ბებია ჭარხალს ყოველ წელს გვიან შემოდგომაზე თესავს. დაზამთრებამდე ჭარხლის თესვა არც თუ ისე გავრცელებული პრაქტიკაა. ამას წლიდან წლამდე ჯიუტად იმეორებდა. ახლა მეც ასე ვაკეთებ. Paparazzi გიამბობთ, რატომ უნდა გააკეთოთ ასე.
ჭარხლის თესვა – ასეთი ქმედების მთავარი მიზეზი ნაადრევი მოსავალია. ზამთრის წინ დათესვით პირველ ნაყოფს 2-3 კვირით ადრე მიიღებთ, ვიდრე გაზაფხულზე დათესვისას. ამავდროულად, ყლორტები უკეთ გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი თესვის მეთოდი შესაფერისია იმ რეგიონებში, სადაც ზაფხული ხანმოკლე და ცივია. ასეთ პირობებში თესლი სრულფასოვან ვეგეტაციას ვერ გადის და ნერგები შეიძლება მწირი იყო. გვიან შემოდგომაზე დათესვა თესლს უკეთ განვითარებაში ეხმარება. გაზაფხულზე ამინდის პროგნოზი არ მოგიწევთ, რომ ჭარხლის დროულად დათესვა მოასწროთ. თუ იდეა მოგწონთ, რამდენიმე ნიუანსი დაიმახსოვრეთ. პირველ რიგში, მეთოდის უპირატესობასა და ნაკლოვანებაზე ვისაუბროთ.
საშემოდგომო თესვის უპირატესობები და ნაკლოვანებები – მეთოდს ბევრი უპირატესობა აქვს. ნაადრევი მოსავალი შეგიძლიათ მიიღოთ. ასე დატვირთულ გაზაფხულის პერიოდში დროს დაზოგავთ. უხვ და ჯანსაღ მოსავალს მიიღებთ. ყლორტები გაზაფხულის სიცივეს უკეთ უძლებს. დაბალ ტემპერატურაზეც კარგად იზრდება, რაც ცივ გაზაფხულზე აქტუალურია. შეგიძლიათ გამოიყენოთ თესლი, რომლის ვადაც ამ წლის ბოლოს იწურება. უპირატესობები გასაგებია, მაგრამ ნაკლოვანებებიც უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, ჭარხლის სახეობის და ადგილის შერჩევას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. გაითვალისწინეთ, რომ ნაადრევი ყლორტები ძალიან ცივი გაზაფხულის პირობებში შეიძლება ვერ გადარჩეს. რა თქმა უნდა, ბევრი უპირატესობა აქვს, მაგრამ თავად გადაწყვიტეთ.
ჭარხლის დათესვა დაზამთრებამდე
- საშემოდგომო თესვისთვის სათანადოდ უნდა მოემზადოთ. ჭარხლის ყველა ჯიში არ გამოგადგებათ. სპეციალური ყინვაგამძლე ჯიში შეარჩიეთ. მაგალითად, ზამთრის А474 და ყინვაგამძლე 19. ნაადრევი ჯიშები კარგი მოსავლით გაგახარებთ. ასევე გამოგადგებათ: ეგვიპტური ბრტყელი, გენერლის, მულატკა–შოკოლადის, კეთილშობილი დიასახლისი.
- დარგვის დრო შეარჩიეთ. ბოლო წუთამდე არ გაწელოთ. ამინდს ყურადღება მიაქციეთ. მაქსიმუმ -5 გრადუსზე დათესეთ. დაახლოებით ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის დასაწყისია.
- დასათესი ადგილი სწორად შეარჩიეთ. გაზაფხულზე არ უნდა დაიტბოროს და ზამთარში ბევრი თოვლით არ დაიფაროს. ჭარხალს სინათლე და ჰაერი უყვარს. მცირე შემაღლება იდეალური ადგილია. დათესვამდე სასუქის დამატება არ დაგავიწყდეთ. მაგალითად, კომპოსტი ან ნეშომპალა.
- საშემოდგომო თესვისთვის თესლის გაღვივება ან ჩალბობა არ შეიძლება. მასალა აუცილებლად მშრალი უნდა იყოს. თესლს მომზადება არ სჭირდება. მხოლოდ ყველაზე მსხვილი თესლი შეარჩიეთ. ეს ყველაფერია, რაც უნდა გაითვალისწინოთ. თესლი დათესეთ, მიწა მოაყარეთ. ზემოდან მულჩით აუცილებლად დაფარეთ. დამატებით ნახერხი ან ფოთლები შეგიძლიათ დაუმატოთ.
ამ მარტივი მეთოდით შეუდარებელ ყლორტებს და ჭარხლის ნაადრევ მოსავალს მიიღებთ.