ჩვევის, ადგილის და რეგიონის, ასევე ფინანსური შესაძლებლობის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. ყველაფრის შეძენა აუცილებელი არაა, მნიშვნელოვანია, რომ თქვენთვის ყველაზე აუცილებელი იყიდოთ.