მეუღლეს რომ ცოლად გავყევი, დირექტორი იყო, ეხლა კი დაცვის უბრალო თანამშრომელია და მაინც კმაყოფილია.

2428

მე მქვია მარია, ვარ 38 წლის, არასოდეს ვიღებ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და ქმარიც ასეთივე ავირჩიე: მიზანდასახული, დაკვირვებული, რომელიც მზად იყო ემუშავა იმისთვის, რომ წარმატებული ადამიანი გამხდარიყო.

მე ყოველთვის ბევრს ვფიქრობდი ჩემს თითოეულ ნაბიჯზე. უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ მხოლოდ 27 წლის ასაკში გავთხოვდი, როცა ალექსანდრე გავიცანი. ის შესანიშნავი ვარიანტი იყო იყო: ჭკვიანი, საიმედო, პერსპექტიული. ჩემმა დაქალებმა თქვეს, რომ ცოლად ანგარებით გავყევი. მაგრამ ეს ასე არ იყო. ქმარი ძალიან მიყვარდა, მაგრამ გრძნობები გრძნობებია, ქორწინება კი დიდი პასუხისმგებლობა და ასეთი გადაწყვეტილებები დაუფიქრებლად არ უნდა იქნას მიღებული.

ჩვენ დავქორწინდით და ბედნიერად ვცხოვრობდით. მართალია, ქმარი დიდ დროს ატარებდა სამსახურში და შაბათ-კვირასაც იშვიათად ისვენებდა, მაგრამ გაგებით ვეკიდებოდი.30 წლის ასაკში შემეძინა ქალიშვილი, ორი წლის შემდეგ ვაჟი და მას შემდეგ სახლში ვარ. ჩემმა ქმარმა, რადგან ვერ მეხმარებოდა, დამხმარე დიასახლისი დაიქირავა.როცა ვაჟი შემეძინა, ალექსანდრეს პრობლემები შეექმნა სამსახურში. ერთი თვის შემდეგ კი გაანთავისუფლეს. თავიდან იმ დანაზოგით ვცხოვრობდით, რაც გვქონდა, ყველაფერი კარგად იყო. იმედი მქონდა, რომ სწრაფად იპოვიდა ახალ სამსახურს.

ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ქმარმა  სამსახური მაინც ვერ იშოვა.მთელი წელი გავიდა, ფულიც გამოგველია.შემდეგ კი გამოჩნდა დაცვის თანამშრომლის ვაკანსია ოფისში, რომელიც ჩვენი სახლიდან არც თუ ისე შორს იყო. იქ ხელფასი მცირე იყო, მაგრამ საკვებისთვის გვეყოფოდა. მეგონა, რომ ეს დროებით იყო, მაგრამ ვცდებოდი.ალექსანდრეს ძალიან მოეწონა დაცვაში მუშაობა. განრიგი ძალიან მოსახერხებელი იყო: ორი დღე-ღამე მუშაობდა და ორი დღე-ღამე ისვენებდა. დღე იდგა და გასცემდა საშვებს კომპანიის სტუმრებისთვის. ღამით კი უნდა გადამემოწმებინა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა შენობაში, შემდეგ კი შეეძლო კარების დაკეტვა და ინტერნეტში სეირნობა, ან დაძინება. პასუხისმგებლობა დიდი არ იყო. ამიტომ კატეგორიული უარი თქვა სხვა სამუშაოს ძებნაზე.

ახლა უკვე დიდ დროს ატარებდა ოჯახთან ერთად, დაისვენა, საკმარისად ეძინა, ცხოვრობდა საკუთარი სიამოვნებისთვის, დაიწყო წიგნების კითხვა. გადაწყვიტა, რომ სხვა სამუშაოს ძებნა აღარ ჭირდებოდა.მაგრამ მე არ მომწონს ეს ვარიანტი. არ მინდა გროშებზე ცხოვრება. როგორ უნდა გავზარდოთ ორი შვილი? დავუშვათ, დავტოვებ ქმარს სახლში და მე გავალ სამსახურში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არასწორია: ჩემი გაგებით, ის არის მამაკაცი, ვინც უნდა უზრუნველყოს ოჯახი.თან ფული ძალიან გვჭირდება. მალე ჩემი ქალიშვილი პირველ კლასში წავა. ბიჭუნას კი მუდმივად სჭირდება ძვირადღირებული მედიკამენტები, მას მწვავე ალერგია აქვს. საბავშვო ბაღშიც ვერ ვუშვებ.

უბრალოდ არ ვიცი რა გავაკეთო. როგორ ვიცხოვროთ ოთხმა ადამიანმა დაცვის თანამშრომლის ხელფასით? ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჩემს ქმარს სურს, სულ ასე ვიცხოვროთ და არა ერთი, ან ორი თვე.მაგრამ ჩვენ მიჩვეული ვართ სრულიად განსხვავებულ ცხოვრებას. მიჩვეული ვართ საყიდლებზე, დასასვენებლად სიარულს, ყველაფრით უზრუნველყოფას.ახლა კი როგორ ვიცხოვროთ? უბრალოდ არ ვიცი რა გავაკეთო. განვქორწინდეთ? მაგრამ როგორ გავზარდო ორი შვილი მარტომ?

როგორ დავარწმუნო ქმარი, რომ ის იქცევა ნამდვილი ეგოისტივით, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და საერთოდ არ ფიქრობს ჩემზე და ჩვენს შვილებზე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს