დღეგრძელობის კერძი, რომელსაც დედოფალი ელისაბედ II ყოველდღე მიირთმევდა

0
404

სამეფო ჩაი ბრიტანელი მონარქების ერთ–ერთი სიმბოლოა. ძნელი წარმოსადგენია, რომ მმართველი დინასტიის წარმომადგენლები არომატულ ცხელ სასმელზე უარს იტყვიან. მით უფრო, ლონდონში, სადაც ბევრი სამეფო რეზიდენცია მდებარეობს, ხშირად წვიმს. ახლა პირქუში ამინდი თითქოს მისი უდიდებულესობის წასვლას გლოვობს. ჩვენც ვგლოვობთ, დედოფალთან ერთად მთელი ეპოქა წავიდა. თითოეული სტატია, რომელიც ელისაბედ II-ს ეძღვნება, ერთგვარი პატივისცემაა, მცდელობა შევუერთდეთ მშვენიერს და რაღაც საოცარს ფარდა ავხადოთ. Paparazzi გიამბობთ დედოფალ ელისაბედ II-ის საყვარელი საუზმის, სადილის და ვახშმის შესახებ.

მრავალწლიანი ტრადიცია – დარენ მაკგრეიდი, ყოფილი სამეფო მზარეული სიტუაციის გარკვევაში დაგვეხმარება. ერთ დროს მის უდიდებულესობას, ლედი დიანას და მთელ სამეფო ოჯახს კერძებს უმზადებდა. გარდა ამისა, მაკგრეიდმა მოამზადა კერძები ამერიკის 5 პრეზიდენტისთვის, რომლებმაც დიდი ბრიტანეთი მოინახულეს. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ დაწერა რამდენიმე წიგნი, რომლებიც სამეფო კულინარიულ ხრიკებს ეხებოდა.

მისი უდიდებულესობა საუზმეზე ფინჯან ჩაის ან ყავას უპირატესობას ანიჭებდა. რა თქმა უნდა, რძის დამატებით. განსაკუთრებით მოსწონდა ჩაი Earl Gray. ნამდვილად სამეფო ჩაია. მონარქს სასმელთან ერთად მიართმევდნენ თეთრი პურის გახუხულ ტოსტს კარაქით და მარწყვის ჯემით. სურვილის შემთხვევაში, ტოსტს ჩვეულებრივი ფანტელებით ანაცვლებდნენ. არ დაგავიწყდეთ, რომ დედოფლის მენიუში ნასადილევის ჩაის სმაც იყო. ამ დროს ჩაისთან მისაყოლებლად სენდვიჩს ან ფუნთუშას სთავაზობდნენ. დამატებით ჯემი ან ათქვეფილი ნაღები მოდიოდა. დარენ მაკგრეიდი ხაზს უსვამს, რომ დედოფალი ნასადილევის ჩაიზე უბრალოდ გიჟდებოდა. მზარეული წერდა, რომ ელისაბედ II ამ ეტაპს არასდროს ტოვებდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო. მაგალითად, ავსტრალიაში მოგზაურობისას მაკგრეიდი ნასადილევის ჩაის ამზადებდა დილით, რადგან ლონდონის დროით უკვე საღამო იყო.

ჯანსაღი საკვები – მაკგრეიდის წიგნის მიხედვით, დედოფალი რაციონს დეტალურ ყურადღებას აქცევდა. სადილზე თევზის სტეიკს უპირატესობას ანიჭებდა. ახალი სალათი და გრილზე შემწვარი ქათამი ძალიან უყვარდა. გარდა ამისა, სასარგებლო ბოსტნეულს და მწვანილს მიირთმევდა. მაგალითად, ყაბაყს და ისპანახს. მისი ვახშამი ყოველთვის განსხვავებული იყო, მაგრამ ყოველთვის შედიოდა ხორცი ან თევზი, ასევე ბოსტნეული. დარენ მაკგრეიდი კვირაში 2–ჯერ მონარქს მენიუს სთავაზობდა, რომ დედოფალს სასურველი კერძები აერჩია. უდავოდ, ბოლო წლებში დედოფლის მენიუ სხვა კერძებით შეიძლება ჩანაცვლებულიყო. სავარაუდოდ, მისი უდიდებულესობა ექიმების რჩევებს ითვალისწინებდა და მავნე საკვებზე უარს ამბობდა. თუმცა, მზარეულის თქმით, ახალგაზრდობაში დედოფალი ნამდვილი ტკბილეულის მოყვარული იყო, შოკოლადზე და ყველაფერზე, რაც მასთან კავშირში იყო, უბრალოდ გიჟდებოდა.

სამეფო ჩაი და მონარქის საყვარელი კერძი – ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ დედოფალს ბურგერი უყვარდა. მართალია, ამერიკული სამზარეულოს კერძი მისთვის გადააკეთეს. მაგალითად, კეტჩუპი შტოშის სოუსით ჩაანაცვლეს და ფუნთუშაზე უარი თქვეს. იშვიათად მონარქი გელური სტეიკით თავს ინებივრებდა. კერძი კალორიული და კუჭისთვის საკმაოდ მძიმეა. აღსანიშნავია, რომ ელისაბედ II ადგილობრივ პროდუქციას აფასებდა. ითხოვდა, რომ პაშტეტისთვის თევზი პირდაპირ ბალმორალის რეზიდენციის ტერიტორიაზე დაეჭირათ. ეს უცნაური არაა. მაგალითად, მისი შვილი, ამჟამინდელი მეფე ჩარლზ III, მეფუტკრეობას ეწევა და ორგანულ თაფლს ყიდის კიდეც. მიღებულ მოგებას ქველმოქმედებაში ხარჯავს.

ელისაბედ II–ის საყვარელი ფინჯანი, რომლიდანაც სამეფო ჩაის სვამდა, ძვირფასი დიასახლისის გარეშე დარჩა. მონარქს მამაცობისა და სიმტკიცისთვის მადლობას ვუხდით. მან ქვეყნის მმართველობა რთულ დროს დაიწყო. საოცარი ცხოვრებით იცხოვრა. ის ფიგურაა, რომელიც ისტორიაში ადგილს იმსახურებს.