არ ვიცი რა გავაკეთო. 55 წლის ასაკში ქმარმა მიმატოვა. მე კი ძალიან მეშინია მარტოობის.

7123

უბრალოდ ცრემლი გამიშრა, იმდენი ხანი   ვტიროდი. ძალიან დავიღალე, დავღალე მეგობრები ჩემი მუდმივი ჩივილით და კვნესით. მე კი ისეთი დიდი მწუხარება მაქვს და ვერ ვუმკლავდები – ქმარმა მიმატოვა.

ერთად ვერცხლის ქორწილი აღვნიშნეთ, ერთი თვის შემდეგ კი სხვა ქალთან წავიდა. გვყავს ქალიშვილი, ის 24 წლისაა. ალისა ძალიან შორს ცხოვრობს. ხუთი წლის წინ დაქორწინდა, ჰყავს სამი წლის ვაჟი და ახლა ჩემი მეორე ბავშვზეა ორსულად.მე და ჩემი მეუღლე კარგად ვცხოვრობდით, არასდროს ვჩხუბობდით. ბუნებით ძალიან რბილი და მშვიდი ადამიანი ვარ. ჩემს ქმარს კი ეს ნამდვილად არ მოსწონდა. ის მთვლიდა სუსტ და უნებისყოფო ადამიანად.

სანიმუშო ოჯახი გვქონდა. არასოდეს მიმიცია ჩემს ქმრისთვის ეჭვიანობის საბაბი, არც ის მღალატობდა. როდის მოახერხა საყვარლის გაჩენა, არც კი ვიცი.ჩვენი პირველი ჩხუბი მაშინ დაიწყო, როცა წონაში მოვიმატე. ჩემს ქმარს ეს არ მოსწონდა. დავიწყე ნაკლები ჭამა, დავჯექი დიეტაზე, ვვარჯიშობდი, მაგრამ ამან არაფერი შეცვალა. წონაში მაინც ვიმატებდი.მივედი ექიმთან და აღმოჩნდა, რომ ძალიან ძლიერი ჰორმონალური უკმარისობა მქონდა. დამინიშნეს აბები, მაგრამ მათ შემდეგ კიდევ უფრო დავიწყე გასუქება.

შემდეგ ქმარმა მეგობართან ღამისთევით დაიწყო სიარული. ამბობდა, რომ მშენებლობაში ეხმარებოდა.ბოლოს კი აღიარა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში თავის საყვარელთან დადიოდა. მითხრა, რომ აღარ ვუყვარდი, რადგან სხვა ქალი გაიცნო: ენერგიული, ახალგაზრდა, გამხდარი.წასვლისას იმდენი ვიტირე, ვეხვეწე დარჩენა, მაგრამ ის მაინც წავიდა. ჩემს ქალიშვილს ვუთხარი ჩემი პრობლემის შესახებ. ის ძალიან შეწუხდა, მაგრამ ჩემთან ვერ ჩამოვიდა, მალე უნდა იმშობიაროს. ან რას შეცვლის მისი ჩამოსვლა?

ახლა მარტო ვცხოვრობ დიდ ბინაში, მაგრამ თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობ. ვიცი, რომ ჩემი ქმარი არასოდეს დამიბრუნდება: ის ძალიან ამაყია, უკან არ დაიხევს, თან მე უბრალოდ მოვბეზრდი.ვიცი, რომ ჩემი ქმარი და მისი საყვარელი კარგად არიან. ის ჩუქნის ყვავილებს და ძვირფას საჩუქრებს. მე კი აღარ მინდა ცხოვრება, ვერაფერს ვაკეთებ.Რა უნდა გავაკეთო? ერთდროულად მიყვარს და მძულს ჩემი ქმარი.თან ძალიან ცოტაა იმის შანსი, რომ სხვა მამაკაცი ვიპოვო

გამოდის, რომ სიბერეს მარტო შევხვდები…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს