შეცდომები, რომელსაც დედოფალი ელისაბედ II სიცოცხლის ბოლომდე ნანობდა

0
181

შეცდომებს ყველა უშვებს. მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II გამონაკლისი არ იყო. უფრო მეტიც, 96 წლიანი ცხოვრების მანძილზე საკუთარ თავს შეცდომები ვერ აპატია. მერწმუნეთ, შეცდომები საკმარისი იყო. საინტერესოა, რა საბედისწერო შეცდომები დაუშვა ბრიტანეთის დედოფალმა ცხოვრებაში. Paparazzi ამის შესახებ გიამბობ.

ელისაბედ II–ის ცხოვრებისეული შეცდომები – ალბათ, მხოლოდ ელისაბედ II–ს შეეძლო ისე ეცხოვრა, თითქოს უნაკლო რეპუტაცია ჰქონდა. სინამდვილეში, დედოფალმა დაუშვა შეცდომები, რომლის გამოც მოგვიანებით რცხვენოდა. ზოგიერთი მათგანი საკუთარ თავს ვერ აპატია. ზოგიერთი მათგანი სხვებისთვის მიუღებელი იყო.მაგალითად, მისი მეფობის დასაწყისში ძალიან ცივად და გარიყულად იქცეოდა. ყველგან და ყველაფერში სამეფო პროტოკოლს იცავდა. სხვებისგანაც იმავეს მოითხოვდა, განსაკუთრებით ქვეშევრდომებისა და ოჯახისგან. თითოეულ სიტყვას ყურადღებას აქცევდა, რადგან მის ნათქვამს დიდი წონა ჰქონდა. ძნელი სათქმელია, ეს შეცდომა იყო თუ არა. საზოგადოებაში დედოფლის პოზიცია ამას ავალდებულებდა. დროთა განმავლობაში დედოფალი უფრო გულთბილი გახდა. ხალხთან დაახლოება ისურვა. ამაში 1957 წლის საშობაო გამოსვლა დაეხმარა, რომელიც მის სახლში ჩაწერეს. ბოლოს მსგავსი რამ 1932 წელს მის დიდმა ბაბუამ გააკეთა. შემდეგ ტრადიცია მიივიწყეს, მაგრამ დედოფალმა მისი აღდგენა შეძლო. იმ დღიდან ყოველ წელს დიდი ბრიტანეთი საყვარელი საოჯახო დღესასწაულის წინ ელისაბედ II-ის გამოსვლას სუნთქვაშეკრული ელოდა.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ყოველთვის ჟურნალისტების თვალთახედვის არეში იყო. მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებდა, როგორ ცხოვრობდნენ ინგლისელი არისტოკრატები. ოღონდ დროდადრო ინტერესს გაღვივება სჭირდება. 60-იან წლებში ფანების აქტივობა ჩაწყნარდა. სწორედ ამიტომ, დედოფლის პრესმდივანმა სიტუაციის სასწრაფოდ გამოსწორება გადაწყვიტა. უინძორის დინასტიის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყდა. ფილმმა „სამეფო ოჯახი“ ფურორი მოახდინა. მას 45 მლნ–ზე მეტმა ადამიანმა უყურა, თუმცა მალე ელისაბედ II-მ ფილმის ჩვენება აკრძალა. მისი აზრით, კარადაში ბევრი ჩონჩხი აჩვენეს. გარდა ამისა, დოკუმენტური ფილმის წყალობით სამეფო ოჯახის წევრები შეიძლება პაპარაცების სამიზნე და ჭორების მთავარი ობიექტი გამხდარიყვნენ. ფილმი არქივში გააგზავნეს. მის სანახავად ნებართვა დედოფლისგან უნდა გეთხოვათ.

რას ნანობდა დედოფალი – არავისთვის საიდუმლო არაა, როგორ კარგად იცავენ ბუკინგემის სასახლეს. კოღო ცხვირს ვერ შეყოფს, ისეა ყველაფერი დაცული. აქაც შეიძლება კონფუზი მოხდეს. კატალიზატორი თავად დედოფალი გახდა. ერთხელ ღამით დედოფალს უძილობა აწუხებდა. სასახლის ტერიტორიაზე სასეირნოდ გამოვიდა, მაგრამ მცველების გაფრთხილება დაავიწყდა. მცველებმა გამთენიისას უცნაური ხმები გაიგონეს და მაშინვე რეაგირება მოახდინეს. მზად იყვნენ, რომ დაუპატიჟებელი სტუმრისთვის ესროლათ. საბედნიეროდ, ერთ–ერთმა მცველმა დედოფლის სილუეტი იცნო. ამ შემთხვევის შემდეგ მცველების გაფრთხილება არასდროს ავიწყდებოდა. ეს შეცდომა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა.

კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა იყო ის, რომ სანდო მრჩევლის, სერ კრისტოფერ გეიდტის გათავისუფლება დაუშვა. მამაკაცს უმწიკვლო რეპუტაცია ჰქონდა. სამეფო ოჯახთან იმდენად ახლოს იყო, რომ შეეძლო მათთვის ეთქვა ის, რაზეც სხვებს გაფიქრებაც აშინებდათ. და მაინც, მრჩეველმა თანამდებობა დატოვა. როგორც წესი, საქმეში ჩართული იყვნენ სხვა სამეფო პირები, კერძოდ პრინც ჩარლზი, რომელიც დედასთან მის მრჩეველზე არაერთხელ ჩიოდა. დედოფალი სკანდალების თავიდან ასაცილებლად მისი მარჯვენა ხელის გათავისუფლებას დათანხმდა. ეს არაერთხელ ინანა. სამეფო ოჯახში მიღებული იყო, რომ დედოფლის გადაწყვეტილებას ყოველთვის და ყველაფერში მხარს უჭერდნენ. ამჯერადაც არავინ გააპროტესტა. გეიდტს ამ სიტუაციის გამო გულში უსიამოვნო ხინჯი დარჩა. დედოფლის მრჩევლად 15 წელი იმუშავა.

როგორც ხედავთ, მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II წმინდანი არ იყო. შეცდომებს ყველა ვუშვებთ. მთავარია, რომ ვაღიაროთ და სიტუაციის გამოსწორება ვცადოთ, თუ ეს შესაძლებელია.