არ მესმის ასეთი მშობლების. მათ სახლიც კი არ გვიყიდეს! საერთოდ, რისთვის გაგვაჩინეს?

0
4903

მე მქვია კატო. ძალიან მწვავედ მაქვს ბინის პრობლემა.მე და ჩემი მეუღლე უკვე მეშვიდე წელია ნაქირავებ ბინებში ვცხოვრობთ. გვყავს ქალიშვილი. რამდენჯერმე გამოვიცვალეთ სახლი, რადგან ყოველთვის გვხვდებიან უცნაური მფლობელები: ხარბი და არაპროგნოზირებადი. ჯერ საკმაოდ ძვირად მოგვაქირავებენ ბინას, მერე კი ყველაზე მოულოდნელ და შეუფერებელ მომენტში ამბობენ, რომ უნდა დავცალოთ.ამის გამო ძალიან ვნერვიულობ და თავს ცუდად ვგრძნობ. ძალიან რთულია გამუდმებით გადაადგილება უამრავი ნივთებითა და პატარა ბავშვით!

მშობლებზეც ძალიან ვბრაზდები. მყავს დაც და ჩემმა მშობლებმა არც ჩემთვის და არც ჩემი დისთვის ბინა არ გაიმეტეს. უბრალოდ გაგვაჩინეს, გაგვზარდეს, უმაღლესი განათლება მოგვცეს და ეგაა. გვითხრეს: იარსებეთ, როგორც გინდათ!ახლა აგარაკის მოწყობით არიან დაკავებულნი, მუშაობენ და სანატორიუმში დასასვენებლად დადიან.მაინტერესებს, რა საჭირო იყო ჩვენი გაჩენა? ჩვენ არ გვითხოვია! მთელი ცხოვრება რატომ უნდა ვიტანჯოთ?

ჩემი მეგობრები გაცილებით იღბლიანები არიან!ოლიას დედამ იპოთეკით უყიდა ბინა, როდესაც საშუალო სკოლა დაამთავრა. ახლა იხდის ამ იპოთეკას და ოლია ბედნიერად ცხოვრობს: უდარდელად მიდის სხვადასხვა კურორტებზე, სწავლობს, შესაშური საპატარძალოა.ჩემი მეორე მეგობრის, ანჟელას მშობლებმა ოროთახიანი ბინა გაცვალეს და ქალიშვილს კარგი ერთოთახიანი ბინა უყიდეს, თვითონ კი ქალაქის გარეუბანში გადავიდნენ.ჩემმა მესამე დაქალმა ბებიისგან მოულოდნელად სასიამოვნო საჩუქარი მიიღო: მან გარდაცვალების შემდეგ თავისი ოროთახიანი ბინა საყვარელ შვილიშვილს დაუტოვა.მაგრამ ჩვენი მშობლები სამოთახიან ბინაში ცხოვრობენ პრესტიჟულ უბანში და არ სურთ მისი გაცვლა. არც თავისთან გვიშვებენ საცხოვრებლად.

  • ჩვენ სიმშვიდე გვინდა სიბერეში და ბავშვების ხმაურს ვერ ავიტანთ! ჩვენ გაგაჩინეთ, გასწავლეთ, ახლა კი იმუშავეთ  და თქვენ თვითონ იყიდეთ სახლი. როცა მოვკვდებით, ჩვენს სამოთახიან ბინას გაგინაწილებთ.
  • მაგრამ მანამდე როგორ ვიცხოვროთ? ახალს ვერ ვყიდულობთ – ფული არ გვაქვს, ვიტანჯებით ნაქირავებ ბინებში და ჰაერში ვყრით ფულს, ან იპოთეკის გადახდა ათწლეულების განმავლობაში ადვილი იქნება?

ჩვენ მთელი ახალგაზრდობა ასე გავატარეთ, ვიშრომეთ, ვიმუშავეთ. ახლა კი გვაქვს სამოთახიანი ბინა, აგარაკი და დავდივართ დასასვენებლად სანატორიუმში.ჩემი ქმარი დიდი ხანია მეორე შვილზე ოცნებობს, მაგრამ რანაირად ვარჩინოთ შვილები, თუ ბინის, საკვებისა და უბრალო ტანსაცმლის ფული ძლივს გვაქვს?ვფიქრობ, რომ ჩემი მშობლები არ არია მართალი. სულ თუ არა, შეუძლიათ პირველად შენატანზე დაგვიდგნენ გვერდში მე და ჩემს დას.

რატომ გაუმართლათ ჩემს მეგობრებს და მე და ჩემს დას არა?