4 მეთოდი, როგორ გააკეთოთ ვაშლის ჩირი სახლში

0
502

წლიდან წლამდე აგარაკზე იმდენი ვაშლი მოდის, რომ არ ვიცი, სად წავიღო. კომპოტს, პეროგს და სხვა დესერტს ვამზადებ, მაგრამ მაინც ბევრი რჩება. თუ მსგავსი სიტუაცია გაქვთ, გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ვაშლის ჩირი ზამთრისთვის. ვაშლის ჩირით ბევრი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ. პირველ რიგში, პეროგის ან ღვეზელის შიგთავსად გამოგადგებათ. სასარგებლო კომპოტი, ბურახი, გლინტვეინი შეგიძლიათ გააკეთოთ, ფლავს ან სხვა ცხელ კერძს დაუმატოთ. მოკლედ, როგორ გავაკეთოთ ვაშლის ჩირი სახლში: ღუმელში მიკროტალღურ ღუმელში, ჩირის აპარატში და მზეზე.

ჩირის მომზადება სხვადასხვა მეთოდით

ვაშლის მომზადება – ვაშლი კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. შუაგული მოაშორეთ, ქერქი დატოვეთ. ვაშლი 0,5 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით. 1%–იან მარილიან ხსნარში მოათავსეთ, რომ ვაშლი არ დამჟავდეს, სარგებელი და გემო არ დაკარგოს.

ვაშლის ჩირი ღუმელში

  1. ვაშლის ნაჭრები საცხობ ლანგარზე ან გისოსზე დააწყვეთ.
  2. ღუმელში კონვექციის რეჟიმი ჩართეთ და ვაშლი 7-8 საათით გაახმეთ. ღუმელის კარი ოდნავ გააღეთ.
  3. პერიოდულად აურიეთ (1,5 საათში ერთხელ).

ვაშლის ჩირი მიკროტალღურში

  1. დიდ ბრტყელ თეფშზე ბამბის ქსოვილი დააფინეთ და ვაშლის ნაჭრები ერთ ფენად დააწყვეთ.
  2. ზემოდან მეორე ნაჭერი ბამბის ქსოვილი დააფარეთ.
  3. მიკროტალღური ღუმელი 5 წუთით ჩართეთ.

ვაშლის გახმობა ჩირის აპარატში

  1. ვაშლი აპარატში ერთ ფენად ჩააწყვეთ.
  2. 2 საათით ჩართეთ.

ვაშლის ჩირი მზეზე

  1. ვაშლი ძაფზე წამოაცვით და მზიან ადგილას გასახმობად დაკიდეთ.
  2. ღამით მარლა აუცილებლად დააფარეთ და შენობაში შეიტანეთ.
  3. ვაშლის ჩირი მზად იქნება, როცა წებოვანი, რბილი და ელასტიური აღარ იქნება. ხელში უნდა იმტვრეოდეს.

ვაშლის ჩირის შენახვა – ქსოვილის ტომრებში, მუყაოს ან ქაღალდის ყუთებში შეინახეთ. შენობა მშრალი უნდა იყოს. ოთახი, სადაც ვაშლის ჩირს ინახავთ, უნდა განიავდეს. პროდუქტი დროდადრო შეამოწმეთ, რომ მავნებლები არ გაჩნდეს. პარკი ან ჰერმეტული კონტეინერი არ გამოიყენოთ.

ახლა იცით, როგორ გააკეთოთ ვაშლის ჩირი. პროდუქტი კერძის და სასმელის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასევე სამსახურში წაიღოთ ან ბავშვებს სკოლაში სასარგებლო წასახემსებლად გაატანოთ. ხილის სასარგებლო თვისებები მასში რჩება!