50 წლის ფერმერმა ქალმა თავისი ფიგურით ინტერნეტი შოკში ჩააგდო. ყველა ცდილობს მისი საიდუმლოს გაგებას…

145

ამერიკელი ჯენიფერ კინგი ინტერნეტში ცნობილია, როგორც “ფერმერი ჯენი”. ქალი რეგულარულად დებს ინტერნეტში ვიდეოებს, რომლებსაც მილიონობით ადამიანი უყურებს. წელიწადში იგი 100 ათასამდე დოლარს გამოიმუშავებს იმის დამსახურებით, რომ მაყურებლებს აძლევს მაგალითს: 50 წლის ასაკშიც კი შეიძლება ჯანმრთელი და ლამაზი სხეული გქონდეთ.

ადამიანებს უბრალოდ არ სჯერათ, რომ ჯენიფერმა უკვე ნახევარ საუკუნეს გადააბიჯა. მოუსვენარი ფერმერი ახლაც დაიტრაბახებს თავისი ფიგურითა და მუცელზე რკინის კუბიკებით.

-“ახლა თავს გაცილებით უფრო ძლიერად და ლამაზად ვგრძნობ, ვიდრე ოდესმე!” – გვიზიარებს შთაბეჭდილებებს ჯენი. ქალი დარწმუნებულია: მისი ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება სპეციალისტების მიერ შედგენილი მძიმე ძალისმიერი ვარჯიშების პროგრამა. სპორტით ფერმერი ბავშვობიდანაა დაკავებული, თუმცა აქამდე დროს მხოლოდ აერობიკასა და სირბილს უთმობდა.

View this post on Instagram

#bansheemoon #over50 #fiftyplus #pirateboots #farmgirl

A post shared by Bansheemoon (@thebansheemoon) on

ჯენი ოცდაათ წელს იყო გადაცილებული, როცა პირველად სცადა რკინის აწევა, თუმცა, ამ სავარჯიშოებს მაშინა არასერიოზულად აღიქვამდა და იდეა თავიდან მოიშორა. ჯენიფერი ისევ დაუბრუნდა ჰანტელებსა და მძიმე წონებს 8 წლის წინ. ახლა იგი თითქმის ყოველდღე აბრუნებს უზარმაზარ საბურავებს და ურტყამს მათ უროთი.

დღეს სპორტსმენი ქროსფიტსა და ძალისმიერ სავარჯიშოებს აკეთებს მონაცვლეობით. ჩვეულებრივ, იგი სპორტ-დარბაზში ვარჯიშობს, ხოლო, როცა ამის დრო არ აქვს, მიმართავს მაღალინტენსიურ ინტერვალურ ვარჯიშს, ჰანტელების ნაკრების გამოყენებით.

როცა ჯენიფერს დიეტის შესახებ ეკითხებიან, იგი უბრალოდ მხრებს იჩეჩავს. ქალი, ძირითადად, თევზითა და ბოსტნეულით იკვებება. აი, ნახევარფაბრიკატებსა და ტკბილეულზე, განსაკუთრებით, შაქრის მაღალი შემცველობით, მას ტაბუ აქვს დადებული.

2012 წელს ჯეისონმა, ჯენიფერის ქმარმა, დაარწმუნა იგი, გაეზიარებინა თავისი ისტორია ინტერნეტ-მომხმარებლებისთვის. მას შემდეგ, ფერმერის გვერდი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. “არასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემს ასაკში ინტერნეტ-ვარსკვლავად ვიქცეოდი!” – ხუმრობს სპორტსმენი.

View this post on Instagram

#donskoy #donsphynx #1966 From Patreon video

A post shared by Bansheemoon (@thebansheemoon) on

-“შუა ხნის ასაკის კრიზისი? ეს მე არ მეხება. წლებთან ერთად უნდა გაიზარდო და დაბრძენდე, ყოველ ნაოჭზე კი არ უნდა ინერვიულო.” – ამტკიცებს ჯენი. ყველაზე მეტად, ფერმერის თქმით, მას თაყვანისმცემლებისგან მიღებული წერილები შთააგონებს. ადამიანები ხშირად აღიარებენ, რომ სწორედ ჯენის მიბაძეს და გადაწყვიტეს, საკუთარ ცხოვრებაშიც შეეტანათ ცვლილებები.

ქვემოთ იხილავთ ვიდეონაკრებს, რომელშიც ჯენიფერის არხის ყველაზე საინტერესო მომენტებია თავმოყრილი.

ენერგიული ფერმერი დარწმუნებულია: სპორტით რეგულარული დაკავების გარეშე, მას ასეთი ფიგურის შენარჩუნება არ გამოუვიდოდა. მისი თქმით, ძალისმიერი ვარჯიშები აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც უნდა, ახალგაზრდობა დიდხანს შეინარჩუნოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს